შპს და მისი რეგისტრაცია

შპს  მსოფლიოში სამეწარმეო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მის წარმოშობას საფუძვლად დაედო ორი მიზეზი. პირველი, მისი შექმნის პროცედურა უფრო ადვილი იყო, ვიდრე სააქციო საზოგადოებისა; და მეორე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება წევრობაზე დაფუძნებული საწარმოები კი არ არიან, არამედ მათ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალი, რომლითაც შემოიფარგლება საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა, ე.ი. ამ საწარმოს პარტნიორები საზოგადოების ვალებზე სოლიდარულად კი არ აგებენ პასუხს, არამედ საწარმოს საწესდებო კაპიტალით. უმთავრესად, სწორედ ეს, მეორე მიზეზი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შექმნის საფუძველი, რადგან დამფუძნებლები ხშირად გაურბიან თავიანთი პირადი ქონებით პასუხისმგებლობას. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალური საზოგადოებაა.  ფულადი შესატანის დროს, თანხა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ვალუტით. ფულადი შესატანის გარდა, საზოგადოებაში შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნას სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტის სახით, ე.ი. არაფულადი შესატანი. არაფულადი შესატანი გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების წესდებაში. მასში ასევე მითითებული უნდა იყოს არაფულადი შესატანის სახეობა და თითოეული პარტნიორის წილის ოდენობა. საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისათვის არაფულადი შესატანი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საზოგადოებას, მის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენოს და განკარგოს იგი. თუ არაფულადი შესატანის თავისუფლად გამოყენება შეუძლებელია, მაშინ შესატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება და საზოგადოებას შეიძლება რეგისტრაციაზე უარი ეთქვას.

შპს იქმნება პარტნიორების კაპიტალის გაერთიანების შედეგად. მისი არსებობა არ არის მასში წევრობაზე დამოკიდებული და საზოგადოებიდან პარტნიორის გამოსვლა არ იწვევს მის ავტომატრად დაშლას. იგი შეიძლება დაარსოს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი შეიძლება იყოს სახელმწიფოც. ამასთან, მისი დაარსება შეუძლია ერთ პირსაც. შპს-ს აქვს მმართველობის დამოუკიდებელი ორგანოები – პარტნიორთა კრება და დირექტორატი. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, ამ ფორმის საზოგადოებისათვის იგი ფაკულტატური ორგანოა, დამოკიდბულია პარტნიორთა შეთანხმებაზე, და თუ ეს ორგანო არსებობს, მაშინ მასზე ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსათვის დადგენილი წესები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი ტარდება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ. რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს საწესდებო კაპიტალის მეოცედი ნაწილის, ე.ი. ხუთი პროცენტის, მფლობელ პარტნიორს. კრების მოწვევისას, მითითებული უნდა იყოს კრების მიზანი, დღის წესრიგი და კრების მოწვევის საფუძველი. თუ ინიციატორი პარტნიორის ამ მოწვევას სხვა პარტნიორები ან დირექტორები არ გამოეხმაურებიან, მაშინ იგი თვითონ იწვევს ამ კრებას. კრების მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს წყვეტს საერთო კრება. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.

არსებობს საქმიანობა რომლებიც ლიცენზირებას და/ან ნებართვას საჭიროებენ
ასეთ სახის საქმიანობა შპს შეუძლია აწარმოოს მხოლოდ შესაბამის ნებართვის/ლიცენზიის მიღების შემდეგ

ხშირად ჩნდება კითხვები შპს-ს გადასახადებთან დაკავშირებით.  ყოველთვიურად შპს იხდის დასაქმებულის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს ხარჯების და შემოსავლები მიხედვით. თუ შემოსავალი იქნება მეტი ვიდრე ხარჯი მათი სხვაობიდან 20% მოგების გადასახადს მიეკუთვნება.  თუ წლიური ბრუნვა 100000 ლარს გადააჭარბებს, მაშინ შპს დღგეს გადამხდელად რეგისტრირდება და იხდის ყოველთვიურად დღგ-ს.

როგრო ხდება შპს რეგისტრაცია?

შპს -ს რეგისტრაცია 2010 წლის 1 იანვრიდან ხდება საჯარო რეესტრში. სარეგისტაციო  განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლულზე  შპს-ს რეგისტაცია

About these ads

5 thoughts on “შპს და მისი რეგისტრაცია

  1. Mari

    აააა, ეს ვისწავლე შარშან, ბიზნესის საფუძვლებში :)

    Reply
  2. Di@

    შპს-ს რეგისტრაცია ხდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
    იურიდიული პირების რეესტრში. საჯარო რეესტრში – უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლებების და ვალდებულებების რეგისტრაცია.

    კარგი იქნებოდა, მეწარმეთა შესახებ კანონის ის მუხლი განგეხილათ, რომელიც სამეწარმეო რეესტრში შპს-ს რეგისტრაციისათვსი წაყენებულ მოთხოვნების ჩამონათვალს ადგენს. აქ წარდგენილი ფორმა წესდების სუსტი ვარიანტია მხოლოდ.

    ძალიან მომწონს თქვენი წამოწყება და წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით.

    Reply
      1. Di@

        http://laws.codexserver.com/13.htm

        პირველივე დევს მეწარმეთა შესახებ კანონი… თუ არ ვცდები, მეხუთე მუხლია… ან მეხუთე მერომელიღაც… :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s