პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის  ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

ასევე არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე12 მუხლიც ამავეს ამტკიცებს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

და ბოლოს, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ : მუხლი მე17 : არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა; თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ზემოთხსენებული მუხლები საკმარისია იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს, თუმცა როგორც წესი, ხშირად ხდება მათი უგულებელყოფა და იგნორირება.

ხომ არ არის საქართველოს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მე7 მუხლი კონსტიტუციის მე20 მუხლთან წინააღმდეგობაში? 

მე7 მუხლის მიხედვით ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა არის ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს ან  თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლით (ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებით ხდება და­ნა­შა­უ­ლი­ს ან სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, აღ­კვე­თა და თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, იმ პი­რის დად­გე­ნა, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს, სჩა­დის ან რომელსაც ჩა­დე­ნი­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლი ან სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა, იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას; და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ან სხვა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხელ­ყო­ფის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი ქო­ნე­ბის ძებ­ნა და დად­გე­ნა, უგ­ზო-­უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლი პი­რის ძებ­ნა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა და  დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება)  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ამო­ცა­ნა­თა შეს­რუ­ლე­ბას.

დავუბრუნდეთ ისევ მე7 მუხლს, რომლის თ) ქვეპუნქტი ნამდვილად იპყრობს ყურადღებას :  ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მახორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ ღი­ად ან კონ­სპი­რა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი. 

მე7 მუხლის დასასრულს წერია, რომ ზემოთხსენებული თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები მხოლოდ მოსამართლის ნებართვით შეიძლება იქნეს განხორციელებული, თუმცა რამდენიმე სტრიქონის გამოტოვებით ვაწყდებით შემდეგს: რომ სწორედ ის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელზეც მხოლოდ მოსამართლის ნებართვა ვრცელდება, შეიძლება მოსამართლის ნებართვის გარეშეც ჩატარდეს, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს.  ხომ არ არის მუხლში სიტყვა “მხოლოდ” ზედმეტი? პროკურატურას ხომ ნებისმიერ წამს შეუძლია მიიჩნიოს ესა თუ ის ღონისძიება გადაუდებლად და მოითხოვოს ქმედებების განხორციელება მოსამართლის ნებართვის გარეშე.

თუმცა დღესდღეობით სოციალური ქსელების პოპულარობიდან გამომდინარე, ვფიქრობ არანაკლებ საინტერესოა ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტი: ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მახორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ ღი­ად ან კონ­სპი­რა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასევე ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას.  

ამ პუნქტში ყურადსაღებია ის, რომ შეიძლებ როგორც ღია ასევე დახურული ინტერნეტურთიერთობის კონტროლი. პირადი მიმოწერის კონტროლის უფლებაც განა არ არღვევს კონსტიტუციის მე20 მუხლს? ბუნებრივია არღვევს, მით უმეტეს ამ პუნქტზე არ ვრცელდება სასამართლოს ნებართვა და სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ თვალყური ადევნონ ადამიანების პირად მიმოწერასაც კი. ამის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2012 წლის 24 ოქტომბერს დაუკმაყოფილეს.

ძალიან სასიამოვნოა თითოეული მოქალაქისთვის ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებებს იცავს, თუმცა კიდევ უამრავი ხარვეზი არსებობს კანონებში, ხშირია სამართალდამრცველების უკანონო მოქმედების ფაქტებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, ხდება მათზე რეაგირება და ხარვეზების აღმოფხვრა.

თქვენ თუ იცნობთ რაიმე ხარვეზს კანონმდებლობაში?

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s