Category Archives: სხვადასხვა

ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

Continue reading

პატიმარ ქალთა უფლებები

პატიმარ ქალთა და ზოგადად პატიმართა უფლებების შესახებ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცის, ამიტომ დღეს გადავწყვიტე დამეწერა იმაზე, თუ რა უფლებები გააჩნიათ მსჯავრდებულ ქალბატონებს :)

როგორც წესი, საპატიმროებში ქალებს განცალკევებით ათავსებენ. პატიმრობის კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულს შემდეგი უფლებები აქვთ:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხებით, სამედიცინო მომსახურებით, ახლო ნათესავებთან შეხვედრით, დამცველთან, საკონსულოსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით. სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით, უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით.

პატიმარ ქალებს უნდა შეეძლოთ ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, სპორტულ, კულტურულ, აღმზრდელობით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობა, ინფორმაციის მიღება პრესითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით.

ასევე შეუძლიათ- ეწეოდნენ ინდივიდუალურ საქმიანობას, შეიტანონ მოთხოვნა, საჩივარი რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა, იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებული გარემოებების დროს დროებით დატოვოს დაწესებულება.

მსჯავრდებულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამატებით სარგებლობს:

სარეაბილიტაციო პროგრამების სარგებლობის უფლებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.

ორსულ, მეძუძურ, არასრულწლოვან, ავადმყოფ და ხანდაზმულ პატიმრებს შედარებით გაუმჯობესებული აქვთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა თუ უფლება.

მსჯავრდებულს აქვს ასევე პაემნის უფლება- წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მას შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება. მოთხოვნაზე დირექტორის უარი ან თანხმობა ბრალდებულს ეცნობება წერილობით.

პაემნის თაობაზე ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 5 დღით ადრე. თუ განმცხადებელს უარი ეთქვა პაემანზე, ის ინფორმირებული უნდა იქნეს იმავე დღესვე.

მსჯავრდებულის საკვები, პატიმრობის კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისადა ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. კვება უნდა იყოს სამჯერადი.  ორსულებს, მეძუძურებს, არასრულწლოვნებს, დაავადებულებს და მოხუცებს მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები უნდა შეექმნათ.

თუკი არ არსებობს გამოუვალი ვითარება, არ უნდა მოხდეს ფეხმძიმე ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა. ხოლო თუ ეს მაინც მოხდება, უნდა შეიქმნას სპეციალური პირობები, რომელიც გავრცელდება მთელი ფეხმძიმობისა და ბავშვის მოვლის პერიოდზე.

სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს ან ქალს, რომელსაც ჰყავს 5 წლამდე შვილი, მანამ, სანამ ბავშვი 5 წლის არ გახდება. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე, ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გააგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.

რა გველის ლუდის ბოთლით ხელში სიარულისას

რამდენიმე დღეა სოციალური ქსელები და საზოგადოება აღშფოთებამ მოიცვა: 171-ე მუხლის მიხედვით იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა!  კანონი შს სამინისტროს ვებგვერდზე 2009 წლის ივნისშია განთავსებული. 

 ბუნებრივია მსგავსი შეზღუდვები ნებისმიერი ადამიანისთვის შემაწუხებელია, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ის ალკოლჰოლის მომხმარებელი. დავინტერესდი რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში და რა მეთოდებით ხდება წესრიგის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

ალკოჰოლურ სასმელებს ზღუდავს ინდოეთი, ფინეთი, ნორვეგია, კანადა,  ისლამური სახელმწიფოები, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ როგორც ვიკიპედიის სტატიაში იყო მითითებული, ყველა ქვეყანაში არის დაწესებული ზომიერების ფარგლები, რა შემთხვევაში, როდის ხდება აკრძალვა, უძღვის თუ არა აკრძალვის დაწესებას რაიმე ტრადიცია იმ ტერიტორიაზე, ხომ არ არის ეს ეკონომიური მდგომარეობით განპირობებული და ა.შ..

რა ხდება ჩვენთან:

პირველივე მუხლი სასტიკად კრძალავს ნებისმიერ ადგილზე სასმლით ხელში გამოჩენასაც კი, გარდა კაფე-რესტორნებისა, სადაც სასმლის გაყიდვა თავად მწარმოებლის და მფლობელის მიერაა დაშვებული.  კანონდარღვევის შემთხვევაში გველოდება გაფრთხილება ან დაჯარიმება. რამდენჯერმე იმავე ან მსგავსი სახის ქმედების განმეორების შემთხვევაში სასჯელის ზომები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.

მე გამიჩნდა კითხვები, რომელთაგან რამდენიმე მათგანი მართლაც საჭირბოროტოა: უკვე კანონად მიღებული გონივრული ეჭვის  საფუძველზე, ადამიანს თუ ჩხრეკისას გაუმჭვირვალე პარკში შეფუთული , სახლისთვის გამზადებული ალკოჰოლი აღმოაჩნდება, რა გარანტია გვაქვს , რომ ის არ გამოცხადდება ეჭვმიტანილად და ბრალი არ დაედება ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შებღალვაში? ვფიქრობ რომ გარანტიას არავინ გვაძლევს, მით უმეტეს ზემოთხსენებული კანონის გათვალისწინებით.

ასევე გასარკვევია ის, რატომ არააა ასაკობრივი ზღვარი დაწესებული,  როცა ყველა მოწინავე ქვეყანა ითვალისწინებს დასაშვებ ზღვრებს მსგავსი აკრძალვების შემთხვევაში.

და ბოლოს, რამაც დამაინტერესა: ახლოვდება ლუდის ფესტივალი და საკითხავია, აკრძალვები გაგრძელდება თუ არა ფესტივალის განმავლობაში, თუ გაგრძელდება, რა გავლენას მოახდენს ფესტივალის მიმდინარეობაზე ? და საერთოდაც, როდის მოხდება მუხლის ვრცლად კომენტირება და დაპანიკებული მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება?

“ინტერპრესნიუსს” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს და რომ აღნიშნული 171–ე მუხლი განკუთვნილია მათთვის, ვინც ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი შეეცდებიან აყალ–მაყალის ატეხვას. თუმცა აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ნათლად არის გადმოცემული, რომ დაჯარიმდება ნებისმიერი პირი, რომელიც დაიწყებს  სპირტიანი სასმელების სმას ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

დაზღვევა-ნაწილი პირველი

დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული  პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით(სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევოშემთხვევების) დადგომისას.

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან,ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან დასხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან დაქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ანიურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან(პასუხისმგებლობის დაზღვევა).

დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.

ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით და ფორმდება ნებისმიერ სადაზღვეო კომპანიაში.

სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

რაც შეეხება უშუალოდ ურთიერთობებს მზღვეველსა და დაზღვეულს შორის, ამის შესახებ პოსტის შემდეგ ნაწილში მოგითხრობთ.

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობა წარმოშვება ორივე მხარის – სამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, მათი თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. არავის აქვს უფლება, იძულებით ჩაგაბათ რაიმე სამუშაოში. შრომითი ურთიერთობის დაწყებაც და მისი გაგრძელებაც, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავისუფალ ნებას უნდა ეფუძვნებოდეს.

კანონით დადგენილია შრომის დაწყების მინიმალური ასაკი – 16 წელი. თუმცა, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს, შეუძლია მუშაობის დაწყება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ ეს ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონერივ განვითარებას და არ ზღუდავს მისი განათლების მიღების უფლებას და შესაძლებლობას. 14 წლამდე ასაკის არასრულწოვნის მუშაობა დაიშვება მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

რაც შეეხება საჯარო სამსახურს, აქ უფრო მაღალ ასაკობრივი ზღვარია დადგენილი. სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მხოლოდ 21 წლის ასაკს მიღწელი პირი დაინიშნოს, ხოლო ადილობრივი თვითმმართველობის მოხელედ – 18 წლის ასაკსის პირი.

კანონით აკრძალულია:

  • არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთაბ, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად;
  • არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაობების შესასულებლად.

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომის პირობების, ანაზღაურების, თქვენი უფლებებისა და სხვა გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, დამქირავებელსაც აქვს უფლება, მოიპოვოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, ოღონდ არა ნებისმიერი ინფორმაცია, არამედ მხოლოდ ისეთ რაც შეიძლება უკავშირდებოდებოდეს თქვენს მიერ სამუშაოს შესრულებას და ამისათვის საჭირო მოთხოვნებს. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ ისეთი კითხვების დასმა, რაც უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს, ეთნიკურ  კუთვნილებასა და სხვა ისეთ საკითხებს, რაც კავშირში არაა თქვენს სამსახურთან.  დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე, მაგრამ მას უფლება არა აქვს თქვენი თანხმობის გარეშე, სხვა პირს მიაწოდოს თქვენს შესახენ მიღებული ინფორმაცია. თქვენ უფლება გაქვთ უკან გამოითხოვოთ დამსაქმებლისთის მიწოდებული დოკუმენტები (CV, დიპლომი და ა.შ), თუკი თქვენთან არ დაიდო შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. უმჯობესია, გააფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება, ვინაიდან ზეპირი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, თქვენ ფაქტობრივად გერთმევათ საშუალება, ამტკიცოთ თუ რა პირობებებზე შეუთანხმდით დამსაქმებელს, მის მიერ ასეთი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

სასურველია, შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, ყოველთვის გაესაუბროთ იურისტს და გააცნოთ მას ხელშეკრულების პირობები. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, მისი კონსულტაციის შესაბამისად, დამსაქმებელს გარკვეული პირობების შეცვლა მოსთხოვოთ იმისთვის, რომ ხელშეკრულებით არა მხოლოდ მისი, არამედ თქვენი უფლებებიც სათანადოდ იყოს დაცული.

წერილობითი ხელშეკრულება თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი, შესაძლებელია მისი რამდენიმე ენაზე შედგენაც. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, მასში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა, სხვადასხვა ენაზე შესრულებულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში.

ხელშეკრულებას უთანაბრდება ასევე პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, მაგალითად ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ პირი მიღებულია სამუშაოზე. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ მის ნაწილს, წარმოადგენს შრომის შინაგანაწესი. ასეთ შემთხვევაში, ხელშკურების დადებამდე, აუცილებლად უნდა გეცნოთ მას.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც უნდა შეციავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკულების ხანფრძლივობის თაობაზე.

როგორც წესი, თქვენ უფლება გაქვთ, შეთავსებით იმუშაოთ რამდენიმე სამუშაოზე, თუკი ეს ხელს არ შეუშლის თქვენი მოვალეობების შესრულებას. თუმცა, საჯარო სამსახურში დადგენილია მთელი რიგი შეზღუდვები. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი

თვითმმართველობის დაწესებულებაში,ასევე საჯარო მოხელეს არა აქვს უფლება, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

დამსაქმებელი ვალდებულია, შეინარჩუნოს შრომის ის პირობები, როგორზეც თავიდანვე შეგითანხმდათ. შრომის პირობების შევლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუმცა, შრომის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია დამსაქმებელმა შეცვალოს შრომის ესა თუ ის პირობა, რაც არაარსებით ცვლილებად ჩაითვლება.

დასაქმებულთან შეთანხმება არაა აუცილებელი დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნისას, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი მივლინების პერიოდი, წელიწადში, 45 კალენდარულ დღეს არ აღემატება. უფრო მეტი ვადით მივლინებისას დასაქმებულის თანხმობა აუცილებელია. ორივე შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს მოვლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.

საჯარო მოხელეს უფლება აქვს გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვოს სამსახურეობრივი პირობებეის დროებით შემსუბუება ან დროებით გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე იმავე დაწესებულებაში, თუკი დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის გაგრძელებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას ან თუ ფეხმძიმობის პერიოდში, ვერ ასრულებს სამსახურეობრივ უფლება–მოვალეობებს. გარდა ამისა, საჯარო მოხელე შეიძლება, დროებით, საერთოდ გათავისუფლდეს დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებისგან, თუკი მისი სხვაგან გადაყვანა და პირობებეის შემსუბუქება შეუძლებელია, ოღონდ გათავისუფლების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. თუ ასე არ არის, კანონი ადგენს, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.  სამუშაო დღეებს ან ცვლებს შროის დასვნებეის ხანრძლივობა, არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

თუკი ცვლაში მუშაობთ, თქვენი მუშაობის გრაფიკი და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა, ცვლიანობის განრიგით განისაზღვრება, რომელსაც დამსაქმებელი ამტკიცებს. თუკი რაიმე ცვლილება მოხდა განრიგში, ეს არანაკლებ 10 დღით ადრე უნდა გეცნობოთ, გარდა იმ შემთხვევევისამ როცა ეს შეუძლებელია უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.

როგროც წესი, თქვენ ვალდებული ხართ, იმუშაოთ მხოლოდ ხელშეკრულებით და შინაგანაწესით განსაზღვრული დროის განმავლობაში. მუშაობა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვეულ, ან კანონით დადგენილ 41 საათს, – ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, რომლის შესრულების ვალდებულებაც არ გეკისრებათ, გარდა ორი შემთხვევისა:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რა დროსაც დამსაქმებელი ვალდებული არ არის, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღრაურება მოგცეთ;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, რა დროსაც თქვენუ მუშაობა აუცილებლად სათანადოდ უნდა ანაზღაურდეს.

ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება, დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე.აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვანის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძრი ქალის დასაქმება; ღამის სამუშაოზე 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

სამუშაო დროის განმავლობაში, თქვენ უნდა მოგეცეთ შესვენების დრო. მეძუძურ დედას, რომელიც კვებას ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე უნდა მიეცეს დამატებითი შესვენება ერთ დღეში არანაკლებ 1 საათით. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. კანონით დადგენილია წლის განმავლობაში 17 უქმე დღე. დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაულების დროს. უქმე დღეებში მუშაობა, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება და მისი პირობებეი უნდა განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

 

ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

“ტრეფიკინგი ნიშნავსექსპლუატაციის მიზნით ადამიანების ყიდვა ან გაყიდვა, ან სხვა უკანონო გარიგების განხორციელება,გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას ან მიღების მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით,მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, უფლებამოსილების ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენების ან საფასურის მიცემით ან მიღებით იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა ადამიანზე.”

რა არის ტრეფიკინგი:

  • ადამიანებით ვაჭრობა
  • ძალადობა
  • იძულებითი შრომა
  • ექსპლუატაცია
  • თავისუფლების შეზღუდვა
  • არაადეკვატრი ანაზღაურება
  • მოტყუება
  • კონტაქტის აკრძალვა
  • თანამედროვე მონობა

იმისათვის,რომ დანაშაული დაკვალიფიცირდეს ტრეფიკინგის სახელით უნდა “აკმაყოფილებდეს”  3 პირობას:

  • ქმედება (რა?)
  • საშუალება (როგორ?)
  • მიზანი (რისთვის?)

მიზანი არის კონკრეტული – ექსპლუატაცია (შრომითი ან სექსუალური).

ტრეფიკინკის დანაშაული მსოფლიოში სიმძიმით მესამე ადგილზეა.მიუხედავად ამისა მაინც საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მომგებიანიც. არსებობს ორი სახის ტრეფიკინგი შიდა და საზღვრებს გარეთ. შიდა ტრეფიკინგის დროს ძირითადად ხდება შრომითი ექსპლუატაცია. მაგალითად:

” 72 წლის ცოლ–ქმარი, მოტყუებით მეზობელმა გადაიყვანა გვერდზე სოფელში და შეპირდა რაღაც გასამრჯელოს, ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ. მოხუცებს უხდებოდათ ფერმაში მუშაობა საშინელ პირობებში,იყო წყლისა და საკვების პრობლემაც.ამას გარდა აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ შეურაცხყოფას.როდესაც მოხუცები ისე დაუძლურდნენ,რომ საშიში გახდა არ შემოკვდომოდათ,ისინი თავად მიიყვანეს სახლში და ჭიშკართან დატოვეს. თან დაემუქრნენ რომ არსად არაფერი ეტქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ”.

საზღვრებს გარეთ ტრეფიკინგის ძირითადი მიმართულება სექსუალური ექაპლუატაციაა.

ტრეფიკინგის ასეთი გახშირების მთავარი მიზეზი მისი მომგებიანობაა.ეს არის ჯგუფური დანაშაული,სადაც ხშირ შემთხვევაში ჩართულები არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები. ტრეფიკინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასაკმარისი ინფრომაცია ამ სფეროში და ადამიანის სოციალური მდგომარეობა. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი,რომელსაც საჭმლის ფულიც არ აქვს, მზად არის ენდოს საჭვო ადამიანებს და საეჭვო წინადადებებს. ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაცია, შესაძლოა იქცეს ტრეფიკინგის ხელისშემწყობ ფაქტორად, რადგანაც ამ დროს იზრდება იმიგრანტების რიცხვი.

ტრეფიკინგის დანაშაულის დროს არსებობს რამდენიმე სახის ქვეყანა – მომთხოვნო (მიმღები ქვეყნები), მიმწოდებელი და სატრანზიტო. ძირითადად სატრანზიტო ქვეყნებში ხდება  ყალბი დოკუმენტების დამზადება, და ხალხის არალეგალური გზით გადაყვანა. საქართველო წარმოადგენს,როგორც მიმწოდებელ, ისე სატრანსიტო ქვეყანას.

სამწუხაროდ შეუძლებელია სტატისტიკის განსაზღვრა.ამისათვის საჭიროა უშუალოდ დაზარალებულმა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში,რისგანაც ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ. არსებობს ფონდები,რომლებიც ყველანაირი ანონიმურობის დაცვით ეხმარებიან დაზარალებულებს.

როგორც წესი,როდესაც ხარ ტრეფიკინგის მსხვერპლი იმყოფები სრულ იზოლაციაში. ძნელია თავის დაღწევა,რადგან მოქმედებს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სრულ კონტროლში ჰყევხარ. თუმცა ყოფილა შემთხვევა,როდესაც თავიანთი მოხერხებულობით თავი დაუღწევიათ. მაგალითად:

“ერთ–ერთმა გოგონამ, სანთებელით ოთახში გააჩინა ხანძარი.ხანძარს ბუნებრივია მოჰყვა მეხანძრეების მთელი ჯგუფი.გოგონამ თავისი პრობლემის შესახებ სწორედ მეხანძრეებს უამბო და მათი დახმარებით გაითავისუფლა თავი”

მაგალითი 2:

“ერთ–ერთმა დაზარალებულმა, დალია სასტუმროში არსებული რაღაც წამლები,რის შედეგადაც დაკარგა გონება და იძულებულები გახდნენ გადაეყვანათ საავადმყოფოში.რეანიმაციაში მყოფმა დაზარელებულმა ტავისი პრობლემების შესახებ ექიმს უამბო,რომელიც დაეხმარა მას საავადმყოფოდან გაქცევაში”

ტრეფიკინგის შეფასების და საბრძოლველად 3 დონე არსებობს:

  • კანონი,სადამსჯელო ღონისძიებები
  • დაცვისა და დახმარების ღონისძიებები
  • პრევინციული ღონისძიებები

არსებობს 3 დონის ქვეყნები:

  • პირველი დონის – რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას
  • მეორე დონის – რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი დონეებიდან რომელიმეს
  • მესამე დონის – რომელიც არ აკმაყოფილებს და არც აქვს სურვილი დააკმაყოფილოს.

მესამე დონის ქვეყნებს უწყდებათ ყველანაირი ჰუმანური დახმარება.
2002 წლისთვის საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნად, თუმცა 2003 წელს ის უკვე მეორე და მესამე დონის შუაში მოექცა.იმისათვის,რომ არ ჩამოსულიყო მესამე დონეზე და არ შეწყვეტოტა დახმარება 2003 წელს მოხდა დანაშაულის კრიმინალიზაცია და მივიღეთ კანონი. 2003–2006 წლებში საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნებში.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელბიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუ კი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი:

  • უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას
  • სამედიცინო დახმარებას
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაიას
  • ეხმარება თავშესაფრით
  • ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება
  • დასაქმება
  • რაც მთავარია დაცულია ანონიმურობა

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 4 თავშესაფარი. 2 ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის და 2 ოჯხური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის. თითოეულ მსხვერპლზე განსაზღვრულია გარკეული თანხა,რომელსაც მსვერპლი ვერ იღებს ხელთ. თავშესაფარში დარჩენა ნებაყოფლობითია (ვადა: 1 დღიდან 12 თვემდე), ოჯახური ძალადობის შემთხვევში ვადა მხოლოდ 3–თვემდეა. მიუხედავად,იმისდა მსხვერპლი დარჩება თუ არა თავშესაფარში, ის მაინც მიიღებს კუთვნილ დახმარებას.

რეიტენგრაციის პროცესის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია.თუმცა სოც.მუშაკებს დაზარალებულთან აქვთ მუდმივი კავშირი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციებს და ისინი უწევენ დახმარებას. ყველა რეგიონში ფონდს ჰყავს საკუთარი სოც.მუშაკი.

თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს, არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა,ემსახურებათ მძღოლი,რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თავშესაფარი 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება,ხოლმე რომ თავშესაფარში 10–ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.

სამწუხაროდ ფონდს ჰყავს მხოლოდ ერთი ჯგუფი, 1 იურისტი, 1 ფსიქოლოგი. რა საკმაოდ ცოტაა. თმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაზარალებულების 90% არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და არც ფონდს (სადაც კონფიდენციალურობა დაცულია), შესაძლოა ჯერჯეორბით არც არის მეტი იურისტის ან ფსიქოლოის ყოლა.

მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ხდება თანამედროვე მონათვაჭრების მსხვერპლი.ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი.როდესაც გპირდებიან სამუშაოს საზღვარგარეთ და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს კარგად დაფიქრდით! არ მოგატყუოთ გაფორმებულმა “ხელშეკრულებამ”. ხშირად მსგავსი შემოტავაზებები ადამიანების ექპლუატაციით,დამცირებით და სიკვიდლითაც კი მთავრდება.

ძირითადი რჩევები მათთვის ვინც აპირებს საზღვარგარეთ მუშაობს,სწავლას ან ქორწინებას:

  • სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით,დარეკეთ ცხელ ხაზზე და მიიღეთ ამომწურავეი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ადამიანებით ვაჭორბის მსხვერპლად გახდომის საფრთხე;
  • არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები.იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალრი სტატუსი გაქვთ, თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეინახოს ტქვენი პასპორტი;
  • თქვენი ყველა საბუთის ასლი შეინახეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ უსაფრთხო ადგილას;
  • ისწავლეთ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენის ძირითადი ფრაზები სადაც მიემგზავრებით;
  • ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში;
  • მუდმივათ იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან,ნათესავებთან ან მეგობრებთან; დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრუნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაუკავშირდით კონსულტაციისთვის ფონდის ცხელ ხაზს: 100–229. თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას. მათი მომსახურება ანონიმური და უფასოა! (ზარი უფასოა)

აბორტი

-რა არის აბორტი?
-ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.

საქართველოში, 1995 წლიდან აბორტი ლეგალიზებულია, რომელიც ორსული ქალის თანხმობით ხდება. მისი თანხმობის გარეშე მუცლის მოშლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში როდესაც ეს განპირობებულია უკიდურესი აუცილებლობით. აბორტი უკანონოდ ითვლება თუ ეს კეთდება კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევით.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ნათქვამია რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და მათი დაბადების დრო.

ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, ლიცენზირებული ექიმის მიერ და მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ:

ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას; 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით.
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას.

ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებები უნდა დადგინდეს ლიცენზირებულ ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ, ან სტაციონალურ დაწესებულებებში, კომისიური წესით, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: დაწესებულების მთავარი ექიმი, მკურნალი ექიმი, იურისტი და იმ სპეციალობის ექიმი, რომლის სფეროშიც შედის ორსულის დაავადება (მდგომარეობა).

სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში ორსულ მიეცემა დასკვა, რომელშიც აღწერილი იქნება სრული კლინიკური დიაგნოზი. ეს დასკვნა დამოწმებული უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალისტების ხელმოწერით და დაწესებულების ბეჭდით.

თუ ორსულს აქვს ფსიქიკური ან ვენერიული დაავადება, დაბუთები ორსულობის შეწყვეტის შესახებ გადაეცემა უშუალოდ იმ საავადმყოფოს სადაც პაციენტს გადაწყვეტილი აქვს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.

არის შემთხვევები როდესაც ორსულის დაავადება არ არის მითითებული ინსტრუქციაში. თუმცა ასეთი დაავადების არსებობის გამო, ორსულობის გაგრძელება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ორსული ქალის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდეს. მსგავს შემთხვევებში, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით.

სამედიცინო ჩვენებით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოეპრაცია, ნებადართულია ოცდაორ კვირამდე.თორმეტ კვირაზე ემტი ხანგრძლივობის ორსულის ხელოვნური შეწყვეტის ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ლიცენზირებულ, სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სტაციონარულ დაწესებულებში.

იმ შემთხვევაში, თუ თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია გარდაუვალი და ჩასატარებელია, ორსულმა ქალმა განცხადებით და სამედიცინო დასკვნით უნდა მიმართოს მთავარ ექიმს და მოითხოვოს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი კომისიური წესით იხილავს შემოსულ განცხადებას და დასკვნას. კომისიის გადწყვეტილება შესაბამისი ჩანაწერით ფორმდება ავადმყოფის სამედიცინო დოკუმენტში და მოწმდება წევრთა ხელმოწერით.

გარდა იმ სამედიცინო ჩვენებებისა, როა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა აუცილებელია, არის სხვა პირობებიც, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან: კერძოდ, კანონით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ნებადართულია შემდეგ შემთხვვეებში: თუ ქალს არ შესრულებია 15 წელი, თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 45 წელს , თუ ორსულობა გამოიწვია გაუპატიურება და ეს დადგენილია სასამართლოს მიერ.

როგორც აღინიშნა, აბორტი უკანონოდ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის გაკეთდა არალიცენზურებულ სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, სავალდებულოა ექიმს ჰქონდეს საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი. ორსულობის შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს ოპერაციის გზით, მექანიკური ან ტოქსიკური ზემოქმედების ხერხით.

საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად, აბორტი, რომელიც კეთდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, უკანონოდ ითვლება და დასჯადია. ეს დანაშაული დასრულებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ დედის ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის მომენტიდან. თუ ზემოთაღნიშნული წესების დარღვევა მოხდა, ეს გამოიწვევს იმ პირის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელმაც განახორციელა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.