იხილე სასურველი პოსტი ბლოგზე

შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ თხოვნები, რა თემებზე გსურთ დაიწეროს პოსტები, რომელია თქვენთვის ყველაზე აქტუალური თემა, რა კორექტივებს შეტანდით, ან რას დაამატებდით ბლოგზე.

შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მოვიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციები და მოგაწოდოთ ისინი.

შეგიძლიათ სასურველი თხოვნით მოგვმართოთ ფეისბუქზეც: http://www.facebook.com/geolawblog

34 thoughts on “იხილე სასურველი პოსტი ბლოგზე

  1. akunkula

    მე უკვე ვისარგებლე შემოთავაზებით შემოუთავაზებლად 🙂 მადლობა თქვენ 🙂

    Reply
      1. akunkula

        facebook page ^^
        მემკვიდრეობის საკითხი ვიკითხე ამას წინად

  2. Natii

    რა შეგიძლიათ მითხრათ წინარე ხელშეკრულების შესახებ??რას გულისხმობს და რა შემთხვევაში იდება?? და კიდევ, სავალდებულოა თუ არა მისი რეგისტარაცია საჯარო რეესტრში?? მადლობთ ყურადღებისთვის,

    Reply
    1. anna Post author

      ესეიგი :
      წინარე ხელშეკრულება იდება მაშინ, როცა სახეზეა რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებები . ასეთ დროს, როცა საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი დაიდება თუ არა ხელშეკრულება, ფორმდება ე.წ წინარე ხელშეკრულება, რომელიც შემდგომ განაპირობებს ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულება ფაქტიურად ვალდებულებას აკისრებს მხარეებს, დადონ ძირითადი ხელშეკრულება.
      წინარე და ძირითადი ხელშეკრულების განსხვავება რთულია ხოლმე, რადგან წინარე ხელშეკრულებაც იგივე სამართლის ნორმებითაა შედგენილი, მაგრამ განსხვავება არის მის შემადგენელ პუნქტებში. წინარედ არ ჩაითვლება ხელშეკრულება, სადაც იქნება ყველა პუნქტი და პირობა, რაც ძირითად ხელშეკრულებაში უნდა შესულიყო.
      წინარე ხელშეკრულება უნდა განსაზღვრავდეს იმ პირობებს, რომელიც აუცილებელია ძირითადი ხელშეკრულების დასადებად. თუ წინარე ხელშეკრულება ამ პირობებს არ ადგეინს, მაშინ იგი ჩაითვლება ბათილად.
      წინარე ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია და მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ მისი ფორმა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების ფორმა უკვე განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებითვის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება.
      იმედია პასუხი მოგეწონებათ :))

      Reply
  3. daluka

    შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს კრიმინალიზაცია და დეკრიმინალიზაცია?

    Reply
    1. Anonymous

      კრიმინალიზაცია ნიშნავს კანონმდებლის მიერ ამა თუ იმ ქმედების დანაშაულად გამოცხადებას, ხოლო დეკრიმინალიზაცია კი პირიქით უკვე დანაშაულად მიჩნეულის გაუქმებას გულისხმობს.

      Reply
    2. arwivani

      მაქვს კითხვა. მყავს მსხვილფეხა პირუტყვი ფურები, მინდა გავაკეთო ჩემი საკუთარი წარმოებული რძის გადამუშავება, მინდა დავრეგისტრირდე მიკრო მეწარმედ, რა აუცილებელი პირობები უნდა დავაკმაყოფილო და რა აუცილებელი დოკუმენტაცია მესაჭიროება, არ მეყოლება ვინმე დაქირავებული და თუ მექნება რაიმე სახის გადასახადი.
      გთხოვთ პასუხი მომწეროტ შემდეგ მეილზე: arwivaniskola@gmail.com

      Reply
  4. tamo

    maintersebs ramdenia alimenti roca mama aris srul wlovani mara ar mushaobss ? rogorc gavigee me 250 lari gaxda alimenti da martaliaaA?

    Reply
    1. anna Post author

      რაოდენობას მამის შესაძლებლოებბის მიხედვით ადგენს მოსამართლე, ასე პირდაპირ ზუსტი პასუხი არ არსებობს მაგაზე ^^

      Reply
  5. oto

    “ა”–ს ქმარმა თავისი მდივანი შეიყვარა. “ა”–მ ეს გაიგო და ქმრის საყვარლის მოკვლა გადაწყვიტა. მან ეს გადაწყვეტილება გაანდო თავის დას, “ბ”–ს გაანდო, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი იყო. და მას სამსახურიდან საწამლავის მოტანა სთხოვა. დამ გაბრაზებულ დას თხოვნა შეუსრულა. “ა” თავის ქმარს ესტუმრა სამსახურში და საჩუქრად ყავა მიიტანა. მან მდივან ქალს ყავა თვითონ მოუდუღა და საწამლავი ჩაუყარა. მდივანმა ქალმა ყავა დალია და მას საშინელი მუცლის ტკივილი დაეწყო, “ა”–ს შეეშინდა და გაეცალა იქაურობას კაბინეტიდან გამოსული “ა”–ს ქმარი უცებ მიხვდა, თუ რაში იყო საქმე და მან მდივანი ქალი თავისი მანქანით საავადმყოფოში წაიყვანა. მდივან ქალს კუჭი ამოურეცხეს და გადარჩა და მეორე დღესვე დაუბრუნდა სამსახურს.
    “ა” გზაში დაუფიქრდა თვის მოქმედებას და დასჯის შიშით საკუთარი მანქანით წაიყვანა ოჯახის ექიმი ქმრის სამსახურისკენ. მაგრამ სამდივნო ცარიელი დახვდათ. ამასობაში “ბ”–ც შეაწუხა სინდისმა და ისიც ტაქსით წავიდა თავისი დის მოსაძებნად და საწამლავის უკან გამოსართმევად. მაგრამ უშედეგოდ.
    დაისჯებიან თუ არა “ა” და “ბ”?

    Reply
    1. gio

      daisjebian ratqmaunda mkvlelobis mcdelobisatvis. sanam dalevda manam rom emoqmedat debs da xeli aeot danashaulze an shedegis dadgomistvis xeli sheeshalat am shemtxvevashi ar daisjebodnen. mati qmedeba ukve dagvianebuli iko ase rom daisjebodnen

      Reply
  6. Anonymous

    gamarjobat. magalitad me pirovnebastan chavde saqmeshi fuli, magram is ar izleva chem fuls, ra gavaketo rogor vuchivlo. mowmeebi mkavs magram damadasturebeli sabutebi ar makvs.

    Reply
  7. gega

    რა არის ეკვივალენტობის თეორია? ტურავას გარდა სხვა წყაროებიდან თუ განმარტავთ?

    Reply
  8. sopho

    გამარჯობათ, ვარ საერთო ბინის მაცხოვრებელი, მყავს ავტომობილი, მეზობელი, რომელიც ცხოვრობს ბინის პირველ სართულზე არ მაძლევს მანქანის დაყენების უფლებას ეზოში. მას აქვს გაკეთებული მიშენება და ასევე აივანი. ჩემი მანქანის დგომით არ იკეტება ცენტრალური გასასვლელი და არც საცალფეხო გზა. მანქანა დგება მის მიერ მოშენებულ ფართთან ახლოს.
    მაინტერესებს რამდენად აქვს უფლება დამიშალოს საერთო ეზოში მანქანის დაყენება.
    წინასწარ გიხდით მადლობას.

    Reply
    1. anna Post author

      არავითარი უფლება არ აქვს. მეზობლებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თმენის ვალდებულება, მით უმეტეს მანქანა არ წარმოადგენს მისთვის ხელისშემშლელ რაიმეს .

      Reply
  9. Anonymous

    16 წლის პირზე შეიძლება უძრავი ქონების გაფორმება?

    Reply
  10. Anonymous

    რა რისკები აქვს იპოთეკარს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემდეგ

    Reply
    1. Anonymous

      აღსრულების ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობს რა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ემუხლით, იძლევა განკარგულებას, რომლის შესაბამისად:

      ვახტანგ მ. (370XXXXXXXX) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ნიკურაძის ქ №33, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 34.012.63.5686, მესაკუთრე 2013 წლის 01 თებერვალს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა რუსუდან შ. (პ/ნ 5900XXXXXXX).
      რუსუდან შ(პ/ნ 5900XXXXXXX) უძრავი ქონება შეიძინა 10020ლარად.
      რუსუდან შ (პ/ნ 5900XXXXXX) თანხა გადაიხადა სრულად.
      აღსრულება განხორციელდა იპოთეკარის – ზაზა ე. (370XXXXXX) სასარგებლოდ.
      „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის თანახმად: თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.
      უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამრთლებრივი ურთიერთობის მონაწილე
      უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
      განკარგულება ძალაშია გამოცხადებისთანავე.

      რისკი მაღალია ასე , რომ გაითვალისწინეთ ეს მაგალითი რეალობიდან არის აღებულიი!!!

      Reply
  11. Anonymous

    Tu sheidzleba rame tqvat saqartveloshi botnetebis tsinaagmdeg brdzolashi ra samartlebrivi pudzeebia.

    Reply
  12. ლელა

    რა შემთხვევაში აქვს უფლება დირექციას სამსახურიდან გაანთავისუფლოს მარტოხელა დედა?

    Reply
  13. sopo papaskiri

    gamarjobat.
    ssk me7 muxllis me2 nawilze maqvs kitxvebi…
    praqtikashi igi ar mushaobs ramdenadac vici wvrilmani qurdobistvis ramodenime piri ixdis sasjels,cixeshi.mat shoris 7 l.yvavilisatvisac ki da ra shegidzliat tqvat…
    am temis garshemooo veraferi vnaxe,turava mosamartles andoobs,magraam agnishnuli muxlis mixedviit piri arc ki unda dakavdees da sasamartlo ar unda dainishnos.
    tu shegiidzliat momawoodet wyarooeebic sadac amaze ufro mets gavigeb

    Reply
  14. ანა

    მოგესალმებით, ვხოვრობ ძველ უბანში, იტალიურ ეზოში, ვართ 7 ოჯახი. რამოდენიმე წლის წინ ეზოში ბინა იყიდა მეზობელმა. თან მოიყოლა 4 მანქანა, სამი მსუბუქი, ერთი სატვირთო. ოთხივე მანქანას აყენებს ეზოში, რითაც შეიზღუდა ბავშვების სათამაშო და მეზობლების ერთმანეთთან სამოძრაო ადგილი. მიპასუხეთ თუ შეიძლება, არსებობს თუ არა ამკრძალავი კანონი რომ ისარგებლოს მხოლოდ ერთი მანქანის დაყენების უფლებით (ერთი მანქანის დაყენების უფლება განესაზღვრა წინა მეპატრონისგან ბინის გაყიდვის დროს, + მეზობლების თანხმობით ) მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, არ თანხმდება..

    Reply
  15. Ilia

    გამარჯობა,
    ვაპირებ კომპანიებისთვის შეთავაზებების გაკეთებას. შეთავაზება შეეხება სერვისს.
    მაინტერესებს რაიმე შაბლონი თუ არსებობს, როგორ იწერება შეთავაზება. რამხელა უნდა იყოს შეთავაზების ტექსტი…. და ა.შ

    Reply
  16. დათო

    მინდა ვიცოდე რა შემთხვევაში არ ისჯები როდესაც ფარულ ჩანაწერს აკეთებ (აუდიო/ვიდეო ჩანაწერს ვგულისხმობ) ვინც პასუხს გამცემთ ასევე მიმითითოს რომელი კანონი არეგულირებს ამ მოქმედებას

    Reply
  17. Gi Ga

    ბინა მაქვ დარეგისტრირებული2008 წლამდე განახლებას რა სჭირდება?

    Reply
  18. megi

    gtxovt ra saqartvelos saertashoriso sisxlis samartlis principebi da mati ganmarteba damiweret tu gaqvt amis shesadzlebloba

    Reply
  19. Tamar Zoidze

    მაინტერესებს ორი მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი როგორ უნდა დავწერო? ანუ სარჩელის ფორმაში მოპასუხის შესაბამის გრაფაში უნდა შევიტანო ორივე მოპასუხის მონაცემები?

    Reply
  20. Anonymous

    გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ ესეიგი ესეთი კაზუსია: ა-მ მოტყუებით გაიყვანა ბ. და სთხოვა მას ტყეში გაყოლა საქონლის მოსაძებნად.მან ბ ტყეში დატოვა და გაიპარა.ა-მ იცოდა რომ ბ მარტო ტყიდან დიდხანს ვერ გამოვიდოდა,ამასთან მას სურდა

    Reply
    1. Anonymous

      გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ ესეიგი ესეთი კაზუსია სისხლის სამართალში : ა-მ მოტყუებით გაიყვანა ბ. და სთხოვა მას ტყეში გაყოლა საქონლის მოსაძებნად.მან ბ ტყეში დატოვა და გაიპარა.ა-მ იცოდა რომ ბ მარტო ტყიდან დიდხანს ვერ გამოვიდოდა,ამასთან მას სურდა ბ ს შეშინება,რადგან იცოდა ,რომ ბ საკმაოდ მშიშარა იყო.როცა ბმ შენიშნა,რომ ტყეში მარტო იყო მორტო ყვირილი,მაგრამ ა მ მას ხმა არ გასცა და გაიპარა.ბ მ იხეტიალა ტყეში.მოგვიანებით ის იპოვეს მონადირეებმა და წაიყვანეს სოფელში.ტყეში მიღებული სტრესისან ბ ს დაეწყო მეტყველების პრობლემები და ენის დაბმა.შეაფასეთ ა ს ქმედება და დაასაბუთეთ პასუხი.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s