სარჩელი უფლებების დაცვის პროცესუალური საშუალებაა და ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, დაიცვას თავისი უფლებები და საჭიროებისამებრ მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ როგორ დაწეროს სარჩელი, რა ფორმებია ამისთვის გათვალისწინებული და ვეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ ყველაფრის შესახებ.
სარჩელი უნდა იყოს წერილობითი ფორმით მოცემული და მასში აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს (არბიტრაჟის) დასახელება, რომელშიაც შეაქვთ განცხადება, მოსარჩლისა და მოპასუხის ვინაობა, მათი საცხოვრებელი ადგილი (თუ მოსარჩლე იურიდიული პირია – მისი სამყოფელი ადგილი), გარემოებანი, რომელთაც ემყარება მოსარჩლის მოთხოვნა, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, მოსარჩლის მოთხოვნა, სარჩელის ფასი და იმ საბუთების ნუსხა, რომლებიც ერთვის სარჩელს.
2009 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის განახლებული ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სასამართლოსთვის მიმართვა მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ მოცემული ფორმებით.
შესაგებელი სასამართლოს წარედგინება კანონით განსაზღვრულ ვადებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს საპატიო მიზეზი , ვადის გადაწევისათვის.
მოქალქეებს უფლება არ აქვთ შეცვალონ რეკვიზიტების ფორმა თავიანთი სურვილისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოზე სარჩელის ფორმა არ დაიშვება.
მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ კომპიუტერული მომსახურებით, შეუძლიათ სარჩელის ფორმა შეავსონ კალმით, რომელიც სრულიად იდენტურია ელქტრონული ვერსიის .
კარგია. მაგრამ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციაა ჩემი აზრით. ფოტოებში მხოლოდ სარჩელის პირველი გვერდია მოცემული. მე მქონდა დავალება წინა კვირაში უნდა დამეწერა სამოქალაქო საქმეზე სარჩელი და ძალიან ზედაპირულად დამეხმარებოდა ამ ფოსტის წაკითხვა. აი მაგალითად შესაგებელზე რა ითვლება საპატიო მიზეზად რომ იყოს მითითებული კარგი იქნებოდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მესამე ნაწილი) ასევე სარჩელის ფასი. სარჩელის ფასია ის რასაც ითხოვ მაგრამ ამავდროულად უნდა გადაიხადო სახელმწიფო ბაჟი. რამდენი უნდა იყოს ეს ბაჟი როგორ გამოითვლება. ასევე ის რომ შეიძლება ბაჟის გადასახადისგან გათავისუფლდეს ფიზიკური პირი. არაფერია ნახსენები იმაზე თუ ვინ არის საკონტაქტო პირი. უფრო ვრცელი ფოსტი ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ წამოწყება, რომ შეგვეძლება ბლოგზე მსგავსი ინფორმაციის მიღება ძალიან მომწონს 🙂
ver vwer administraciul sarchels da administraciul shesagebels,tu shegidzliat damexmarot?
shegidzliat me damexmarot exlaa? me maqvs igive davleba rac tqven gqondat da linki xom ar geqnebat rom nimushad gamoviyeno?
სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში მსგავს თემებზე ლინკები არ მოიძებნება. ჩვენც ვცდილობთ წიგნებიდან ამოვწეროთ და ასე თუ ისე განვაახლოთ ხოლმე ბლოგი.
ამ ფორმების შემოღება მიზნად ისახავდა მოქალაქეებისთვის სარჩელის შევსების გამარტივებას, თუმცა ძალიან გაართულა ბევრ შემთხვევაში. მოცემულ სარჩელის ფორმებში არის ასე ვთქვათ შესავსებად სავალდებულო გრაფები და არასავალდებულო გრაფები. ასევე ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სასამართლოს კანცელარიის მოხელეთათვის შესავსებად. სავალდებულო გრაფებს რაც შეეხება მათი დადგენა შეგვიძლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე. მაგალითად არსად სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ წერია რომ სავალდებულოა მიეთითოს საკონტაქტო პირის მისამართი. და როგორც წესი არც არავინ უთითებს მას. სავალდებულო გრაფაა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე მითითების გრაფა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგაქვთ აღიარებითი სარჩელი. თუ სარჩელი არის არა აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი ან გარდაქმნითი, ასეთ შემთხვევაში ცხადია იურიდიული ინტერესის დასაბუთება არც საჭიროა და არც სწორი (თუ როდის გააჩნია მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული ინტერესი ამის ნახვა შეგიძლიათ უზენაესი სასამართლოს ვებ გვერდზე: http://www.supremecourt.ge, სადაც მოცემულია ე.წ. გაიდლაინები. დავის არსის მოკლე მიმოხილვა და ფაქტობრივი გარემოებები ფაქტიურად იგივეს გადმოცემას მოითხოვს მოსარჩელისაგან და ორივეს შევსება სავალდებულოა. დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფა არის შეზღუდული და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სიმბოლოს აკრეფვის საშუალებას იძლევა. ამიტომ უნდა სცადოთ მაქსიმალურად მოკლედ გადმოსცეთ თუ რამ გამოიწვია სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა. ხოლო უკვე ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში შეგიძლიათ თითოეული ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც კანონი უკავშირებს იურიდიულ შედეგს გადმოსცეთ შედარებით ვრცლად, თუმცა თუკი მოკლედ გადმოსცემთ არც არავინ დაგიხარვეზებთ. აუცილებელია თითოეული გარემოების მერე მიუთითოთ შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას ხარვეზის შესახებ. შემდგეი გრაფა, რომელიც უნდა შეივსოს სავალდებულო წესით, ეს რის მოსარჩელის მოთხოვნა. მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთება მოსარჩელის უფლებაა და არა ვალდებულება შესაბამისად არ ხართ ვალდებული დაასაბუთოთ რომელ ნორმაზე დაყრდნობით ითხოვთ რამეს. თუმცა სასურველია. ასევე აუცილებლად უნდა მიუთითოთ სარჩელის ფასი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სარჩელის ფასი განისაზღვრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით და აქ რომ დავწერ ძალიან ვრცელი კომენტარი გამომივა (თან მეზარება). თუმცა მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, რომ თუ მოთხოვნას წარმოადგენს უვადო ან სამუდამო გასაცემის გადახდევინება, ასეთ შემთხვევაში სარჩელის ფასი უნდა იყოს გაანგარიშებული არაუმეტეს სამ წელზე გადასახდელი თანხების ერთობლიობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე დაგიხარვეზებთ სარჩელს (თუმცა ზოგიერთ მოსამართლეს შეიძლება გამორჩეს მხედველობიდან რასაც საკმაოდ ხშირად ჰქონია ადგილი და ხშირად ამირიდებია კლიენტი ზედმეტი ბაჟის გადახდისაგან). ასევე უნდა მიუთითოთ სარჩელზე თანდართული საბუთები. თუ არ მიუთითებთ, ეს არ წარმოადგენს ხარვეზის საფუძველს, მაგრამ კანცელარიის თანამშრომლებთან ნერვების შლა კი მოგიწევთ.
რაც შეეხება დანარჩენ გრაფებს, რომლებიც განკუთვნილია მოსარჩელისათვის, მათი შევსება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, გაქვთ თუ არა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე ან გსურთ თუ არა რომ დამატებით რამე აცნობოთ სასამართლოს (მაგალითად მორიგების შესაძლებლობის შესახებ, ან რომელ მისამართზე გამოგიგზავნონ გზავნილი).
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ ხელის მოწერა და თარიღის დასმა.
ვიმედოვნებ ეს მცირე ინფორმაცია დაგეხმარებათ.
სანამ სარჩელს დაწერთ სამოქალაქო საპროცესო კოდექს ჩახედეთ და აღარ გაგიჭირდებათ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა…..38-ე, 39-ე მუხლები….
სარჩელი აუცილებლად პირველ პირში უნდა იყოს დაწერილი ანუ მარტო მოსარჩელის მიერ? თუ წარმომადგენელმაც შეიძლება დაწეროს მე3 პირში უშუალო მოსარჩელის მაგივრად?
შგიძლიათ ამიხსნათ როგორ ცჰამოვაყალიბო აღაარებითი სარცელი.სამკვიდროს მიღებაზეა საუბარი ვადები აქ გასჰვებული და არც დაუფლებია ქონებას, ქმარი ყავს გარდაცვლილი და ითხოვს მამამთილის დანაშთი ქონებიდან ქმრის წილს
შეგიძლიათ ვინმეს ამიხსნას მაქ კაზუსი მოცემული მე ვასრულებ მოსარჩელის როლს რა სახით უნდა დავწერო კაზუსი როგორ დავიწყო ფორმა და ა.შ ძალიან მჩირდება არ გაატაროთ წინასწარ დიდი მადლობა