შვილების წარმოშობის დადგენა

ალბათ უამრავი ქალისთვის წარმოადგენს პრობლემას ეს საკითხი. კითხვის ნიშნის ქვეშაა ალიმენტის დადგენის საკითხი, ბავშვისათვის გვარის მიცემა, წილი მემკვიდრეობიდან და ა.შ , მაგრამ ამჯერად ერთ კონკრეტულ მუხლზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კერძოდ 1190-ე მუხლის მიხედვით

1)შვილის წარმოშობა ქორწინებაში არმყოფი წყვილებისაგან დგინდება ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით

2)მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვს ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი, ასევე ბავშვის განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მან მიაღწია სრულწლოვნობას.

3) მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდას და რჩენას, ან დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

ამ მუხლის ზემოთხსენებული პუნქტები თითქოს იცავს უკანონო ბავშვების უფლებებს და და ათანაბრებს მას კანონიერ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვებთან, მაგრამ ვფიქრობ , გამოტოვებულია ყველაზე მთავარი და საჭირბოროტო საკითხი:

როგორც წესი, ქორწინების გარეშე მყოფი წყვილებს იშვიათად გააჩნიათ საერთო მეურნეობა, ნაყოფის ჩასახვა შესაძლოა მოხდეს გაუპატიურების დროსაც, რაც მამაკაცს სრულად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან საქართველოს სამოქალქო კოდექსი არ ცნობს დნმის ანალიზით მამობის აღიარებას, მაშინ, როცა ამგვარი ხერხი ყველაზე უტყუარი და სწორი გზაა მამობის დასამტკიცებლად.

სრულიად სხვა ვითარებაა ევროპასა და ამერიკაში, სადაც დნმ-ის ანალიზზე უარის თქმა მამაკაცის მხრიდან თავისთავად იწვევს მამობის აღიარებას. ბავშვი იღებს გვარსაც და ალიმენტსაც.

მაშინ, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის, ანუ სავარაუდო მამის სინდისზეა დამოკიდებული, უამრავი დედა და ბავშვი რჩება დაუცველი, რადგან ფაქტია, სამართლებრივი ურთიერთობა თითქმის არასდროს ცნობს მორალს და ზნეობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში უამრავი მუხლი შეიცავს მსგავს ცნებებს და ავალდებულებს სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილე მხარეებს იმოქმედონ კეთილსინდიერად.

ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვა არ იქნებოდა ურიგო, განსაკუთრებით ქვეყანაში გამეფებული ტაბუირებული ურთიერთობების ფონზე და ვფიქრობ , კოდექსის ეს მუხლი კიდევ ერთხელ არის გადასახედი და შესავსები პრობლემური საკითხების გადაწყვეტის ხერხებით.

7 thoughts on “შვილების წარმოშობის დადგენა

  1. unaamarga

    ა) ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარის თქმას ავტომატურად არ უდებს მამობის დადგენას საფუძვლად, თუ არ არსებობს სხვა გარემოებებიც, რომლებიც ბავშვის დედასა და სავარაუდო მამას შორის ურთიერთობის არსებობაზე არ მიუთითებს ბ) არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, (უფრო ზუსტად, სააპელაციო სასამართლოს გაადწყვეტილება, რომელიც უზენაესმა ძალაში დატოვა) რომლის მიხედვითაც, დედა, საპროცესო კოდექსის საფუძველზე, გათავისუფლდა მტკიცების ტვირთისაგან, რადგან მამამ უარი თქვა ანალიზის ჩატარებაზე.

    “საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არ ცნობს დნმ-ის ანალიზით მამობის აღიარებას” – არასწორია! მუხლის ფორმულირება იძლევა იმის საშუალებას, რომ დნმ-ის ანალიზი მტკიცებულებად იქნას განხილული, თუმცა, გეთანხმებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა დასახვეწია.

    Reply
  2. Ucha Bakuradze

    საინტერესოა რომელი ქალი მოინდომებს საკუთარი ბავშვის მამად იმ კაცის აღიარებას, რომელმაც გააუპატიურა :))

    Reply
    1. siyvarulovna

      მხოლოდ გაუპატიურებაზე არაა აქ საუბარი. ზოგადად მამობის აღიარებაა:/ შეიძლება სულაც არ უხმარია კაცს ძალა მაგრამ მოხდა რაღაც და ქალი ორსულად დარცა, კაცი მამობას არ აღიარებს და ქალს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს ამ დროს სასამართლოს მხრივ.

      Reply
  3. Anonymous

    მაინტერესებს რა არის საჭირო რომ მამობა დამტკიცდეს თუ მამამ უარი თქვა თავის შვილძე

    Reply
  4. ninnaka

    მცირედ კორექტივას შევიტან თუ არ მიწყენთ, არ არსებობს “უკანონო ბავშვი” არსებობს არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვი, ძალიან უხეში ტერმინია და იქნებ ჩაასწოროთ. და ნუ რაც შეეხება დნმ–ის ანალიზს, ეს უკვე შესაძლებელია და კანონშიც ცვლილებებია შესული ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს აშკარად ცვლილებამდეა გამოქვეყნებული, მაგრამ მაინც მივუთითე.
    პ.ს. მომეწონა ბლოგის მიმართულება და მიხარია რომ წამოიწყეთ მისი წარმოება. წარმატებები.🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s