კაზუსის ამოხსნა სისხლის სამართალში #1

სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნა ყველაზე რთულია და საჭიროებს გარკვეული თანმინდევრობის და ტექნიკის ცოდნას. ვეცდები შემოგთავაზოთ ძირითადი წყობა და წესები მის ამოსახსნელად:

კაზუსის ამოხსნისას მხოლოდ კანონის ტექსტის ზუსტი ცოდნა და მომხდართან მისადაგება არ კმარა. სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნის დროს ავტორმა კანონის ტექსტთან ერთად უნდა გამოიყენოს ნორმის ინტერპრეტაცია, სადაც კანონი საკითხს ზუსტად არ არეგულირებს, უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება კანონის ანალოგიით, რათა მოცემული პრობლემა ზედმიწევნით იყოს გადაჭრილი და ესა თუ ის საკითხი არ დარჩეს ეჭვქვეშ.

დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა მოხდება მხოლოდ შემდეგი ლოგიკური თანმიმდევრობით:

1)ქმედების შემადგენლობა;

2)მართლწინააღმდეგობა

3)ბრალი

გარდა მოცემული თანმიმდევრობისა, აუცილებელია ღრმა თეორიული ცოდნა, რომელიც უნდა მოიცავდეს როგორც ზემოთჩამოთვლილ 3 აუცილებელ კომპონენტს, ასევე თანამონაწილეობას, თანაამსრულებლობას და ა.შ. მათი სწორად გამოყენებისას მიიღება სრულყოფილად ამოხსნილი კაზუსი.

როგორც უკვე ვთქვი, ამოხსნის დროს ავტორმა არ უნდა აურიოს სქემა, ანუ ყოველთვის ახსოვდეს ის რომ დანაშაულის სისტემაში ბრალის წინ დგას მართლწინააღმდეგობა და ა.შ..ამოხსნისას გამოყენებული უნდა იქნეს სასამართლო პრაქტიკა, თუკი ამის შესაძლებლობაა.

რაც შეეხება დასკვნას, მისი ჩამოყალიბება დამოკიდებულია ზემოთმოყვანილი სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით და არსებობს დასკვნის აგების 4 ტიპი:

1)ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, სადაც ორი ან მეტი ქმედების დალაგება ხდება დროის თანმიმდევრობით. ამგვარი ტიპის გამოყენება მაშინაა ხელსაყრელი, როცა სახეზეა ერთნაირი სიმძიმის რამდენიმე ქმედება, თუმცა თუკი სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე, არ არის სასურველი, მცირე დანაშაულის შემოწმება და განხილვა წინ უსწრებდეს მძიმე დანაშაულს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცირე უმართლობის დადგენა ხელს უწყობს მძიმე უმართლობის ამოხსნას.

2)პერსონალური თანმიმდევრობით დასკვნის ჩამოყალიბება მისაღებია იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა თანამონაწილეობა. დანაშაულის უშუალო ჩამდენის ქმედების შემოწმება უნდა მოხდეს თანამონაწილის მოქმედების შემოწმებამდე, რადგან ეს უკანასკნელი დამოკიდებულია პირველზე.

3)უმართლობის სიმძიმის მიხედვით , სადაც  ხდება უმართლობის კლასიფიკაცია სიმძიმის მიხედვით, რასაც დიდი პლიუსი აქვს, განსხვავებით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დასკვნის ჩამოყალიბებისაგან

4) ქმედებათა კომპლექსის დროს საქმე გვაქვს ორ ან მეტ დამოუკიდებელი შემთხვევის მომცველ საქმესთან, რომლებიც განიხილება ცალ-ცალკე და ამ განცალკევებული ნაწილებისთვის გამოიყენება ამოხსნის დანარჩენი სამი ტიპიც.

რასაკვირველია კაზუსის ამოხსნა ამით არ დასრულებულა და მეტი თვალსაჩინოებისთვის პოსტის შემდეგ ნაწილში უშუალო მაგალითები იქნება განხილული.

Advertisements

9 thoughts on “კაზუსის ამოხსნა სისხლის სამართალში #1

  1. gega

    წესებთან ერთად თუ მაგალითებიც იქნება დადებული უფრო სრულყოფილი გამოვა:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s