გაუპატიურება

გუშინ ვისმენდი ისტორიებს ძალადობის მსხვერპლთა შესახებ და აღვშფოთდი. ქალებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ ნებისმიერი სახის ძალადობის განხორციელების შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად სქესობრივი ხასიათის დანაშაულებებია :

1)გაუპატიურება 2) სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება 3)სქესობრივი კავშირის იძულება 4) სქესობრივი კავშირი 16წელს მიუღწეველთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად გაუპატიურებისთვის სასჯელის სახედ დაწესებულია მინიმუმ 4, მაქსიმუმ 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

გაუპატიურების ერთ-ერთი დამახასიაათებელი ნიშანია ძალადობის გამოყენება დაზარალებულის მიმართ, რაც შეიძლება გამოიხატოს ცემაში, პირის ახვევაში, კიდურების შებოჭვით და  ა.შ. ასევე მუქარაც, სიტყვიერი და იარაღის გამოყენებით ჩადენილი, დასჯადია.

არ აქვს მნიშვნელობა , ვინ ჩაიდინა დანაშაული, არის თუ არა დამნაშავე დაზარალებულის ცოლი, ძმა, ან სრულიად უცხო ადამიანი , დამნაშავე მაინც დაისჯება კანონით გათვალისწინებული წესით.

არსებობს დამამძიმებელი გარემოებები , მაგალითად, როცა დამნაშავე იყენებს სამსახურებრივ მდგომარეობას, გაუპატიურებამ გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, გაუპატიურება ჩაიდინა არაერთხელ, ან ადრეც ჰქონდა სხვა დაზარალებულთან მსგავსი ქმედება; ასევე , როცა გაუპატიურება მოხდა ჯგუფურად, ან დამნაშავემ წინასწარ იცოდა რომ მსხვერპლი იყო ორსული ან არასრულწლოვანი, გაუპატიურება მოხდა განსაკუთრებული სისასტიკით(ამ საკითხს აფასებს ექსპერტიზა), გაუპატიურებამ გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება, და ბოლოს, მსხვერპლი იყო 14 წელზე პატარა.

უნდა აღინიშნოს რამდენიმე გარემოება, რასაც არ ენიჭება მნიშვნელობა და არ მსუბუქდება დამნაშავის მდგომარეობა:

მნიშვნელობა არ აქვს როგორ იქცეოდა დაზარალებული გაუპატიურებამდე, ცდილობდა თუ არა მამაკაცის გამოწვევას რაიმე ხერხით. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა დაზარალებული მსუბუქი ყოფაქცევის; კანონმდებლობა მასაც ზუსტად ანალოგიურად იცავს.

გაუპატიურება შეიძლება ჩაიდინოს შერაცხადმა პირმა, რომელმაც მიაღწია 14 წლის ასაკს. მხოლოდ ამ ასაკიდან ანიჭებს  დამნაშავეს პასუხისმგებლობას ქმედებაზე და მხოლოდ 14 წლის და შემდგომ ასაკში ჩადენილი ძალადობა ისჯება კანონით.

დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. გარდა გაუპატიურებისა, სქესობრივ დანაშაულს წარმოადგენს ისეთი ქმედებები, როგორიცაა მამათმავლობა, ლესბოსელობა და ა.შ, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დასჯადია ასევე გარყნილი ქმედება, ანუ ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედება პირთან, რომელსაც 16 წელი არ შესრულებია და დამნაშავემ ეს წინასწარ იცის.  გარყვნილი ქმედება არის ან ფიზიკური ან ინტელექტუალური, ანუ მხოლოდ საუბრით შემოფარგლული.

დანაშაულის აღსაკვეთად აუცილებელია დაზარალებულმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, მოითხოვოს წერილობითი სამედიცინო დასკვნა და მიმართოს იურისტს, კონსულტაციისა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენისთვის.

4 thoughts on “გაუპატიურება

  1. ირი_ლეკვეიშვილი

    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე გამოიყოფა გაუპატიურების მცდელობა. ზოგს გონია,რომ თუ ,,ჩალიჩობდა” მამაკაცი, ეს გაუპატიურებაა. არადა სინამდვილეში ეგეც დასჯადი ქმედებაა, მაგრამ სხვა მუხლით,რომელიც ითვალისწინებს გარყვნილ ქმედებას.

    Reply
  2. Mallorie

    საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული პოსტია. 13 წლამდე ადვოკატობა მინდოდა და შესაბამისად ასეთი სტატიები მუდამ მაინტერესებდა. მახსოვს, გაზეთში რომ წავაწყდებოდი კანონების, ან დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯის შესახებ, სულმოუთქმელად ვისრუტავდი ხოლმე თითოეულ სიტყვასა თუ წინადადებას.

    წარმატებები. გამიხარდება, თუ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს ეს ბლოგი.

    Reply
    1. siyvarulovna

      დიდი მადლობა. ჩვენ შევეცდებით რომ მიაღწიოს წარმატებები და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვწეროთ 🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s