რა განსხვავებაა ენჯეოსა და შპს-ს შორის

ზოგადად იურიდიული პირების შესახებ უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტში, ახლა უფრო დავკონკრეტდები და განვიხილავ მათ სახეებს:

იურიდიული პირების კლასიფიკაცია შეიძლება მათი საქმიანობის მიხედვით. ამ ნიშნით განსხვავდებიან კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირები. (კომერციული, რომლებიც მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას და არაკომერციული – პირები, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას). კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ როგროც კერძო, ასევე საჯარო სამართლის. კომერციული საქმიანობა თავისი ბუნებით არის კერძო ხასიათის საქმიანობა.კომერციული იურიდიული პირების მდგომარეობა მოწესრიგებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოში კანონით.

მეწარმეთა შესახებ კანონით მოწესრიგებული იურიდიული პირები შეიძლება დაიყოს ორ დიდ ჯგუფად:

პირველს განეკუთვნება ამხანაგობის ტიპის საზოგადოებები, მაგალითად სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება(სპს), კომანდიტური საზოგადოება(კს), რომელთათვის დამახასიათებელია საკუთარი ქონებით პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება ე.წ კაპიტალური საზოგადოებები. ასეთ საზოგადოებებში ჯგუფის წევრები არ აგებენ პასუხს საზოგადოების კრედიტორების წინაშე, მაგრამ კრედიტორების დასაცავად აუცილებელია მინიმალური ქონების-კაპიტალის არსებობა. ამ ტიპის საზოგადოებებია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება(შპს), სააქციო საზოგადოება(სს), კოოპერატივი.

რაც შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, მათი მდგომარეობა მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეშვეობით.

იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი, ან ფონდი. მათი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებსა და ფონდის შემომწირველებს შორის დაუშვებელია. დღესდღეობით ფონდები და კავშირები გაერთიანებულია ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდების ქვეშ.

კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა რაოდენობის ცვლილებისგან. კავშირის დასაფუძვნებლად აუცილებელია მინიმუმ 5 წევრი მაინც. კავშირებია მაგალითად: კლუბები , ცენტრები, ინსტიტუტები, აკადემიები, ასოციაციები და ა.შ. ხშირია შემთხვევები, როცა არაკომერციული პირის სახელწოდებაში ჩართავენ ტერმინს, „ასოციაცია“ , რაც იგივე კავშირია, სინონიმია და არ წარმოადგენს რაიმე სპეციალურ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. არსებობს კავშირის ორი ფორმა: კავშირი და არარეგისტრირებული კავშირი. პირველი მათგანისთვის აუცილებელია რეგისტრაცია და ის იურიდიულ პირს წარმოადგენს. მეორისთვის კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.

ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძვნებელი სპეციალურ ქონებას საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრევად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არ ჰყავს წევრები, განსხვავებით კავშირისგან. განსხვავება კავშირსა და ფონდს  შორის პრაქტიკულად გამოიხატება მართვის ორგანოების სტრუქტურასა და მათი შექმნის წესში, ასევე იმაში, რომ ფონდი არ იცნობს წევრობის ინსტიტუტს.

არსებობს მაგალითად ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი, მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდი და ა.შ, რომლებიც მოპოვებულ სახსრებს უკვე არსებულ სხვა ორგანიზაციებს, მაგალითად ადგილობრივ თვითთმართველობას გადასცემენ, მიზნობრივად გამოყენებისთვის. ასეთ ფონდებს „მკვდარ ფონდებს“ უწოდებენ და არ არსებობენ იურიდიული პირის სახით. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფონდი კი არის იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, შეიძინოს უფლებები და მოვალეობები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და ა.შ. მათი არსებობა ხელს არ უშლის ე.წ „მკვდარი“ ფონდების დაფუძვნებას.

კავშირისა და ფონდის დახასიათებისას დიდ მნიშვნელობას იძენს საკითხი, შეუძლიათ თუ არა ამ არაკომერციულ იურიდიულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი კავირებსა და ფონდებს ანიჭებს სამეწარმეო საქმიანობის უფლებამოსილებას, თუ ეს საქმიანობა ემსახურება ფონდისა და კავშირების მიზნებს.  მაგალითად, ქართული მეცნიერების განვითარების ფონდმა შეიძლება დააფუძნოს ცალკე კომერციული ორგანიზაია და მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით დააფინანსოს ფონდის მიზნები.

Advertisements

10 thoughts on “რა განსხვავებაა ენჯეოსა და შპს-ს შორის

  1. Agasfer

    ვაა…
    რა კარგად გიწერიათ. ბევრი შეკითხვა მაქვს, ხვალიდან ყველას “დაგაყრით”. )) ასე მაგალითად –
    1. რა ხდება მაშინ, როცა ასოციაცია არის შპს?
    2. ა.ა.ი.პ-ები რა შეღავათებით სარგებლობენ? როგორც ვიცი, მათ არ ეხებათ ჯარიმები და მთელი რიგი ბიუროკრატიული პროცედურები. ა? ხომ არ იცით? შემოსავლების სამსახურში არ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამ შეკითხვებზე მიპასუხებდა.

    1. anna Post author

      მაგ თემის განვრცობას კარგად ვაპირებთ, შპსებზე ცალკე პოსტი იქნება კიდევ, ძალიან ბევრი სა საჭირო ინფორმაციაა და რაც მთავარია, მოიპოვება მხოლოდ კოდექსში და მის კომენტარებში. გაგრძელება აუცილებლად დაიდება , რაც შეიძლება მალე.

    2. themis.ge

      ჯარიმები და პროცედურები როგორ არ ეხებათ, კაცო 🙂
      ააიპ–ს საქმიანობის სპეციფიკაზეა დამოკიდებული შეღავათები, ასე ზოგადად ვერ გეტყოდნენ. მაგალითად, თუკი ააიპ საქმიანობს მხოლოდ გრანტიდან მიღებული თანხებით, დღგ–ს არ იხდის და ა.შ. ზოგადად კი შემოსავლების სამსახურის წინაშე ნამდვილად არის ანგარიშვალდებული, დეკლარაციასაც აბარებს და სხვა პროცედურებიც ეხებათ…
      ანა, ბოდიში შემოჭრისთვის, ორი სიტყვა ჩაგიკვეხე 🙂

      1. Agasfer

        დიდი მადლობა : )
        კი, რა თქმა უნდა, ჩააბარებს, მაგრამ რა შემთხვევაში აბარებს ნულოვან დეკლარაციებს? რატომ უნდა ჩააბაროს ააიპ-მა მოგების დეკლარაცია? აი, რა შემთხვევაში? თუ კომეცრიციულ საქმიანობას არ ეწევა, რა თქმა უნდა.
        მესმის, რომ თქვენთვის ეს შეიძლება ძალიან დილეტანტური შეკითხვები იყოს, მაგრამ რამდენად საოცარიც არ უნდა იყოს, კიდევ უფრო ზოგადად მითხრეს შემოსავლების სამსახურში.

  2. Di@

    ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა ხანია, კავშირები და ფონდები აღარ არსებობენ. არსებობს არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის ცნება. სამოქალაქო კოდექსის კომენტარები ძველია და რა ხანია არ განახლებულა.

    @ აღასპერ, ასოციაცია იგივე ა.ა.ი.პ.-ა. ასოციაცია არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიღებული შემოსავლები ხმარდება ამავე ორგანიზაციის მიზნებს.

    ვისაც მოგების მიღება სურს, მათთვის არსებობს სპეციალური ფორმები (შეზღუდული (შპს, სს.) და სოლიდარული (სპს, კს, კოოპერატივი) პასუხისმგებლობის საწარმოები), რომლის შესახებაც პოსტში იყო საუბარი.

    1. siyvarulovna

      დიანა, ეგ იგივეა, უბრალოდ სახელწოდება აქვს სხვადასხვა, პრინციპები იგივეა.
      “დღესდღეობით ფონდები და კავშირები გაერთიანებულია ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელწოდების ქვეშ” -მემგონი პასუხს გაგცემს.

    2. Agasfer

      დიანა, მე ვიცი რამდენიმე მსხვილი ასოციაცია, რომელიც შპს-ა. ნამდვილად ვიცი : ) ახლა დავიბენი. :შ

      1. Di@

        ასოციაცია ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა არ არის. უბრალოდ თვითონ წევრები ეძახიან ეგრე… რაც არასწორია.

  3. Di@

    მე არ მინდა პასუხის გაცემა. მიდი ნებისმიერ გასაუბრებაზე და უთხარი კავშირები და ფონდებია არაკომერციული იურიდიული პირებიო და…

    ერთი და იგივე რომ ყოფილიყო, არ შეიცვლებოდა კანონი. + არასამთავრობო ორგანიზაციის ცნებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს.

    ასოციაცია, კავშირი, ორგანიზაცია და ა.შ. ცნებები შიდა სამზარეულოში გამოყენებადი ტერმინებია. და როცა პოსტს წერ, და ხალხს ეუბნები, რომ არსებობს კავშირები და ფონდები, შეცდომაში შეგყავს. ჩემი აზრით, არასწორია.

  4. themis.ge

    ნულოვანს სწორედ იმიტომ აბარებენ, რომ დაადასტურონ, რომ მოგება არ მიუღიათ 🙂 სტატისტიკის დეპარტამენტიც უდგენს რაღაც ანგარიშს პერიოდულად…
    დეკლარაციები პერიოდულად ბარდება, ყოველი წლის ბოლოს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s