ფონდებისა და კავშირების რეგისტრაცია

პოსტი წარმოადგენს გაგრძელებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აქ უშუალოდ ვისაუბრებ, როგორ უნდა მოხდეს მათი დარეგისტრირება. წინა პოსტშიც აღვნიშნე რომ შპს-დ წოდებულ საზოგადოებებს აწესრიგებს კანონი მეწარმეთა შესახებ და აქ მხოლოდ “ენჯეოებზე” გვექნება საუბარი.

კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, ფონდისას-იუსტიციის სამინისტრო.  კავშირი რეგისტრაციაში ტარდება საჯარო რეესტრში კავშირის ადგილსამყოფელის მიხედვით. რაც შეეხება ფონდს, იგი უფრო რთული ფორმაა, რეგისტრაციისთვის საკმარისი არაა მხოლოდ დამფუძნებლის სურვილი, აუცილებელია გარკვევა, ქონება მიესადაგება თუ არა, ფონდის მიზნებს, ამიტომ საქმე გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს.

რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, თუ წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისას წარდგენილი იურიდიული იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს მოწმდება ჯერ ნოტარიუსის მიერ, ხოლო შემდეგ კავშირის რეგისტრაციისას რეესტრის მიერ, ფონდის რეგისტრაციისას-იუსტიციის სამინისტროს მიერ. რეგისტრაციისას აუცილებელია ყველა დამფუძნებლის და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. მასალები ეგზავნება ადგილობრივ სასამართლოს.  ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში არაა საჭირო თავიდან იქნას ყველა წევრის ხელმოწერა დაფიქსირებული.

გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ მიღებული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში, განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს იუსტიციის სამინიტროში რეგისტრაციისას. რეგისტრაციის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, უნდა ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობას. გასაჩივრება ხდება სასამართლოში.

კავშირისა და ფონდის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით:

წესდება უნდა შეიცავდეს საქმიანობის მიზნებს, სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესს, კავშირის ან ფონდის დამფუძნებლების, წევრების და შემომწირველების სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების წესებს და კავშირის წევრთა უფლებამოსილებას. ეს არის აუცილებელი რეკვიზიტები.

წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც, თუმცა ისინი სავალდებულო არაა: მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციებს, კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილებას.  შესაწირავის მინიმალურ ოდენობას და სახეს, ასევე მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ. წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ  მონაცემებს: იურიდიული პირის სახელწოდებას, ადგილსამყოფელს, საქმიანობის მიზანს, წესდების მიღების თარიღს, დამფუძნებლის ვინაობას, გამგეობის წევრთა ვინაობასა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს. რეგისტრაციის მონამცემები უნდა იქნეს გამოქვეყნებული და ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს მათი გაცნობა წერილობითი ამონაწერის სახით.

Advertisements

4 thoughts on “ფონდებისა და კავშირების რეგისტრაცია

  1. themis.ge

    ვაიმეეე, ბავშვებო, არ გადამრიოთ, ეგრე გასწავლეს???
    სასამართლო დიდი ხანია, აღარაფერს არეგისტრირებს. ეგ უფლებამოსილება დაახლოებით სამი წლის წინ საგადასახადოს გადაეცა, ხოლო შემდეგ, როცა საგადასახადოშიც და საჯარო რეესტრშიც რეფორმები განხორციელდა, რეგისტრაციის უფლებამოსილება საჯარო რეესტრს გადაეცა…
    თუ გინდათ, არ გამოაქვეყნოთ ეს კომენტარი, მაგრამ გაასწორეთ …
    იმედია, არ გწყინთ :*

    1. anna Post author

      ჩავასწორე ეგ ^^
      არ მწყინს ხოლმე , პირიქით, კომენტარებში მოსაზრებები და დამატებითი ინფორმაცია ძალიან კარგია ❤

  2. ანონიმური

    საჯარო სამსახურში მომუშავეს თუ შეუძლია კავშირის ან ფონდის დარეგისტრირება? ძალიან გთხოვთ, რომ ამიხსნათ.

  3. ანონიმური

    ან რა შეუძლია დაარეგისტრიროს არა საჯარო მოსამსახურემ არამედ, სსიპ-ში მომუსავემ? გმადლობთ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s