შემთხვევა:
დედის გარდაცვალების შემდეგ ქეთევანმა მიიღო მემკვიდრეობით სახლი. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ ქეთევანმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა ქმარმა ცოლისგან მიიღო ხელწერილი, რომლითაც ცოლი ვალდებულებას ღებულებდა სახლი გაეყიდა მხოლოდ ქმრის თანხმობით.ქმარი მივლინებაში წავიდა და ამ დროს ქეთევანმა სახლი მიჰყიდა შალვა წიკლაურს. ქმარმა ამბის გაგების შემდეგ მოითხოვა შალვასგან 30%-ის დამატება ან სახლის უკან დაბრუნება. შალვამ უარი განაცხადა და შედეგად ქმარმა წარადგინა სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ცოლს ბრალი დასდო ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის.
სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ მაშინ რაც აღიარებული იქნება ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული გარიგება. თუმცა იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს, მისი მომწესრიგებელი ნორმებიც იმპერატიულია. მათი შეცვლა ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ. ამიტომაც მიუთითებს კანონი პირდაპირ, რომ:
მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით:
ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.
შესაბამისად ქეთევანსა და მის მეუღლეს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილდება, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქმრის სარჩელის დაუკმაყოფილებლობას.
ზოგადად ქმედუნარიანობა არის ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევის თანავე. ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც იქორწინებს სრულწლოვანებების მიღწევამდე. ქმედუუნაროდ მიიჩნევა პირი, რომელსაც სასამართლო ასეთად აღიარებს ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო, ასევე არასრულწლოვანი შვიდი წლის ასაკამდე.
ასაკის მიხედვით ქმედუნარიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია ემანსიპაციის ინსტიტუტი.ამ შემთხვევაში,პირს არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,მაგრამ განსაზღვრული პირობების არსებობისას,იგი უთანაბრდება სრულწლოვან პირებს.პირველ შემთხვევაში,როცა 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი იქორწინებს,იგი გახდება ქმედუნარიანი და ემანსიპაციის მეორე შემთხვევა,რომელსაც ითვალისწინებს სსკ 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი.ამ მუხლის მიხედვით,თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შეიძლება იქნეს მიჩნეული ქმედუნარიანად,თუ კანონიერი წარმომადგენელი მას მიანიჭებს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას.
65-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვანის ემანსიპაცია საწარმოს საქმიანობის სფეროში ითვალისწინებს სრულ ქმედუნარიანად მიჩნევას და ამ დროს პირი სხვა სფეროშიც ქმედუნარიანია.
დიდი მადლობა დამატებითი ინფორმაციისთვის. თუმცა პოსტი იყო იმაზე რომ ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით არ შეიძლება და შესაბამისად თავი შევიკავე ზედმეტი ინფორმაციისთვის რომელიც ემანსიპაციას ეხებოდა.
გასაგებია,მაგრამ ბოლო აბზაცი თითქმის ამომწურავად განიხილავდა ქმადუნარიანობის შეძენას და ეგ კომპონენტი მომკლდა თვალთ:)
ისე,კარგ თემებს არჩევთ ხოლმე.
მადლობა , ვცდილობთ რომ აქტუალური იყოს თემები…
ამავდროულად ეს ქონება არ იყო თანასაკუთრება :დ რადგანაც ქორწინების პერიოდში მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება მაინც იმ მეუღლისაა რომელმაც მიიღო ის. რომც ყოფილიყო თანასაკუთრება ქმარი მაინც ვერ მოითხოვდა გარიგების ბათილობას იმიტომ რომ 1161 თუ 1160 მუხლით ერთი მეუღლის მიერ დადებული გარიგება არ შეიძლება ბათილი იყოს მეორის მიერ იმ საფუძვლით რომ არ იცოდა ან არ სურდა ასეთი გარიგების დადება. :დ