სიმთვრალე-დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოება?

 

ამ ცოტა ხნის წინ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, თემაზე, უნდა იყოს თუ არა, სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება. პასუხები იყო : ა)კი ბ)არა გ)სიტუაციას გააჩნია.

პირველმა და მესამე პასუხმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო. როგორ აწესრიგებს ამ საკითხს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

როგორც წესი, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში მისი ჩამდენი პირი იმყოფებოდეს შერაცხად მდგომარეობაში, რომ მისი ქმედება ჩაითვალოს დანაშაულად. რაც შეეხება სიმთვრალეში ჩადენილ დანაშაულს, ჩამოყალიბდა შემდეგი მიდგომა:

„ქმედება, რომელიც დასაწყისში, მაგრამ არა განხორციელების დროს არის თავისუფალი“ ანუ სიმთვრალის დადგომისას ადამიანის ქმედება აღარ არის თავისუფალი და იგი ფაქტიურად შეურაცხადი ხდება, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიმთვრალის გამოწვევა მოხდა მაშინ, როცა ადამიანი იმყოფებოდა ფხიზელ და შერაცხად მდგომარეობაში, განაპირობებს დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მის ბრალეულად ცნებას.

მაგალითად, ვინც გამიზნულად დაითრობს თავს, რათა ამან განაპირობოს მისი შეურაცხადობა, შემდგომ მკვლელობის ჩადენის მიზნით, ჩადის განზრახ ბრალეულ ქმედებას: მკვლელობას. ასევე, ვინც რესტორანში დათრობისას და ჩხუბის შედეგად მოკლავს, ან ჯანმრთელობას დაუზიანებს ადამიანს, დალევის შედეგად გაუფრთხილებლობით ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების პირობას, თუ მას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე შეეძლო გაეთვალისწინებინა სიმთვრალის შესაძლო შედეგები.

მოკლედ, ბრალეულად მოქმედებს პირი, რომელიც დანაშაულს სჩადის თუმცა შეურაცხად მდგომარეობაში, მაგრამ მანამდე ქმნის პირობას, განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, რაც იწვევს მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

მამაკაცების მიდგომა კი გამოკითხვასთან დაკავშირებით, ზოგჯერ არასერიოზული იყო, როგორც ჩანს ისინი ან არ არიან ინფორმირებულები ამ საკითხთან დაკავშირებით, ან არ ადარდებთ მოსალოდნელი შედეგები . დასასრულისთვის იხილეთ ერთ-ერთი მათგანის სახალისო პასუხი:)

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება

პასუხი კითხვაზე: უნდა იყოს თუ არა სიმთვრალე დამამძიმებელი გარემოება

Advertisements

3 thoughts on “სიმთვრალე-დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოება?

  1. Mari

    დიახაც, რომ უნდა იყოს! თუ არა, წავალ დავთვრები და ისე ჩავიდენ დანაშაულს და უფრო მეპატიება 😀 😀

  2. toduakote

    სიმთვრალე რო დამამძიმებელი გარემოებაა. ეს ალბათ არცაა საკამათო, მაგრამ სათაურში რატოა დაყენებული იდეა თთქოს შეიძლება ის შემამსუბუქებელი იყოს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s