Monthly Archives: ივნისი 2011

რა გველის ლუდის ბოთლით ხელში სიარულისას

რამდენიმე დღეა სოციალური ქსელები და საზოგადოება აღშფოთებამ მოიცვა: 171-ე მუხლის მიხედვით იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა!  კანონი შს სამინისტროს ვებგვერდზე 2009 წლის ივნისშია განთავსებული. 

 ბუნებრივია მსგავსი შეზღუდვები ნებისმიერი ადამიანისთვის შემაწუხებელია, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ის ალკოლჰოლის მომხმარებელი. დავინტერესდი რა მდგომარეობაა სხვა ქვეყნებში და რა მეთოდებით ხდება წესრიგის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

ალკოჰოლურ სასმელებს ზღუდავს ინდოეთი, ფინეთი, ნორვეგია, კანადა,  ისლამური სახელმწიფოები, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ როგორც ვიკიპედიის სტატიაში იყო მითითებული, ყველა ქვეყანაში არის დაწესებული ზომიერების ფარგლები, რა შემთხვევაში, როდის ხდება აკრძალვა, უძღვის თუ არა აკრძალვის დაწესებას რაიმე ტრადიცია იმ ტერიტორიაზე, ხომ არ არის ეს ეკონომიური მდგომარეობით განპირობებული და ა.შ..

რა ხდება ჩვენთან:

პირველივე მუხლი სასტიკად კრძალავს ნებისმიერ ადგილზე სასმლით ხელში გამოჩენასაც კი, გარდა კაფე-რესტორნებისა, სადაც სასმლის გაყიდვა თავად მწარმოებლის და მფლობელის მიერაა დაშვებული.  კანონდარღვევის შემთხვევაში გველოდება გაფრთხილება ან დაჯარიმება. რამდენჯერმე იმავე ან მსგავსი სახის ქმედების განმეორების შემთხვევაში სასჯელის ზომები არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.

მე გამიჩნდა კითხვები, რომელთაგან რამდენიმე მათგანი მართლაც საჭირბოროტოა: უკვე კანონად მიღებული გონივრული ეჭვის  საფუძველზე, ადამიანს თუ ჩხრეკისას გაუმჭვირვალე პარკში შეფუთული , სახლისთვის გამზადებული ალკოჰოლი აღმოაჩნდება, რა გარანტია გვაქვს , რომ ის არ გამოცხადდება ეჭვმიტანილად და ბრალი არ დაედება ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შებღალვაში? ვფიქრობ რომ გარანტიას არავინ გვაძლევს, მით უმეტეს ზემოთხსენებული კანონის გათვალისწინებით.

ასევე გასარკვევია ის, რატომ არააა ასაკობრივი ზღვარი დაწესებული,  როცა ყველა მოწინავე ქვეყანა ითვალისწინებს დასაშვებ ზღვრებს მსგავსი აკრძალვების შემთხვევაში.

და ბოლოს, რამაც დამაინტერესა: ახლოვდება ლუდის ფესტივალი და საკითხავია, აკრძალვები გაგრძელდება თუ არა ფესტივალის განმავლობაში, თუ გაგრძელდება, რა გავლენას მოახდენს ფესტივალის მიმდინარეობაზე ? და საერთოდაც, როდის მოხდება მუხლის ვრცლად კომენტირება და დაპანიკებული მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება?

“ინტერპრესნიუსს” შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მშვიდ ვითარებაში, ალკოჰოლის, მათ შორის ლუდის სმისთვის მოქალაქეს არავინ დააჯარიმებს და რომ აღნიშნული 171–ე მუხლი განკუთვნილია მათთვის, ვინც ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი შეეცდებიან აყალ–მაყალის ატეხვას. თუმცა აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ნათლად არის გადმოცემული, რომ დაჯარიმდება ნებისმიერი პირი, რომელიც დაიწყებს  სპირტიანი სასმელების სმას ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

დაზღვევა-ნაწილი პირველი

დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული  პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით(სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევოშემთხვევების) დადგომისას.

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან,ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან დასხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან დაქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ანიურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან(პასუხისმგებლობის დაზღვევა).

დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით.

ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით და ფორმდება ნებისმიერ სადაზღვეო კომპანიაში.

სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები.

უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.

რაც შეეხება უშუალოდ ურთიერთობებს მზღვეველსა და დაზღვეულს შორის, ამის შესახებ პოსტის შემდეგ ნაწილში მოგითხრობთ.

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობა წარმოშვება ორივე მხარის – სამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, მათი თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. არავის აქვს უფლება, იძულებით ჩაგაბათ რაიმე სამუშაოში. შრომითი ურთიერთობის დაწყებაც და მისი გაგრძელებაც, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავისუფალ ნებას უნდა ეფუძვნებოდეს.

კანონით დადგენილია შრომის დაწყების მინიმალური ასაკი – 16 წელი. თუმცა, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს, შეუძლია მუშაობის დაწყება მისი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, თუ ეს ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონერივ განვითარებას და არ ზღუდავს მისი განათლების მიღების უფლებას და შესაძლებლობას. 14 წლამდე ასაკის არასრულწოვნის მუშაობა დაიშვება მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

რაც შეეხება საჯარო სამსახურს, აქ უფრო მაღალ ასაკობრივი ზღვარია დადგენილი. სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მხოლოდ 21 წლის ასაკს მიღწელი პირი დაინიშნოს, ხოლო ადილობრივი თვითმმართველობის მოხელედ – 18 წლის ასაკსის პირი.

კანონით აკრძალულია:

  • არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთაბ, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად;
  • არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაობების შესასულებლად.

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომის პირობების, ანაზღაურების, თქვენი უფლებებისა და სხვა გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, დამქირავებელსაც აქვს უფლება, მოიპოვოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, ოღონდ არა ნებისმიერი ინფორმაცია, არამედ მხოლოდ ისეთ რაც შეიძლება უკავშირდებოდებოდეს თქვენს მიერ სამუშაოს შესრულებას და ამისათვის საჭირო მოთხოვნებს. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ ისეთი კითხვების დასმა, რაც უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს, ეთნიკურ  კუთვნილებასა და სხვა ისეთ საკითხებს, რაც კავშირში არაა თქვენს სამსახურთან.  დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე, მაგრამ მას უფლება არა აქვს თქვენი თანხმობის გარეშე, სხვა პირს მიაწოდოს თქვენს შესახენ მიღებული ინფორმაცია. თქვენ უფლება გაქვთ უკან გამოითხოვოთ დამსაქმებლისთის მიწოდებული დოკუმენტები (CV, დიპლომი და ა.შ), თუკი თქვენთან არ დაიდო შრომითი ხელშეკრულება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. უმჯობესია, გააფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება, ვინაიდან ზეპირი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, თქვენ ფაქტობრივად გერთმევათ საშუალება, ამტკიცოთ თუ რა პირობებებზე შეუთანხმდით დამსაქმებელს, მის მიერ ასეთი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

სასურველია, შრომითი ხელშეკრულების დადებამდე, ყოველთვის გაესაუბროთ იურისტს და გააცნოთ მას ხელშეკრულების პირობები. შემდეგ, თუ საჭირო იქნება, მისი კონსულტაციის შესაბამისად, დამსაქმებელს გარკვეული პირობების შეცვლა მოსთხოვოთ იმისთვის, რომ ხელშეკრულებით არა მხოლოდ მისი, არამედ თქვენი უფლებებიც სათანადოდ იყოს დაცული.

წერილობითი ხელშეკრულება თქვენთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი, შესაძლებელია მისი რამდენიმე ენაზე შედგენაც. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, მასში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა, სხვადასხვა ენაზე შესრულებულ ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში.

ხელშეკრულებას უთანაბრდება ასევე პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, მაგალითად ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ პირი მიღებულია სამუშაოზე. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება ჩაიწეროს, რომ მის ნაწილს, წარმოადგენს შრომის შინაგანაწესი. ასეთ შემთხვევაში, ხელშკურების დადებამდე, აუცილებლად უნდა გეცნოთ მას.

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც უნდა შეციავდეს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკულების ხანფრძლივობის თაობაზე.

როგორც წესი, თქვენ უფლება გაქვთ, შეთავსებით იმუშაოთ რამდენიმე სამუშაოზე, თუკი ეს ხელს არ შეუშლის თქვენი მოვალეობების შესრულებას. თუმცა, საჯარო სამსახურში დადგენილია მთელი რიგი შეზღუდვები. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა ან შეთავსებით ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი

თვითმმართველობის დაწესებულებაში,ასევე საჯარო მოხელეს არა აქვს უფლება, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

დამსაქმებელი ვალდებულია, შეინარჩუნოს შრომის ის პირობები, როგორზეც თავიდანვე შეგითანხმდათ. შრომის პირობების შევლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუმცა, შრომის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია დამსაქმებელმა შეცვალოს შრომის ესა თუ ის პირობა, რაც არაარსებით ცვლილებად ჩაითვლება.

დასაქმებულთან შეთანხმება არაა აუცილებელი დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნისას, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი მივლინების პერიოდი, წელიწადში, 45 კალენდარულ დღეს არ აღემატება. უფრო მეტი ვადით მივლინებისას დასაქმებულის თანხმობა აუცილებელია. ორივე შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს მოვლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.

საჯარო მოხელეს უფლება აქვს გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვოს სამსახურეობრივი პირობებეის დროებით შემსუბუება ან დროებით გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე იმავე დაწესებულებაში, თუკი დაკავებულ თანამდებობაზე სამსახურის გაგრძელებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას ან თუ ფეხმძიმობის პერიოდში, ვერ ასრულებს სამსახურეობრივ უფლება–მოვალეობებს. გარდა ამისა, საჯარო მოხელე შეიძლება, დროებით, საერთოდ გათავისუფლდეს დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებისგან, თუკი მისი სხვაგან გადაყვანა და პირობებეის შემსუბუქება შეუძლებელია, ოღონდ გათავისუფლების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

სამუშაო დროის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. თუ ასე არ არის, კანონი ადგენს, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა, კვირის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო.  სამუშაო დღეებს ან ცვლებს შროის დასვნებეის ხანრძლივობა, არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

თუკი ცვლაში მუშაობთ, თქვენი მუშაობის გრაფიკი და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა, ცვლიანობის განრიგით განისაზღვრება, რომელსაც დამსაქმებელი ამტკიცებს. თუკი რაიმე ცვლილება მოხდა განრიგში, ეს არანაკლებ 10 დღით ადრე უნდა გეცნობოთ, გარდა იმ შემთხვევევისამ როცა ეს შეუძლებელია უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.

როგროც წესი, თქვენ ვალდებული ხართ, იმუშაოთ მხოლოდ ხელშეკრულებით და შინაგანაწესით განსაზღვრული დროის განმავლობაში. მუშაობა დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვეულ, ან კანონით დადგენილ 41 საათს, – ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, რომლის შესრულების ვალდებულებაც არ გეკისრებათ, გარდა ორი შემთხვევისა:

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რა დროსაც დამსაქმებელი ვალდებული არ არის, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღრაურება მოგცეთ;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის, რა დროსაც თქვენუ მუშაობა აუცილებლად სათანადოდ უნდა ანაზღაურდეს.

ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება, დაუშვებელია მისი თანხმობის გარეშე.აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვანის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძრი ქალის დასაქმება; ღამის სამუშაოზე 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

სამუშაო დროის განმავლობაში, თქვენ უნდა მოგეცეთ შესვენების დრო. მეძუძურ დედას, რომელიც კვებას ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე უნდა მიეცეს დამატებითი შესვენება ერთ დღეში არანაკლებ 1 საათით. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. კანონით დადგენილია წლის განმავლობაში 17 უქმე დღე. დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაულების დროს. უქმე დღეებში მუშაობა, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩაითვლება და მისი პირობებეი უნდა განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

 

ანდერძი და მისი შედგენის წესები

ნებისმიერ სრულწლოვან პირს, უფლება აქვს, თავისი სიცოხლის განმავლობაში, შეადგინოს ანდერძი და განსაზღვროს მთელი მისი ქონების ბედი გარდაცვალების შემდეგ. ანდერძის შედგენის დროს, პირს აქვს სრული თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუტოვებს თავის ქონებას. ანდერძით მემკვიდრეობისას, განსხვავებით კანონით  მემკვიდრეობისგან, მემკვიდრე შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარდაცვლილის ნათესავი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც ცოცხალი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში, ასევე პირები, რომლებიც ჩაისახნენ მამკვიდრებლის სიცოცხლეში და ცოცხლები დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ. გარდა ამისა ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს იურიდიული პირიც, ნებისმიერი კერძო ან საჯარო, სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაცია. ერთადერთი პირობა, ამ შემთხვევაში ის არის, რომ იგი შექმნილი უნდა იყოს სამკვიდროს გახსნის – ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში.

ანდერძის შედგენის მომენტში აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ანდერძის შემადგენელი იყოს ქმედუნარიანი პირი, რომელსაც შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავსი ნება. სხვა შემთხვევაში, დადგება ანდერძის ბათილობის საკითხი. გარდა ამისა, მეორე აუცილებელი მოთხოვნაა ისიც, რომ ანდერძი მოანდერძემ პირადად უნდა შეადგინოს. დაუშვებელია ანდერძის შედგენის სხვა პირზე დავალება ან გადანდობა.

ანდერძი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთი პირის ნება–სურვილს. ერთობლივი ანდერძის შედგენა, კანონით აკრძალულია გარდა ერთი შემთხვევისა – სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს, შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობაზე, ანუ იმაზე, თუ რას უტოვებენ ერთმანეთს მეუღლეები რომელიმეს გარდაცვალების შემთხვევაში. ასეთი ერთობლივი ანდერძი, შეიძლება გაუქმდეს ერთ–ერთი მეუღლის ოთხოვნით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მეუღლე ცოცხალია.

ანდერძი უნდა შედგეს წერილობით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდრძი – სანოტარო ფორმით ან მის გარეშე. იმ შემთხვვაში, თუ გადაწყვეტთ, რომ შეადგინოთ სანოტარო ფორმით დადასტურებული ანდერძი, გაითვალისწინეთ:

1) ნოტარიუსის ფუქნციები შეიძლება თანაბრად განახორციელოს არა მხოლოდ ნოტარიუსმა, არამედ ნოტარიუსთან გათანაბრებულმა პირებმა, რომლებიც არიან:

  •    საავადმყოფოს, ჰოსპიტალისა და სხვა სამკურნალო დაწესებულბის, სანატორიულის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე, სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი – თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს.;
  • საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი – თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;
  • გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური – თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
  • სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური, თუ სამხედრო ნაწილების სილოკაციის ადგილას ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
  • თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი – თუ მოანდერძე თავისუფლების აღკვეთიის ადგილებში იმყოფება.

2) ანდრძი შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ხელით და დაამოწმებინოთ ნოტრიუსს ან უკარნახოთ და თქვენი სიტყვებით დაწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით; ამ დროს, ანდერძი უნდა წაიკითხოს ნოტარიუსმა და ხელი უნდა მოაწეროთ ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით;

3) ანდერძი შეიძლება დაიწეროს ხელით ან საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებითაც (საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე და ა.შ)

4) თუკი რაიმე მიზეზით ხელს ვერ აწერთ ანდერძს, შეიძლება თქვენი თხოვნით, ხელი მოაწეროს სხვამ, მაგრამ უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ შეძელით ხელის მოწერა;

5) თუ მოანდერძე ყრუ–მუნჯია ან ყრუ–მუნჯი წერა–კითხვის უცოდინარია, ანდერძი უნდა შედგეს ნოტარიუსთან, ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას;

6) თუ მოანდერძე ბრმაა ან წერა–კითხვის უცოდინარი, ანდერძი უნდა შედგეს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც წაეკითხება მოანდერძეს. ამ დროს, არ შეიძლება ანდერძის ჩამწერიც და მისი წამკითხველიც, ერთი და იგივე პირი იყოს. და ჩანაწეერში უნდა მიეთითოს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწეონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.

7) ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასწრულწლოვნები, ქმედუუნარო პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დაღმავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და ასევე საანდერძო დანაკისრის მიმღები;

8 ) ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე, გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.

9) შეგიძლიათ, ანდერძი დაწეროთ თქვენი ხელით, ხელი მოაწეროთ და შემდგომ გადასცეთ დალუქულ კონვერტში ნოტარიუსს, სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კოვერტზე ხელის მოწერით. ასეთი ანდერძი შეინახება ნოტარიუსთან.

თუკი აირჩევთ მარტივ წერილობით ფორმას, ნოტარიული დადასტურების გარეშე, გაითვალისწინეთ:

1) ანდერძი შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ხელით და მოაწეროთ ხელი; თუკი გადაწყვეტთ ანდერძი  მიღებული ტექნიკური საშუალებით შეადგინოთ (საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე აკრეფით და ა.შ), მაშინ ანდერძის შედგენა და მასზე ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. დადასტურება უნდა მოხდეს ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, თქვენი და მოწმეების თანდასწრებით,ანდერძზე  შესაბამისი წარწერის გაკეთებით და მოწმეთა სახელის, გვარის და საცხოცრებელი ადგილის მითითებით.

2) შესაძლებელია როგორც ღია, ისე დახურული ანდერძის შდგენა. დახურულ ანდერძს მოწმეები არ ეცნობიან, ისინი მხოლოდ ესწრებიან მის შედგენას და ადასტურებენ ხელმოწერით, რომ ანდერძი შედგენილი იქნა თქვენს მიერ პირადად, მაგრამ ისინი არ გაცნობიან ანდერძის შინაარსს.

3) ანდერძში უნდა მიუთით მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობამ, შეიძლება გამოიწვიოს ანდერძის ბათილობა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიშვა ეჭვი, რომ ანდერძის შეგენისას, მისი შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას – მოანდერძე არ იყო ქმედუნარიანი და ასეთი ეჭვი ვერ გაქარყწლდა.

ურთიერთობები ბინის მესაკუთრეთა შორის

ზოგადად მრავალბინიან სახლებზე უკვე ვისაუბრე, ეს პოსტი კი უშუალოდ მესაკუთრეთა ურთიერთობებს შეეხება.

ურთიერთობები  ბინის მესაკუთრეთა შორის განისაზღვრება ამ კოდექსით, მაგრამ მესაკუთრეთა შეთანხმებით მათ შორის ურთიერთობები შეიძლება კოდექსის ნორმებისგან განსხვავებულად მოწესრიგდეს, მაგრამ  კოდექსის ნორმებისგან განსხვავებულ შეთანხმებას მესამე პირთათვის ძალა არ ექნება, თუ ასეთი შეთანხმება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში. მესაკუთრეთა მიერ მიღებული შეთანხმება შემდგომში მათ მიერვე შეიძლება შეიცვალოს და გაუქმდეს.

ბინის მესაკუთრეთა ერთობლიობა ქმნის ერთგვარ ამხანაგობას, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. თითოეული მათგანი ავტომატურად ხდება ამხანაგობის წევრი. მესაკუთრეს არ აქვს უფლება მოითხოვოს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის დაშლა. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია მაშინ, როცა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ ინგრევა.

ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებით.

ბინის მესაკუთრეებს ეკისრებათ გარკვეული მოვალეობები: ისინი ვალდებულნი არიან ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ მათ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.

ბინის მესაკუთრემ უნდა ითმინოს ზემოქმედებანი მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ შენობის ნაწილებსა და საერთო საკუთრებაზე, თუ ეს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. მან ასევე უნდა ითმინოს ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია საკომუნიკაცია და მომარაგების ობიექტების მოასწყობად. მესაკუთრე, რომლის სასარგებლოდაც ტარდება ამგვარი ღონისჭიებბეი, ვალდებულია, აანაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

შენობის დანგრევის შემთხვევაში, როცა ზიანი არ არის დაზღვევით ან სხვა საშუალებით უზრუნველყოფილი, ცალკეულ მესაკუთრეებს არ შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა ამ შენობის აღდგენა რეკონსტრუქციაში. ამ შემთხვევაში ამხანაგობა უქმდება.

თუ ბინის მესაკუთრემ სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე თავისი მოვალეობები უხეშად დაარღვია, მაშინ სხვა მესაკუთრეებს შეუძლიათ მას ბინის გასხვისება მოსთხოვონ. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით. თუ მესაკუთრე არ დაემორჩილება მათ გადაწყვეტილებას, ამხანაგობის წევრებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

ბინის მესაკუთრეები ერთობლივად წყვეტენ ფინანსებთან ასევე შენობის აღდგენის, შინაგანწესის მიღების, შენობის შენახვის ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს.

იპოთეკა-#1

სესხის ან სხვა ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოძრავ ნივთებთნ ერთად შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას უძრავი ქონება. უძრავი ნივთი ის ქონებრივი ღირებულებაა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან , ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ დიდი კრედიტები ბანკების მიერ სწორედ უძრავი ნივთების დაგირავების პირობით გაიცემა.

იპოთეკა, გირავნობის მსგავსად კრედიტორს უფლებას აძლევს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან. როგორც ვიცით, თუ რამდენიმე მოთხოვნის შესრულების ვადა ერთდროულად დადგა და მოთხოვნები მოვალისთვის შესასრულებლად თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც თანაბრად. რჩება შთაბეჭდილება, რომ იპოთეკარს არ აქვს უპირატესი უფლება თუ თავადპირველად უნდა შესრულდეს ნაკლებად უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მაგრამ ვინაიდან იპოთეკა სანივთო რეგისტრირებულ უფლებას წარმოადგნე,ს იპოთეკარს ყოველთვის აქვს უპირატესობა ვალდებულებით ურთიერთობაში მონაწილე ყველა სხვა კრედიტორთან. იპოთეკის მონაწილეები არიან იპოთეკარი, ანუ მოთხოვნის კერდიტორი და მესაკუთრე.

იპოთეკას გირავნობისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ ამ დროს ნივთი მესაკუთრის მფლობელობაში რჩება და არ არის სავალდებულო მისი გადაცემა იპოთეკარისთვის.

იპოთეკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუკი იპოთეკის დადგენის მომენტისთვის შეიძლება ამ მოთხოვნის განსაზღვრა. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით.

შესაძლებელია ერთი და იგივე მოთხოვნა რამდენიმე უძრავი ნივთით იყოს უზრუნველყოფილი. ეს კრედიტორს მოთხოვნის უზრუნველყოფის მეტ გარანტიას აძლევს. ასეთ დროს არ არის ვალდებული ყველა უძრავი ნივთი მევალის საკუთრება იყოს. შესაძლოა რომელიმე მათგანი ეკუთვნოდეს მესამე პირს, რომელიც არ არის მოთხოვნის პირადი მევალე.

თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფად არსებობს იპოთეკა, არ წარმოიშვა, ეს ფაქტი ავტომატურად იწვევს იპოთეკის გაუქმებას.

ერთი და იგივე ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის დადგენის დროის შესაბამისად.

იპოთეკა წარმოუშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით. მათში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი, ასევე უზრუნველყოფილი მოთხოვნის სიდიდე, სარგებელი და შესრულების ვადა. ხშირად გაურკვეველია, თუ რა საბუთები უნდა გააფორმონ უძრავი ნივთის მესაკუთრემ და იპოთეკარმა. ორი ფორმა: გამოიყენება როგორც ცალკე ხელშეკრულება, ისე ძირითად სავალო დოკუმენტში კეთდება  აღნიშვნა იპოთეკის შესახებ. ნოტარიუსი ამოწმებს ამ საბუთებს. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იპოთეკა რეგისტრაციაში ტარდება საჯარო რეესტრის სპეციალურ ფურცელში.

საქორწინო ხელშეკრულება

კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერ დროს, ქორწინების განმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად დაარეგულირონ.

საყურადღებოა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი უფლება–მოვალეობების განსსაზღვრა შეიძლება! ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პირადი უფლებები და მოვალეობები.

საქორწინო ხელშეკრულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. თუ კი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე დაიდო, იგი ძალაში მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან შევა.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და უნდა დადასტურდეს ნოტარიულად. ხელშეკრულებით, მეუღლეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც უკვე არსებული, ისე მომავალში შეძენილი ქონების ბედი. მათ შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებილი საკუთრება ქონებაზე.

ხელშეკრულებით, აევე გათვალისწინებული შეიძლება იყოს, თითოეული მეუღლის მიერ, შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს:

1. მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;
2. მშობლების უფლება–მოვალეობები შვილების მიმართ;
3. საალიმენტო მოვალეობანი;
4. დავის შემთხვევაში – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

ასევე, ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინბულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძმე მდგომარეობაში აენებს ერთ–ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დასაშვებია, თუ კი მეუღლეები ამაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულება წყდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ან განქორწინებით.

ბე

ბეს ცნება ქართული სამოქალაქო სამართლისთვის უცხო არ არის და მისი გამოყენება ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუწიოს. ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა ამის შესახებ.

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ბეს ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს არა უბრალოდ სამომავლოდ ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, არამედ უკვე შემდგარი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ბე გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ერთია, შესრულების ვალდებულება პირველად რომელმა მხარემ უნდა განახორციელოს. ისევე როგორც პირგასამტეხლოს დროს, ბე მხარეთა შეთანხმების შედეგია. არავის არ აქვს უფლება აიძულოს მოვალე, მიიღოს ფულადი თანხა, ისევე როგორც მაგალითად არავინაა ვალდებული მიიღოს საჩუქარი.

ვინაიდან ბე ხელშეკრულების დადების ფაქტს ამტკიცებს, იგი უმეტესწილად გამოიყენება კრედიტორის მიერ იქ, სადაც ურთიერთობისბუნებიდან თუ პარტნიორის თვისებიდან გამომდინარე მეტი შესაძლებლობაა ხელშეკრულების დარევევისა. პრაქტიკიდან ჩანს რომ ბე გამოიყენება იქ, სადაც ხელშეკრულების ფორმა ნაკლებად უზრუნელყოფს მის სიმტკიცეს, მაგალითად, ზეპირ გარიგებებში.

ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ვიდრე არ მოხდება მთლიანად შესრულება, ბე არ შეიძლება ნაწილობრივ შესრულებად ჩაითვალოს. ამით განსხვავდება ის ავანსისგან, თუმცა მათ ხშირად მაინც აიგივებენ ერთმანეთთან. ავანსი ისეთი ფულადი თანხა ან სხვა ქონებაა, რომელსაც ერთი მხარე წინასწარ გადასცემს მეორეს ვალდებულების ნაწილობრივ ან სრული შესრულების მიზნით და არა ხელშეკრულების ფაქტის დადასტურებისა თუ მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

თუ ბეს მიმცემი დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას , ბე რჩება მის მიმღებს. თუ მოქმედება არ სრულდება ბეს მიმღების მხრიდან, ის აბრუნებს უკან ბეს რაოდენობას ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, როცა ზიანი აჭარბებს უკან დასაბრუნებელი ორმაგი ბეს რაოდენობას, ბეს ჩათვლა უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

რაც შეეხება ბეს რაოდენობას, ამაზე სამოქალაქო კოდექსი არაფერს ამბობს. ლოგიკური იქნებოდა ბეს იმ ოდენობით განსაზღვრა, რაც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში არ ჩააყენებდა მხარეს უსამართლოდ მძიმე მდგომარეობაში. კოდექსი არაფერს ამბობს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის ბე.

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში

მრავალბინიან სახლში პირი არის როგორც განსაზღვრული ბინის მესაკუთრე, ისე საერთო საკუთრების მონაწილე. ინდივიდუალური საკუთრება პირს შეიძლება ჰქონდეს ბინაზე და ასევე შენობის იმ ნაწილზე, რომელსაც ბინად არ იყენებს. ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, შენობის ის ნაწილი და ის ნაგებობა დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას. მაგალითად ლიფტი, შენობის საძირკველი და ა.შ.. მრავალბინიან სახლში რამდენი ბინაცაა, იმდენი წილია. თუ ერთი პირი ორი ან მეტი ბინის მფლობელია, წილიც ბინების რაოდენობის შესაბამისი ექნება.

მხოლოდ იზოლირებული ბინა ან შენობის სხვა იზოლირებული ნაწილი შეიძლება იყოს ინდივიდუალური საკუთრება. მაგალითად ავტომობილის დასაყენებელი ადგილი, თუ მისი საზღვრები არ იცვლება გარკვეული დროის მანძილზე, ჩაითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად. ინდივიდუალური საკუთრება არ შეიძლება იყოს ბინის ისეთი ნაწილები, რომლებიც მაგალითად ხელს უწყობენ მის უსაფრთხოებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მდებარეობენ ბინის შიგნით მდებარე ტერიტორიაზე. ბინის გაფართოებისას ან სხვა სახეცვლილების შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ისე, რომ სხვა მცხოვრებლებს არ შეეზღუდოთ უფლებები, არ დაუბნელდეთ ბინა, ან არ შეეშალოთ ხელი რაიმე ნაკვეთით სარგებლობაში.

ბინის დამქირავებელს , რომლებმაც სამ წელზე მეტხანს იცხოვრეს ბინაში, აქვთ ბინის შესყიდვის უფლება. ამ უფლების გამოყენების შესახებ განცხადებით მათ უნდა მიმართონ ბინის ბოლო მესაკუთრეს.  მრავალბინიან სახლში ბინის მფლობელს არ აქვს უფლება იმავე ბინაში შეისყიდოს საცხოვრებელი ფართი. ამის უფლება აქვს მხოლოდ დამქირავებელს. თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, ქირავნობა არ წყდება და ურთიერთობა გრძელდება ახალ მფლობელსა და დამქირავებელს შორის.

ბინაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების შეძენის ან შეწყვეტისთვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მრავალბინიან სახლში პირმა ბინაზე საკუთრების უფლება შეიძლება შეიძინოს ნასყიდობით, ჩუქებით, გაცვლით, და ა.შ. ყველა ასეთი გარიგებისათვის სავალდებულოა სანოტარო ფორმა და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება , დაგირავება ან სხვაგვარად დატვრითვა საერო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად. ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების მოწილეც.

მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრეს აქვს ბინის გასხვისების უფლება. მას შეუძლია გაყიდოს ის, გააჩუქოს, გაცვალოს და ა.შ. მესაკუთრეს ასევე შეუძლია ბინის დაგირავება ან სხვაგვარად დატვირთვა. ამასთან არ დაიშვება ბინის გასხვისება დაგირავება და ა.შ საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად. ეს იმას ნიშნავს რომ პირი, რომელიც შეიძენს ბინას მრავალბინიან სახლში, ხდება არამხოლოდ ბინის მესაკუთრე, არამედ საერთო საკუთრების მონაწილეც, ამიტომ არ დაიშვება მაგალითად, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში იმის გათვალისწინება რომ მყიდველი ვერ შეიძენს უფლებას საერთო საკუთრებაზე.

თითოეულ ბინის საკუთრებაზე ივსება ცალკე ფურცელი საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში ბინის საკუთრების რეგისტრაციის მასალებს თან უნდა დაერთოს სამშენებლო უწყების მიერ დადასტურებული სამშენებლო მომწობა, შენობის პროექტი, აგრეთვეშენობის იმ ნაწილებისმდებარეობა და ზომები, რომლებიც საერთო საკუთრებაშია.

რაც შეეხება ბინის მესაკუთრეთა უფლება მოვალეობებს ამაზე უფრო დაწვრილებით პოსტის მეორე ნაწილში გვექნება საუბარი.

ამნისტია ყალბ დოკუმენტაციაზე

“ამნისტია დოკუმენტების გამყალბებლებისთვის” ცვლილება კანონში ყველა იმ პირზე გავრცელდება რომლებმაც 2007 წლამდე საკუთარი პირადი მოაცემები ან პასპორტი გააყალბეს. პარლამენტში დამტკიცების შემდეგ კანონი უკვე ძალაში შევა და სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავსუფლებს იმ მოქალაქეებს რომლებიც თავისი ნებით განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე.

პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების თვითნებურად თუ განზრახ გამყალბებლებს ჯარიმა არ დაეკისრებათ. ცვლილება ამნისტიის შესახებ კანონში შედის. მოქალაქეს რომელსაც დაბადების თარიღი, სახელი, გვარი ან სხვა მონაცემი შეცვლილი აქვს სამოქალაქო რეესტრს უნდა მიმართოს. ამნისტია კანონის დამრღვევ პირს საშუალებას აძლევს პირადი დოკუმენტაცია ყოველგვარი ჯარიმის და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის გარეშე გაასწოროს.

ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს სამოქალაქო რეესტრში, განაცხადოს ნებაყოფლობით, რომ პირადი მონაცემები ჰქონდა გადაკეთებული და მიიღოს შესაბამისი სერვისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, რაც იმას ნიშნავს რომ მოქალაქეს გაუსწორდება ყველანირი მონაცემი. ცვილებები იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებმაც პირადი მონაცემები 2007 წლის 1 იანვრამდე გააყალბეს. დარღვევის შესახებ მათ ბათუმის იუსტიციის სახლში ან ადგილობრივ სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში უნდა განაცხადონ. ამნისტიით საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ. განაცხადის წარდგენა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებშია საჭირო.მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება ონლაინ რეჟიმში გაუსწორდეთ პირადი მონაცემები.

ამნისტიის შესახებ დეტალები დღეს ბათუმის იუსტიციის სამინისტროში განმარტეს. ამნისტია 2012 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.ცვლილებები ძალაში 1 კვირის შემდეგ შევა. საკანონმდებლო ორგანო ამნისტიის შესახებ კანონზე მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. პარლამენტმა პირადი მონაცემების დარღვევისთვის ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილებები ერთი წლის წინაც შეიტანა.