ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

“ტრეფიკინგი ნიშნავსექსპლუატაციის მიზნით ადამიანების ყიდვა ან გაყიდვა, ან სხვა უკანონო გარიგების განხორციელება,გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას ან მიღების მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით,მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, უფლებამოსილების ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენების ან საფასურის მიცემით ან მიღებით იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა ადამიანზე.”

რა არის ტრეფიკინგი:

  • ადამიანებით ვაჭრობა
  • ძალადობა
  • იძულებითი შრომა
  • ექსპლუატაცია
  • თავისუფლების შეზღუდვა
  • არაადეკვატრი ანაზღაურება
  • მოტყუება
  • კონტაქტის აკრძალვა
  • თანამედროვე მონობა

იმისათვის,რომ დანაშაული დაკვალიფიცირდეს ტრეფიკინგის სახელით უნდა “აკმაყოფილებდეს”  3 პირობას:

  • ქმედება (რა?)
  • საშუალება (როგორ?)
  • მიზანი (რისთვის?)

მიზანი არის კონკრეტული – ექსპლუატაცია (შრომითი ან სექსუალური).

ტრეფიკინკის დანაშაული მსოფლიოში სიმძიმით მესამე ადგილზეა.მიუხედავად ამისა მაინც საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მომგებიანიც. არსებობს ორი სახის ტრეფიკინგი შიდა და საზღვრებს გარეთ. შიდა ტრეფიკინგის დროს ძირითადად ხდება შრომითი ექსპლუატაცია. მაგალითად:

” 72 წლის ცოლ–ქმარი, მოტყუებით მეზობელმა გადაიყვანა გვერდზე სოფელში და შეპირდა რაღაც გასამრჯელოს, ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ. მოხუცებს უხდებოდათ ფერმაში მუშაობა საშინელ პირობებში,იყო წყლისა და საკვების პრობლემაც.ამას გარდა აყენებდნენ როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ შეურაცხყოფას.როდესაც მოხუცები ისე დაუძლურდნენ,რომ საშიში გახდა არ შემოკვდომოდათ,ისინი თავად მიიყვანეს სახლში და ჭიშკართან დატოვეს. თან დაემუქრნენ რომ არსად არაფერი ეტქვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ”.

საზღვრებს გარეთ ტრეფიკინგის ძირითადი მიმართულება სექსუალური ექაპლუატაციაა.

ტრეფიკინგის ასეთი გახშირების მთავარი მიზეზი მისი მომგებიანობაა.ეს არის ჯგუფური დანაშაული,სადაც ხშირ შემთხვევაში ჩართულები არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები. ტრეფიკინგის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასაკმარისი ინფრომაცია ამ სფეროში და ადამიანის სოციალური მდგომარეობა. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი,რომელსაც საჭმლის ფულიც არ აქვს, მზად არის ენდოს საჭვო ადამიანებს და საეჭვო წინადადებებს. ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაცია, შესაძლოა იქცეს ტრეფიკინგის ხელისშემწყობ ფაქტორად, რადგანაც ამ დროს იზრდება იმიგრანტების რიცხვი.

ტრეფიკინგის დანაშაულის დროს არსებობს რამდენიმე სახის ქვეყანა – მომთხოვნო (მიმღები ქვეყნები), მიმწოდებელი და სატრანზიტო. ძირითადად სატრანზიტო ქვეყნებში ხდება  ყალბი დოკუმენტების დამზადება, და ხალხის არალეგალური გზით გადაყვანა. საქართველო წარმოადგენს,როგორც მიმწოდებელ, ისე სატრანსიტო ქვეყანას.

სამწუხაროდ შეუძლებელია სტატისტიკის განსაზღვრა.ამისათვის საჭიროა უშუალოდ დაზარალებულმა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში,რისგანაც ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ. არსებობს ფონდები,რომლებიც ყველანაირი ანონიმურობის დაცვით ეხმარებიან დაზარალებულებს.

როგორც წესი,როდესაც ხარ ტრეფიკინგის მსხვერპლი იმყოფები სრულ იზოლაციაში. ძნელია თავის დაღწევა,რადგან მოქმედებს ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სრულ კონტროლში ჰყევხარ. თუმცა ყოფილა შემთხვევა,როდესაც თავიანთი მოხერხებულობით თავი დაუღწევიათ. მაგალითად:

“ერთ–ერთმა გოგონამ, სანთებელით ოთახში გააჩინა ხანძარი.ხანძარს ბუნებრივია მოჰყვა მეხანძრეების მთელი ჯგუფი.გოგონამ თავისი პრობლემის შესახებ სწორედ მეხანძრეებს უამბო და მათი დახმარებით გაითავისუფლა თავი”

მაგალითი 2:

“ერთ–ერთმა დაზარალებულმა, დალია სასტუმროში არსებული რაღაც წამლები,რის შედეგადაც დაკარგა გონება და იძულებულები გახდნენ გადაეყვანათ საავადმყოფოში.რეანიმაციაში მყოფმა დაზარელებულმა ტავისი პრობლემების შესახებ ექიმს უამბო,რომელიც დაეხმარა მას საავადმყოფოდან გაქცევაში”

ტრეფიკინგის შეფასების და საბრძოლველად 3 დონე არსებობს:

  • კანონი,სადამსჯელო ღონისძიებები
  • დაცვისა და დახმარების ღონისძიებები
  • პრევინციული ღონისძიებები

არსებობს 3 დონის ქვეყნები:

  • პირველი დონის – რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას
  • მეორე დონის – რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი დონეებიდან რომელიმეს
  • მესამე დონის – რომელიც არ აკმაყოფილებს და არც აქვს სურვილი დააკმაყოფილოს.

მესამე დონის ქვეყნებს უწყდებათ ყველანაირი ჰუმანური დახმარება.
2002 წლისთვის საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნად, თუმცა 2003 წელს ის უკვე მეორე და მესამე დონის შუაში მოექცა.იმისათვის,რომ არ ჩამოსულიყო მესამე დონეზე და არ შეწყვეტოტა დახმარება 2003 წელს მოხდა დანაშაულის კრიმინალიზაცია და მივიღეთ კანონი. 2003–2006 წლებში საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნებში.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელბიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუ კი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი:

  • უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას
  • სამედიცინო დახმარებას
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაიას
  • ეხმარება თავშესაფრით
  • ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება
  • დასაქმება
  • რაც მთავარია დაცულია ანონიმურობა

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 4 თავშესაფარი. 2 ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის და 2 ოჯხური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის. თითოეულ მსხვერპლზე განსაზღვრულია გარკეული თანხა,რომელსაც მსვერპლი ვერ იღებს ხელთ. თავშესაფარში დარჩენა ნებაყოფლობითია (ვადა: 1 დღიდან 12 თვემდე), ოჯახური ძალადობის შემთხვევში ვადა მხოლოდ 3–თვემდეა. მიუხედავად,იმისდა მსხვერპლი დარჩება თუ არა თავშესაფარში, ის მაინც მიიღებს კუთვნილ დახმარებას.

რეიტენგრაციის პროცესის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია.თუმცა სოც.მუშაკებს დაზარალებულთან აქვთ მუდმივი კავშირი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციებს და ისინი უწევენ დახმარებას. ყველა რეგიონში ფონდს ჰყავს საკუთარი სოც.მუშაკი.

თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს, არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა,ემსახურებათ მძღოლი,რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თავშესაფარი 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება,ხოლმე რომ თავშესაფარში 10–ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.

სამწუხაროდ ფონდს ჰყავს მხოლოდ ერთი ჯგუფი, 1 იურისტი, 1 ფსიქოლოგი. რა საკმაოდ ცოტაა. თმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაზარალებულების 90% არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და არც ფონდს (სადაც კონფიდენციალურობა დაცულია), შესაძლოა ჯერჯეორბით არც არის მეტი იურისტის ან ფსიქოლოის ყოლა.

მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ხდება თანამედროვე მონათვაჭრების მსხვერპლი.ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი.როდესაც გპირდებიან სამუშაოს საზღვარგარეთ და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს კარგად დაფიქრდით! არ მოგატყუოთ გაფორმებულმა “ხელშეკრულებამ”. ხშირად მსგავსი შემოტავაზებები ადამიანების ექპლუატაციით,დამცირებით და სიკვიდლითაც კი მთავრდება.

ძირითადი რჩევები მათთვის ვინც აპირებს საზღვარგარეთ მუშაობს,სწავლას ან ქორწინებას:

  • სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით,დარეკეთ ცხელ ხაზზე და მიიღეთ ამომწურავეი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ადამიანებით ვაჭორბის მსხვერპლად გახდომის საფრთხე;
  • არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები.იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალრი სტატუსი გაქვთ, თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეინახოს ტქვენი პასპორტი;
  • თქვენი ყველა საბუთის ასლი შეინახეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ უსაფრთხო ადგილას;
  • ისწავლეთ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენის ძირითადი ფრაზები სადაც მიემგზავრებით;
  • ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში;
  • მუდმივათ იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან,ნათესავებთან ან მეგობრებთან; დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრუნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაუკავშირდით კონსულტაციისთვის ფონდის ცხელ ხაზს: 100–229. თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას. მათი მომსახურება ანონიმური და უფასოა! (ზარი უფასოა)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s