უძრავი ნივთის შეძენისა და გასხვისების წესები

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა ნაგებობები , რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია:

  • ნასყიდობის ხელშეკრულება;
  • ჩუქების ხელშეკრულება;
  • გაცვლის ხელშეკრულება;
  • პრივატიზება;
  • სამკვიდრო მოწმობა;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ა.შ.

უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური.  უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

  • განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი;
  • უფლების დამადასტურებელი საბუთი, ტექნიკური აღიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა;
  • საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
  • სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების აღიარების შემთხვევაში, სათანადო კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი;
  • საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული პრივატიზების შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და სხვა;

განცხადებას შეიძლება თან დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებსაც საკითხის გადაწყვეტისთვის შეიძლება გარკეული მნიშვნელობაც ჰქონდეს.

უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენისთვის სვალდებულო არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადება. ამ მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე.

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის საჭირო საბუთების წარდგენის ხარჯები.  მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების საფუძველზე შეცვალონ ზემოთაღნიშნული პირობა.

უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება განხხადების შეტანიდან 4 დღის ვადაში, ხოლო რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 50 ლარს.

    2 thoughts on “უძრავი ნივთის შეძენისა და გასხვისების წესები

    1. litterator

      “შეძენისთვის სვალდებულო არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადება” – სავალდებულო არ არის მაგრამ სასურველია თან ძალიან, დავების პრაქტიკამ დაამტკიცა რომ დავების დროს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უფრო უკეთესია ვიდრე რეესტრის. ვინაიდან რეესტრში მხოლოდ მხარეთა ხელმოწერებს ადასტურებენ და დანარჩენი არ აინტერესებთ, ნოტარიუსი კი გარიგების შინაარსზეც პასუხისმგებელია

      Reply
      1. ig

        თუ საუბარია უბრალოდ ნასყიდობაზე (და სხვა რაიმე ვალდებულებების შესრულება არ ხდება) მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ხელშეკრულების ფორმას( მარტივია, თუ ნოტარიული) რადგან ხდება უბრალოდ ქონების გასხვისება ანუ ერთი ყიდის ქონაბას რაღაც ფასად, მეორე კი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს შეთანხმებული თანხა.
        საინტერესოა რომელიმე შემთხვევის მოსმენა, რა პრობლემები იქნა წარმოშობილი უბრალოდ რეესტრში გაფორმებული ნასყიდობისას.

        Reply

    Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s