ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და მშვიდ და უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. დღესდღეობით ასეთი მშვიდი სიკვდილით ადამიანის ტანჯვისგან გათავისუფლება მხოლოდ ექიმებს ან მედპერსონალს შეუძლია. ევთანაზია მიიღწევა აპარატის გამორთვით (აქტიური ევთანაზია) ან საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობით (პასიური ევთანაზია), მაგალითად წამლის დოზის გარეშე პაციენტის დატოვება თუ მის სიკვდილს გამოიწვევს, ეს პასიური ევთანაზია გახლავთ.
დღესდღეობით არსებობს სამი სისტემა: პირელი სისტემა მოქმედებს ინგლისში, საფრანგეთსა და რუსეთში სადაც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ ; მეორე ჯგუფი ქვეყნებისა ევთანაზიისთვის მსუბუქ სასჯელს აწესებს . ასეთებია მაგალითად გერმანია და ავსტრალია; ხოლო პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები ევთანაზიას ცნობენ და დეკრიმინალიზებულად აცხადებენ.
უკანასკნელი ცვლილებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 110-ე მუხლში ევთანაზიის შესახებ ასეთ განმარტებას გვთავაზობს:
მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ევთანაზიას ასევე კრძალავს ჯანმრთელობის დაცვის კანონი, რომლის 151-ე მუხლის მიხედვით სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებიმიერ სხვა პირს ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან მასში მონაწილეობა.
თუმცა ამავე კოდექსის 23-3 მუხლი პაციენტს აძლევს არჩევანის ნებას: “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.
ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ პაციენტს შეუძლია საკუთარ სიცოცხლეზე უარი თქვას, მაშინ რატომ უნდა დაისაჯოს ექიმი? ამ კითხვაზე პასუხი პასიური და აქტიური ევთანაზიის არსებობით გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ აქტიური ევთანაზიაა დასჯადი, ხოლო პასიური არა. სავარაუდოდ, სწორედ პასიურ ევთანაზიად მიიჩნევა პაციენტის არჩევანი, უარი თქვას მკურნალობაზე და აღარ მიეწოდოს სამკურნალო საშუალებები. ეს მსჯელობა ოდნავ ამსუბუქებს ზემოთხსენებულ მუხლებში არსებულ შეუსაბამობას, თუმცა აქტიური ევთანაზიის აკრძალვა კვლავ პრობლემაა. ფაქტიურად დაავადებულ ადამიანებს უწევთ ტანჯვა და წამება და მათ უფლება არ აქვთ შეიმსუბუქონ ტანჯვა თუნდაც ვინმეს დახმარებით. საკითხავია, საიდან გამომდინარეობს ეს აკრძალვა, გაუმართლებელია ეს ეკლესიურად (ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფის დაუშვებლობა) თუ კონსტიტუციურად, სადაც ადამიანის სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება უმთავრესია. თუმცა განა სწორედ კონსტიტუციურად არ არის აკრძალული ადამიანის წამება და არაჰუმანური მოპყრობა? რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ დაავადებით გამოწვეული წამება კონსტიტუციაში მოხსენიებულ წამების კატეგორიად, უცნობია.
ფაქტია, დღესდღეობით საქართველოში ევთანაზია, როგორც უკვე აღვნიშნე აქტიური ფორმით, დასჯადია, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კანონმდებლებს გადაეხედათ მოქმედი კანონებისთვის და კიდევ ერთხელ მომხდარიყო გადამოწმება, უნდა იყოს თუ არა დასჯადი ევთანაზია. ეს რა თქმა უნდა, არ არის სწრაფად მოგვარებადი პრობლემა, საჭიროებს საზოგადოების მზადყოფნას, მორალური ღირებულებების გადაფასებას და ა.შ. მე კი, როგორც ავტორი, ვიტოვებ დასკვნის უფლებას და ვიტყვი რომ ევთანაზია დაშვებული უნდა იყოს როგორც აქტიური ასევე პასიური ფორმით.
თქვენ როგორ ფიქრობთ?
ჩემი ღრმა რწმენით და არაერთი იურიდიულ ჩარჩოში მოქცეული არგუმენტით, აქტიური ევთანაზიაც უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. ევთანაზიას ადამიანები მაშინ მიმართავენ, როდესაც ტკივილის ატანა არ შეუძლიათ, მაგალიტად თავის ტვინის სიმსივნის დროს, ამ დროს პასიური ევთანაზია კივე უარესეია, თუ ტკივილს ვერ დააღწია თავი, აზრი არ აქვს მაშინ ევთანაზიის არსებობას. ამ დროს შეიძლება პაციენტისთვის აქტიური ევთანაზია ერთ–ერთი საუკეთესო გამოსავალი უნდა იყოს : )
ratkmaunda getanxmebi, adamiani kibos dros wlobitaa sawols mijachvuli tkiva itanjeba da bolos sashineli agoniit kvdeba…. rratom unda uwevdes amis atana adamians roca sheizleba wynarad umtkivneulod da dagegmilad daizino… seriozuli mushaoba iqneba sachiro kontrolis dasaweseblad ratkmaunda magram chemi azrit es unda gaketdes
აქტიური ევთანაზია არ უნდა ისჯებოდეს და პიროვნებას უნდა ჰქონდეს უფლება მშვიდად „წავიდეს“.
saertoto dzalian mzime temaa da seriozul ganxilvas sachiroeb.saertot me vpiqrob adamians unda qondes imis ufleba rom tavad akontrolos misi sicocxlis gagrzelebis da ar gagrzelebis dro,(ratqmqunda mxedvelobashi maq rodesac is mzime avadmyofia)mas aucileblad unda qondes archevanis ufleba.amitom sachiroa am sakitxze msjeliba da kanonis charchoshi moqceva.
გამოხმაურება: სიცოცლის უფლება | Geolaw
yvela tipis evtanazia aqtiuri tu pasiuri dasjad qmedebas unda carmoadgendes.
საკმაოდ საინტერესო და რთული თემაა განსახილველად. მიმაჩნია,რომ არანაირი სახის ევთანაზია არ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული. პირადად მე ევთანაზიას როგორც მკვლელობის ფაქტს ისე ვაფასებ რაც დასჯად ქმედებას უნდა წარმოადგენდეს.
11
როგორ იპოსტება აქ რა!!!
aaa
თუკი ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება გარდაცვალების.? თუ კი ადამიანი ფიქრობს რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ აქვს რა უფლებიტ ვაიძულებტ მათ იცხოვრონ. მე ათეისტი არ ვარ და მჯერა რომ თუ ადამიანი წყვეტს რომ გარდაიცვალოს ეს მას ღვთისგან აქვს შთაგონებული,ღმერთს არ უნდა ადამიანი აწამოს ამ ცხოვრებაში და არც იმ ცხოვრებაში რადგან ღმერთი თვით სიყვარულია და თუ მე ვწყვეტ რომ მაქვს სიკვდილის უფლება ეს რვთისგან მოდის.