ჰომოფობია

ტერმინი ჰომოფობია ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ.

ევროპარლამენტის მიერ 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული:

ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 17 მაისის გამოცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა ფსიქიურ დაავადებათა სიიდან ამოიღო. თუმცა, ამით ლგბტ ადამიანთა ბრძოლა თანაბარი უფლებებისათვის არ დასრულებულა. ამ დღის აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომელიც გმობს ადამიანთა დისკრიმინაციას რასობრივი, ეროვნული, კულტურული, რელიგიური თუ სხვა რამ ნიშნით, გარკვეულ ვალდებულებებს აყენებს იმ სახელმწიფოთა წინაშეც, რომლებიც არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ჰომოფობიასა და ლგბტ ადამიანების მდგომარეობას ქვეყანაში.
2005 წლიდან 17 მაისს, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (International Day Against Homophobia – IDAHO), მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების იდეა ფრანგ მეცნიერსა და მწერალს ლუი-ჟორჟ ტენს ეკუთვნის. გაეროში გაგზავნილ მიმართვას, ხელი ადამიანთა უფლებებისათვის მებრძოლმა 10 000-ზე მეტმა აქტივისტმა მოაწერა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან. ამ მოთხოვნას, ცხადია, თავისი მიზეზები ჰქონდა.

ჰომოფობიის გამოვლინების თვალსაზრისით, მეოცე საუკენე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდია ისტორიაში. ჰომოსექსუალები იდევნებოდნენ და ისჯებოდნენ საბჭოთა კავშირში. ნაცისტურ გერმანიაში ამ ბრალდებით 100 000-მდე ადამიანმა საკონცენტრაციო ბანაკებში ამოჰყო თავი. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლო ვარდისფერი სამკუთხედია, რომლის ისტორიაც ნაცისტურ რეჟიმს უკავშირდება. ბოშებთან და ებრაელებთან ერთად, ჰომოსექსუალები იმ “არასასურველ”ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ, ვის განადგურებასაც ნაცისტები აპირებდნენ. კანონმდებლობის 175-ე პარაგრაფში, რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს კრძალავდა, ჰიტლერის მიერ ცვლილებები იქნა შეტანილი, რომლის მიხედვით, ჰომოსექსუალური აქტის გარდა, იკრძალებოდა აგრეთვე კოცნა, ჩახუტება, ჰომოსექსუალური ფანტაზიებიც კი! კანონის დამრღვევები სასჯელს ციხეში იხდიდნენ, შემდეგ მათ საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. გამოტანილი განაჩენი მათ სტერილიზაციას ითვალისწინებდა, რასაც ხშირად კასტრაციაც სდევდა თან. 1942 წელს სასჯელი გაამკაცრეს და ჰომოსექსუალური აქტისთვის ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ. საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის ხელახალი კრიმინალიზაცია 1934 წელს მოხდა. ამ პერიოდში, ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა ლამის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად იქცა. საინტერესოა, რომ კანონი მხოლოდ მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირისათვის ითვალისწინებდა სასჯელს, ლესბოსელობა კი ფსიქიკურ გადახრად ითვლებოდა.

დღესაც, XXI საუკუნეში მსოფლიოს ოთხმოცდაექვს ქვეყანაში ჰომოსექსუალობა კანონითაა აკრძალული და ისჯება – ზოგ ქვეყანაში სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ზოგან კი ადამიანებს სიკვდილით სჯიან. რაღა თქმა უნდა, ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან და მისი დეკრიმინალიზაცია წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის არარსებობის პირობებში, ლგბტ (ლეზბი-გეი-ბისექსუალი-ტრანსსექსუალი) ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მსხვერპლნი. არათუ საქართველოში, სადაც არა მარტო ჰომოფობიის პროპაგანდა, არამედ რელიგიური შეუწყნარებლობისა და სექსიზმის გამოვლინებაც ბოლო პერიოდის წინასაარჩევნო პერიოდის უცვლელ ატრიბუტად იქცა, არამედ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დიდი ხნის წინ მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ყოველდღიურად აღინიშნება ძალადობის ფაქტები სკინჰედებისა, სხვადასხვა ნეოფაშისტური დაჯგუფებების მხრიდან.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის დაწესების მთავარი მიზეზი მსოფლიოში ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციის ამ და სხვა მრავალ ფაქტზე ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. საქართველოს კანონმდებლობით ჰომოსექსუალთა უფლებები ისევეა დაცული, როგორც სხვა დანარჩენ მოქალაქეთა. იგი არ ითვალისწინებს მხოლოდ ერთ სქესიან ქორწინებას, რასაც ზოგიერთი ადამიანის უფლებათა დამცველი მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობიის ძირითად მიზეზებად შესაძლოა დავასახელოთ, საბჭოური მენტალიტეტის ნიშნები, რომელიც ჯერ კიდევ არ გამქრალა ჩვენი საზოგადოებიდან და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია, რაც ასეთი ადამიანების უარყოფით არის გამოწვეული. ზემოთხსენებული, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტსაც გავითვალისწინებთ ქართულ საზოგადოებაში. თუმცა, სულ რამდენიმე ხნის წინ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები არ უნდა იყვნენ განდევნილნი საზოგადოებიდან. პატრიარქის სიტყვებით, ის მიიჩნევს რომ ჰომოსექსუალობა არის ადამინის თავისუფალი არჩევანი და ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. მიუხედავად, იმისა რომ საერთაშორისო საზოგადოება ლიბერალურად არის განწყობილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამინების მიმართ, საქართველოში ამ მხრივ მაინც საკმაოდ რთული ვითარებაა. ამას ადასტურებს, თუნდაც ის ფაქტი, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ 2009 წლის 31 ივლისს პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით მამათმავლობა დასჯადი უნდა იყოს, თუ ის საზოგადოების გახრწნისკენ არის მიმართული. თუ იგი საზოგადოების საჯარო ინტერესს ლახავს და წარმოადგენს გაუკუღმართებულ და გაუზნეურებულ ქცევის წესებს. მისი თქმით, დასაცავია მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ პათოლოგიური ნაკლით დაიბადა, რადგან მას ბუნების წინაშე ბრალი არ მიუძღვის. დეპუტატი დარწმუნებული იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მის შეფასებას გაიზიარებდა. დღეს ეს ადამიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე სახელდება კანდიდატად, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. (ბლოგის ავტორების მოსაზრება)

რაც შეეხება ჰომოსექსუალების ჯარში მსახურებას, შეგახსენებთ ევროსასამართლოს ერთ–ერთ გადაწყვეტილებას UK–ის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დიდმა ბრიტანეთმა გააუქმა ჰომოსექსუალებისთვის სამხედრო ძალებში მსახურების აკრძალვა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s