როგორ უნდა გადაწყდეს დავა? (კაზუსი)

შპს “მშენებელს” და შპს “მეტალს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს “მეტალმა” იკისრა ვალდებულება მიეყიდა შპს “მშენებელისთვის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლის მქონდე დიზელის სამონტაჟო ავტომატრისა, ბურღით, მარკით აგდ-1. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 609 000 შვეიცარული ფრანკით. ანგარიშწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში საქონლის მიწოდებიდან ორი დღის ვადაში. საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო 2012 წლის 20 მაისს. მიწოდების ადგილად განისაზღვრა შპს “მშენებელის” იურიდიული მისამართი. საქონლის გადაცემის დროს უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი. საქონლის ღირებულების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელების გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემძენს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. დათქმულ ვადაში, 2012 წლის 20 მაისს, შპს “მეტალმა”  შპს “მშენებელს” მიაწოდა საქონელი იურიდიულ მისამართზე. შპს “მშენებელმა” მიწოდებული საქონელი განათავსო უსაფრთხოდ თავის ტერიოტორიაზე, ამასთან საქონლის მიღება-ჩაბარების აქტზე შპს “მეტალს” არ მოუწერა ხელი, ვინაიდან პრეტენზია გაანცხადა ნივთის ნაკლთან დაკავშირებით, კერძოდ საქონლის ტექნიკური პასპორტი არ იყო ნათარგმნი ქართულ ენაზე, ამასთან ვიზუალური დათვალიერებით ვერ მოხერხდებოდა საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობის დადგენა მოთხოვნილ პარამეტრებთან და ამისთვის აჭირო იყო ექსპერტიზის დასკვნა. საექსპერტო დაწესებულებამ 2012 წლის 20 ივლისს გასცა დასკვნა, რომ ექსპერტიაზაზე წარდგენილი ავტომატრისა აგდ-1 თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით მთლაინად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს და ვარგისი იყო ექსპლუატაციისთვის. ექსპერტიზის დასკვნის გაცემიდან ორ დღეში შპს “მშენებელმა” გადაურიცხა შპს “მეტალს” ნასყიდობის საგნის საფასური, ამასთან მოითხოვა ტექნიკური პასპორტის თარგმნის და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება. შპს “მეტალმა” უსაფუძვლოდ მიიჩნია პრეტენზია და თავის მხრივ მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება თანხის დაგვიანებით ანაზღაურების გამო.

როგორ უნდა გადაწყდეს დავა? იმსჯელეთ მხარეთა პოზიციების მართებულობაზე.

შეგახსენებთ რომ კაზუსის ამოსახსნელად დაგჭირდებათ სახელშეკრულებოს, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების, ცოდნა : )

Advertisements

6 thoughts on “როგორ უნდა გადაწყდეს დავა? (კაზუსი)

  1. salo

    eqspertiza gatvaliswinebuli unda yofiliyo xelshekrulebashi radgan ubralo datvalierebit ver moxexrxdeboda saqonlis naklis agmochena,magram aucilebeli iyo teqnikuroi pasportis qartul enaze targmna da gadacema amitomac sps mshenebels unda aunazgaurdes gaweuli xarjebi

    1. siyvarulovna Post author

      სალო, სამწუხაროდ ცდები.
      ტექნიკური ასორტი არ არის მნიშვნელოვანი საბუთი, რომლის თარგმნა/არ თარგმნა იწვევს რაიმე შედეგს და შესაბამისად არ აქვს უფლება მოითხოვოს თარგმნაში დახარჯული ხარჯები.
      ასევე, რადგან მან ტვირთი უკვე გადმოზიდა და თავის(!) ტერიტორიაზე განათავსა ითვლება რომ მან მიიღო საქონელი, ე.ი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა ირობა შესრულდა. ამასთანავე, ის რომ ექსერტიზა ჩატარდა იყო მისი უფლება და აქედან გამომდინარე არც ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.
      რადგან გავარკვიეთ რომ შს მშენებელს არ აქვს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამოდის რომ მან დაარღვია კანონი და ე.ი უნდა დაეკისროს პირგასამტხლოც : )

      1. ani

        ყველა პირობა როგორ შესრულდა? მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოუწერიათ. აქედან გამომდინარე პირობა დარღვეულია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s