ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცის მერვე მუხლი განსაზღვრავს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას და შეზღუდვის კრიტერიუმებს.
მუხლი 8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება
- ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.
- დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
ევროკონვენციის მე–8_მე–11 მუხლები ძალიან სპეციფიკურია თავისი შინაარსის მიხედვით. მუხლშივეა მოცემული რა საფუძვლების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს მუხლით დაცული სიკეთე.
პირადი ცხოვრების უფლება ზღუდავს სახელმწიფოს და ავალდებულებს მას მინიმალურად ჩაერიოს პირის განვითარების პროცესში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ინდივიდის პირად ცხოვრებაში ჩარევისგან, თუ ამას მკაცრად განსაზღვრული აუცილებლობა არ განაპირობებს. ინდივიდი თავისუფალი უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლისაგან საზოგადოებრივ ურთიერთობასა და პირად ცხოვრებაში
იმისათვის, რომ ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ მუხლის დაცვის ქვეშ მოხვდეს, უნდა გაიაროს სავარაუდო დარღვევის შემოწმების ასეთი ტესტი:
- ხვდება თუ არა მოცემული ურთიერთობა მე-8 მუხლით დაცულ სფეროში;
- მოხდა თუ არა ჩარევა უფლების განხორციელებაში;
- გამართლებულია თუ არა ჩარევაა) კანონიერების,
ბ) აუცილებლობის,
გ) პროპორციულობისა და ლეგიტიმურობის მიზნით
დ) თანაბარი მოპყრობის თვალსაზრისით
საქმეში Pretty v UK (29 April 2002) ევროსასამართლომ განსაზღვრა პირადი ცხოვრების უფლება როგორც “განსამარტად ამოუწურავი ტერმინი”. სასამართლომ განაცხადა, რომ უფლება მოიცავს პირის ფიზიკური და ფსიქიკური (სულიერი) მთლიანობის ელმენტებს. პირადი ცხოვრება შეიძლება მოიცავდეს ისეთ ასპექტებსაც როგორიც საკუთარი თავის აღქმაა, მაგ.: სქესისადმი კუთვნილება, სახელი, სექსუალური ორიენტაცია (B. v. France, judgment of 25 March 1992, pp. 53-54, § 63; Burghartz v. Switzerland, 22 February 1994, p. 28, § 24; Dudgeon v. the United Kingdom, 22 October 1981, pp. 18-19, § 41; and Laskey, Jaggard and Brown. 131, § 36). მუხლი ასევე ფარავს პიროვნების განვითარებისა და სხვა პირებსა თუ გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების უფლებას Burghartz, p. 37, § 47, and Friedl v. Austria, 31 January 1995, p. 20, § 45).
ზემოთ მოყვანილ საქმეთაგან გამოვყოფდით Dudgeon v. the United KingdoM ქეისს, რომელიც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ უფლებასთან დაკავშირებულ საქმეთაგან. ეს გახლდათ პირველი წარმატებული ჰომოსექსუალური სარჩელი გახლდათ. საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგად 1982 წლიდან გეი კავშირის სრული დეკრიმინალიზაცია მოხდა ინგლისში, უელსსა და ირლანდიაში – 1980 წლამდე ჰომოსექსუალური კავშირი დასჯადი იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის სქესობრივი ცხოვრება პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ დაუშვებელია პიროვნებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჰომოსექსუალია. ამასთან, სასამართლო არ თვლის, რომ ნებისმიერი სახის კავშირი ექცევა მე–8 მუხლით დაცულ ურთიერთობებში. მაგ.: სადო–მაზოხისტური ურთიერთობები Laskey, Jaggard and Brown v. the United Kingdom (19 February 1997).
მოვიყვანთ ჩარევის მაგალითებს/კონკრეტულ საქმეებს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან პირადი ცხოვრების არსის განმარტების შესაბამისად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
- პიროვნების ფიზიკურ და სულიერ მთლიანობას – იძულებითი გინეკოლოგიური გამოკვლევა არღვევს პირის პირადი ცხოვრების უფლებას . (F v Turkey (22 July 2003) – ქურთი ცოლ–ქმრის ქეისი, რომლებსაც საპატიმროში მოხვედრისას იძულებითი გინეკოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს.
- თვითიდენტობა – მოიცავს სახელს (Guillot v France (24 October 1996); უმცირესობის წევრად თავის მოაზრების უფლებას (Buckley v UK (25 September 1996); სქესის შეცვლისა და მისი აღიარების უფლებას (B v France (25 March 1992); Christine Goodwin v UK (11 July 2002), paras 84-85, 90, 93; – ამ კონკრეტულ ქეისში განიხილებოდა პიროვნების საქმე, რომელმაც შეიცვალა სქესი, მამაკაცი ქალად “გადაკეთდა” და სახელმწიფო სამართლებრივად არ აღიარებდა, კერძოდ, პრობლემები შეექმნა დოკუმენტაციის აღებისას.
- სქესობრივი ორიენტაცია, თვითაღქმა და ურთიერთობები – საქმეში A.D.T v. the United Kingdom (31 July 2000), para.38 სასამართლომ დაადგინა, რომ ფარული ჰომოსექსუალური ურთიერთობების სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად მიჩნევის საფუძველი არ არსებობდა.
- პირადი ცხოვრება და პუბლიკაციები – კერძო პირები (მათ შორის ცნობილი ადამიანები) სარგებლობენ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებით (Earl Spencer and Countess Spencer v UK (Decision 16 January 1998); Caroline von Hannover Princess of Monaco v Germany (24 September 2004)).
- პირადი მონაცემები – ასაკისა და საპასპორტო მონაცემების გამჟღავნება არ ჩაითვლება პირადი ცხოვრების უფლების დარღვევად.
- სახლი და გარემო – ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახლის დანგრევა ჩაითვალა პირად ცხოვრებაში ჩარევად Bilgin v Turkey (16 November 2000). საქმეში Gillow v UK (24 November 1986) მომჩივანს არ მიეცა უფლება ეცხოვრა საკუთარ სახლში, რამაც დარღვევა გამოიწვია. მე–8 მუხლი ასევე მოიცავს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლებას. Guerra v Italy (19 February 1998); Lopez-Ostra v Spain (9 December 1994); and Hatton v UK (8 July 2003)).
- პატიმრები და მიმოწერის უფლება – პატიმრებს უნარჩუნდებათ კონვენციით აღიარებული უფლებები, მათ შორის წარმომადგენელთან ურთიერთობის უფლება Golder v UK (21 February 1975) to Ocalan v Turkey (12 May 2005).
- მოსმენა – სასამართლო მიიჩნევს, რომ კომუნიკაციის საშუალებებზე მეთვალყურეობა შესაძლოა გამართლებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა იგი მკაცრად უნდა განსაზღვრული და რეგულირებული ეროვნული კანონმდებლობით, რისი არარსებობაც ჩაითვლება კანონით განსაზღვრულობის კრიტერიუმის წინააღმდეგობრივად Copland v. The United Kingdom (3 April 2007), paras 39-49. ნებისმიერი ფორმის მოსმენა, მიყურადება და საგამოძიებო მონიტორინგი ექცევა მე–8 მუხლით დაცული ურთიერთობის ქვეშ. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ მე–8 მუხლის მე–2 ნაწილის მოთხოვნებს (Malone v UK (2 August 1984); Halford v UK (27 May 1997)). უშიშროების სამსახურის არსებობა შესაძლოა საჭირო იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, თუმცა მხოლოდ ამ უკანასკნელის ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საფრთხის სერიოზულობა უნდა იყოს გამოყენებული საშუალებების დამაბალანსებელი კრიტერიუმი.
- კონტროლის ღონისძიებები –პირის კონტროლის თითქმის ყველა გამოვლინება მოექცევა მე–8 მუხლის ქვეშ, მათ შორის ნიმუშების შეგროვება Murray v UK (28 October 1994); Friedl v Austria (31 January 1995). დანაშაულის პროვოცირებაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს მე–8 მუხლის ქვეშ არსებულ ურთიერთობადTexiera de Castro v Portugal (9 June 1998)
პირადი მონაცემების შენახვა არ შეიძლება ნიმუშების მოპოვების მართლზომიერებით გამართლდეს X v Germany . მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებულია პირადი ცხოვრების უფლების დარღვევით, არ უნდა შეადგენდეს ბრალდების არგუმენტაციის ნაწილს, ვინაიდან ამან შესაძლოა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გამოიწვიოს Allan v UK (5 February 2003), but also see Schenk v Switzerland (12 July 1988) and Khan v UK (4 October 2000). - სამედიცინო მომსახურება – სამედიცინო მომსახურების აღმოუჩენლობამ, ან თანხმობის გარეშე სამედიცინო დახმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მე–8 მუხლის დარღვევა. სამედიცინო კონფიდენციურობის დარღვევა ასევე მკაცრად კონტროლდება სასამართლოს მიერ Z v Finland (25 February 1997).
როგორ ფიქრობთ, რომელიმე ქართული კანონი ხომ არ ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მერვე მუხლით დაცულ სიკეთეებს? 🙂 მოგვწერეთ თქვენი აზრი და შემდეგ პოსტებში ამასაც განვიხილავთ.
“ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ” მორალის” – ანუ საკმარისია ვინმემ რამე ამორალობად მიიჩნიოს და დასჯიან ადამიანს? რა აფსურდია?
არა, მაგასაც თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს 🙂 ყველა სიტყვა რომ დაწვრილებით განმეხილა, ძალიან გაიწელებოდა პოსტი