რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ფეიჯზე დაიდო კაზუსი სისხლის სამართლიდან.
აღნიშნული კაზუსი წარმოდგენილია პრაქტიკიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მძღოლის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლს (განსაცდელში მიტოვება). თუმცა, როგორც იცით სასამართლო ხშირად ცდება ხოლმე და მიიჩნევენ, რომ სასამართლის მიერ გამოტანილი ეს გადაწყვეტილებაც არასწორია და სინამდვილეში მძღოლის მიერ ჩადენილ დანაშაულს დაუხმარებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, წარმოადგენს.
გადავწყვიტე, თითოეული სავარაუდო პასუხი ცალ-ცალკე განმეხილა და ამეხსნა თუ რატომ არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ქმედება როგორც განსაცდელში მიტოვება (სსკ-ის 128-ე მუხლი) და რატომ არის კაზუსში განხილული დანაშაული დაუხმარებლობა (სსკ-ის 129-ე მუხლი).
“მუხლი 128. განსაცდელში მიტოვება (28.04.2006 N 2937)
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
სისხლის სამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ზომები თავის დასაცავად. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებლად. განსაცდელში მიტოვების დროს დამნაშავე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედებაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი პირობების არსებობას:
ა) ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად;
ბ) განსაცდელში მიტოვებულს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ მუხლში განსაზღვრულია პირთა ის წრე, რომლებიც ვალდებულნი არიან (თუ კი მათ ამის შესაძლებლობა აქვთ), რომ იხსნან პირი განსაცდელისგან. ანუ, პირები, რომლებსაც ევალებოდათ განსაცდელში მყოფ პირზე ზრუნვა. განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების სპეციალური ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს უშუალოდ კანონიდან (მაგალითად, საქამოალაქო კოდექსით მშობლები ვალდებულნი არიან დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს), მოქმედების ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს არჩეული პროფესიით ან სამსახურეობრივი მდგომარეობით. დახმარების აღმოჩენის სპეციალური ვალდებულება აგრეთვე შეიძლება ეფუძნებოდეს დამნაშავის წინარე ქმედებას რითაც საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს. განსაცდელში მიტოვებისთვის პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, როცა მას რეალური შესაძლებლობა აქვს მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსაცდელში მიტოვება ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩდენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამნაშავეს 128-ე მუხლით მაშინაც დაეკისრება, როდესაც იგი სათანადო დამხარების აღმოჩენითაც ვერ გადაარჩენდა დაზარალებულის სიცოცხლეს.
ერთი შეხედვით, სახეზე გვაქვს ყველა ის ფაქტი რაც საშუალებას მოგვცემს ვივარაუდოთ რომ საქმე ეხება განსაცდელში მიტოვებას. თანაც, აღსანიშნავია ექპერტიზის დასკვნა, რომ ბავშვი გარდაიცვლებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას გადაიყვანდნენ საავადმყოფოში. მაგრამ, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მძღოლი, მოქალაქე ა. საავტომობილო გზაზე მოძრაობდა წესების სრული დაცვით და ავარია მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. შესაბამისად, მას არ წარმოეშვა ის ვალდებულება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლში და არ გახდება პირი, რომელიც მოვალეა იზრუნოს განსაცდელში მყოფ პირზე. თუკი სახეზე არ გვყავს პირი, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა განსაცდელში მყოფ პირზე, გამოდის რომ ქმედებას ვერ დავაკვალიფიცირებთ როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლს.
გადავიდეთ დაუხმარებლობაზე.
“მუხლი 129. დაუხმარებლობა (28.04.2006 N 2937)
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარა გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუმ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისისთვის ან სხვისთვის სერიოზული ზიანის შექმნის გარეშე, აგრეთვე დამხარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის,-
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”
დაუხმარებლობის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, სახელდობრ, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობაში, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობაში სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის. ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხე უნდა იყოს უშუალო და რეალური, აქედან გამომდინარე, დახმარების აღმოცენაც უნდა იყოს აუცილებელი და გადაუდებელი. აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება ნიშნავს იმას, რომ შექმნილ ვითარებაში დაუხმარებლობა გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას.დახმარების აუცილებლობა განპირობებულია აგრეთვე იმით, რომ სიცოცხლითვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს თავად არ შეუძლია შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევა.
დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება იყოს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ნებისმიერი ფიზიკური პირი. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში განსაცდელში მიტოვება და დაუხმარებლობა. მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, შეიძლება ითქვას ის პირთა წრეა რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 128-ე მუხლში. ანუ, თუ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფს განსაცდელში მიატოვებს და არ დაეხმარება პირი, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა მასზე, მაშინ იგი პასუხს აგებს არა დაუხმარებლობისთვის, არამედ განსაცდელში მიტოვებისთვის.
როგორც ზევით აღვნიშნე, ყურადღება უნდა მივაქიოთ იმ ფაქტს მძღოლი იყო თუ არა მოვალე ეზრუნა განსაცდელში მყოფ პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში იმ ბავშვზე, რომელიც დააზიანა. რადგანაც, იგი მოქმედებდა საგზაო წესების სრული დაცვით მას არ წამოშობია პასუხისმგებლობა ეზრუნა დაზარალებულზე. აქედან გამომდინარე, სახეზე გვაქვს დაუხმარებლობა. მძღოლი ვალდებული იყო ბავშვი გადაეყვანა საავადმყოფში.
თუმცა, აქვე ვიტყვი იმასაც რომ, შესაძლებელია ეს კაზუსი თქვენ სულ სხვანაირად ამოხსნათ 🙂
ვა, რა საინტერესოა! არ ვარ იურისტი, მაგრამ ზოგადად ძალიან დამაინტერესა.
ე.ი. რადგან წესები არ დაურღვევია და ამიტომ არ გახდა ბრალდებული მოვალე და რადგან მოვალე არ იყო და 128-ე მუხლში არის სიტყვა “და” და არა “ან”, ამიტომ ის ამ მუხლის ქვეშ არ ხვდება, მაგრამ გამოდის 129-ეს ქვეშ, რომელიც ამ პიროვნების შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს და დახმარების შესაძლებლობაც ჰქონდა (მინიმუმ ფიზიკური და მატერიალური, მაგრამ შეიძლება არ ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შოკიდან გამომდინარე).
ანუ მოვალეობის და შესაძლებლობების მომენტის დადგენაა აქ მთავარი თემა. ჰოოოდა ამ მოვალეობას რითი ვადგენთ, სად წერია ეგ ნაწილი? 🙂
ასევე ზოგადად როგორ ხდება; თუ 128-ე მუხლიდან გამომდინარე ვარ დანმაშავე, 129-ე მუხლიც ხომ შეიძლება მეხებოდეს, ჰოდა ამ შემთხვევაში “და” პრინციპია და შეკრებითობა მუშაობს?
ე.ი 128-ე მუხლით დამნაშავე იქნები მაშინ როდესაც იყავი მოვალე გეზრუნა დაზარალებულზე. ეს “მოვალე” შეიძლება იყოს კანონით განსაზღვრული პირი, ან შემთხვევიდან გამომდინარე. კანონით განსაზღვრულია მაგალითად რომ მშბოლებმა უნდა მიხედონ არასრულწლოვან შვილებს და თუ ეს არასრულწლოვანი შვილი იქნება საფრთხეში და მშობელი არ დაეხმარა გამოდის 128-ე. შემთხვევიდან გამომდინარე არის როდესაც მანქანა დაეჯახება დავუშვათ. ამ შემთხვევაში მანქანის მძღოლი გამოდის ვალდებული პირი დაეხმაროს დაზარებულს.
მაგრამ, თუ დაზარალებუსლ არ ეხმარება პირი, რომელიც არ არის ვალდებული იზრუნოს ამ დაზარალებულზე მაშინ სახეზე გვაქვს დაუხმარებლობა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 129-ე მუხლით.
ანუ, შეუძლებელია რომ ეს ორი მუხლი ერთად მოქმედებდეს. ან ხარ ის პირი რომელიც ვალდებულია იზრუნოს დაზარალებულზე, ან არა.
რატომ არ შეიძლება ეს შემთხვევა განხილულ იქნეს , როგორც უმოქმედობით ჩადენილი განზრახი დანაშაულის მცდელობა? მცდელობა იმიტომ რომ, როგორც ექსპერტიზამ თქვა ბავშვის სიკვდილს თავიდან ვერ აიცილებდა. უმოქმედობა იმიტომ რომ მძღოლი არ დაეხმარა ბავშვს , წინარე მოქმედებიდან გამომდინარეობს რომ იგი იყო სამართლებრივი გარანტი და ობიექტურად შეეძლო ბავშვს დახმარებოდა. ?
უმოქმედობით იმიტომ არ შეიძლება იყოს ჩადენილი,რომ არ გვაქვს უმექმედობის მიზეზობრიობის მესამე პირობა,კერძოდ,”შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით შედეგის თავიდან აცილება”,აქედან გამოდინარე მძღოლი პასუხს აგებს მხოლოდ
განსაცდელში მიტოვებისათვის…..
ki magram arsebobs mosazreba romlis mixedviTac tu saxeze ar gvaqvs umoqmedobis mizezobriobis mesame piroba kerdzod ”შესაძლებელი და სავალდებულო მოქმედებით შედეგის თავიდან აცილება” am shemtxvevashi analogiit gamoiyeneba danashaulis mcdeloba. განსაცდელში მიტოვება კი გამოიყენება იმ მოსაზრების მიმდევართა მიერ ვინც არაპირდაპირი განზრახვით მცდელობას არ აიარებენ.
რატომ გამორიცხეთ თვითიმედოვნება ? ის რომ საგზაო წესების დაცვით მოქმედებდა და დაარტყა წინარე მოქმედებით ქმნის გარანტის ფუნქციას. უმოქმედობა გამოირიცხება იმიტომ, რომ მან ქმედება განახორცილება კერძოდ ბავშვი სახლში მიიყვანა, მთავარია არა საიდ მიიყვანა ამ შემთხვევაში, არამედ რომ უმოქმედობა არ გამოავლინა.
თვითიმედოვნებაა, იმიტომ, რომ მძღოლს გაცნობიერებული აქვს ის, რომ ჩადის არასწორ ქმედებას, კერძოდ საავადმყოფოში არ მიჰყავს ბავშვი, იგი ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას კერძოდ, იმას ბავშვი შეიძლება მოკვდეს, მაგრა მუსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ შედეგი თავიდან იქნება აცილებული
დაუხმარებლობაა.მძღოლს არ აქვს გაცნობიერებული,რომ ის საგზაო წესების სრული დაცვით მოძრაობდა ამიტომაც პასუხისმგებლობის აცილების და კვალის დაფარვის მიზნით ბავშვი მიჰყავს სახლში და არა იმ მოტივით რომ გადაარჩინოს ბავშვის სიცოცხლე.შეიძლება ვივარაუდოთ,რომ მან უბრალოდ წაიყვანა სახლში და არანაირი დახმარება აღმოუჩენია ბავშვსთვის.ექსპერტიზის დასკვნით ბავშვი მაინც გარდაიცვლებოდა,მაგრამ მას ბავშვი საავადმყოფოში რომ წაეყვანა მისი ქმედება დაკვალიფიცრდებოდა როგორც დახმარება.მედ პერსონალი პირველად დახმარებას ეჭვის გარეშე აღმოუჩენდა.კვალის დაფარვის მიზნით მძღოლმა ბავში წაიყვანა სახლში ასე რომ ქმედება დაკვალიფიცრდება როგორც „დაუხმარებლობა“…მძღოლმა თავისი თავის გადარჩენაზე იფიქრდა და არა ბავშვის სიცოხლიზე! სსკ ის 129 მუხლით დაეკისრება პასუხისმგებლობა
კაზუსში მაინც და მაინც არ ჩანს ტაქსისტის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ.თვითიმედოვნება არ ჩანს მიუხედავად იმისა,რომ პასუხისმგებლობისაგან გაქცევა მართლსაწინააღმდეგოა და დამნაშავემ ეს იცის, მაგრამ გამოკვეთილი არაა ის თუ რამდენად გაცნობიერებული აქვს ტაქსისტს ბავშვის სახლში წაყვანით მისი სიკვდილის მაღალი ალბათობა. თუმცა მიზეზობრიობის ერთ-ერთი თეორიის თანახმად ნებისმიერი ქმედება კავშირშია შედეგთან.მაგრამ აქ დაკვირვება უნდა მოხდეს ტაქსისტის ნებელობაზე და მართლსაწინააღმდეგო შედგის დადგომის ვარაუდზე. ვთვლი რომ სახეზე გვაქვს დაუხმარებლობა თვითიმედოვნების შემადგენელი ელემენტებით.
საინტერესო მსჯელობებია
აქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ დახმარების აღმოჩენის ორ ალტერნატივაზე და შესაბამისად მივანიჭოთ უპირატესობა. მიუხედავად იმისა რომ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი დადგებოდა, ტაქსისტის ქმედება-წაეყვანა იგი სავაადმყოფოში, გონივრულად დაკვალიფიცირდებოდა როგორც ტაქსისტის მიერ დახმარების გაწევა და აქ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ დამდგარ შედეგს. გარდა ამისა კაზუსი თვითონვე გვანიშნებს მძღოლის განზძრახვას იქიდან გამომდინარე რომ მან მხოლოდ იმ მოტივით იმოქმედა(მიიყვანა სახლში დაზიანებული)რომ დანაშაულის კვალის მიგნება გართულებულიყო სამართალდამცავებისთვის.მაგრამ 128ე ე და 129-ე მუხლები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. ტაქსისტს ჰქონდა რეალური შესძლებლობა დახმარებოდა აღნიშნულ პირს აქედან გამომდინარეობს , რომ იგი წარმოადგენს ბავშვისთვის სამართლებრივ გარანტს. მიუხედავად იმისა რომ მოვლენები განვითარდა დამოუკიდებებელი მიზეზების გამო (ტაქსისტთან მიმართებაში) გასათვალისწინებელია,რომ 128ე მუხლით ვალდებულება წაროშობილია რაიმე კონკრეტული შემთხვევის გარეშეც ხოლო 129-ე მუხლი ვალდებულების წარმოშობის პრინციპს განმარტავს როგორც შემთხვევის შემდეგ წარმოშობილ მოვალეობებს. აქედან გამომდინარე ტაქსისტი უნდა გასამართლდეს დაუხმარებლობის მუხლით
,
ანუ მძღოლს ამ შემტხვევასჰი დახმარება რომ აღმოეჩინა რამოხდებოდა შემდეგ შემამსუბუქებელ გარემოებად ხო ჩაითვლებოდა?