წამების აკრძალვა

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ამის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გარანტად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი გვევლინება.

„არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა. 

ნებისმიერი უხეში მოპყრობა არ არის წამება. მე-3 მუხლის დარღვევის დასადგენად სახეზე უნდა იყოს სისასტიკის გარკვეული ხარისხი.

როგორც ნახეთ, ევროკონვენციის მესამე მუხლში მოცემულია სამი ტერმინი: წამება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი (დამამცირებელი) მოპყრობა. სამს შორის განსხვავება ჩადენილი სისასტიკის ხარისხია. სისასტიკის ხარისხის ზრდასთან ერთად იზრდება დარღვევის სიმძიმე. უფრო მარტივად რომ ავხსნათ,დამაცირებელი მოპყრობა ამ სამს შორის ყველაზე “მსუბუქი” დანაშაულია, შემდეგი არაადმიანური მოპყრობაა, ყველაზე სასტიკად კი ევროპული სასამართლო წამებას მიიჩნევს. ერთგვარი სამკუთხედის სახე რომ მივცეთ, დაახლოებით ასეთ რამეს მივიღებთ:

სავარაუდო დარღვევის შეფასებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:

  • ხანგრძლივობა;
  • სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ფსიქიკური და ფიზიკური შედეგები
  • მოპყრობის ფორმა და მეთოდი

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ევროსასამართლოს პრაქტიკიდან, რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა დამამხირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ანდა წამებას. აქვე მივუწერ იმ კონკრეტულ დაზიანებას, რაც ჩაითვალა დარღვევად.

დამამცირებელი მოპყრობა, სასამართლოს მიერ განიმარტა როგორც მოპყრობა, რომელიც სცილდება დასჯის ჩვეულებრივ ხარისხს და იწვევს არასრულფასოვნებისა და შიშის განცდას

  • მაგ.: ნევმერჟიტსკი უკრაინის წინააღმდეგ – პატიმრობის პირობები; სამედიცინო მომსახურების ხარისხი;
  • ფარბტუსი ლატვიის წინააღმდეგ – 83 წლის მოხუცის პატიმრობა ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გარეშე;

არაადამიანური მოპყრობა არის განზრახ ძლიერი სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის მიყენება, რომელსაც შეიძლება არ ახლდეს ფიზიკური ზიანი. მაგალითად, განმარტოებითი პატიმრობა (ე.წ. კარცერი)17 თვიანი ხანგრძლივობით არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალა. არასათანადო მოპყრობის დასადგენად საჭიროა მტკიცებულება. თუმცა, მაშინ, როდესაც პირი სახელმწიფოს ხელთ იმყოფება, მტკიცების ტვირთი ამ უკანასკნელზე გადადის.

  • ირლანდია გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ – მცირედი დალურჯებები;
  • ტომაზი საფრანგეთის წინააღმდეგ – საკმაოდ მრავალრიცხვოვანი დალურჯებები;
  • ჰალკი გიუნესი თურქეთის წინააღმდეგ – დალურჯებები (15 დღე);
  • ბალოგი უნგრეთის წინააღმდეგ – დაკავებისას სახეში და ყურზე სილის გარტყმა;
  • ქურთი თურქეთის წინააღმდეგ – დედის მდგომარეობა, რომლის შვილიც დააკავეს და შემდეგ იგი გაუჩინარდა;
  • დიულესი თურქეთის წინააღმდეგ -70 წლის ქალი, რომელმაც იხილა, თუ როგორ დაუნგრიეს სახლი და ქონება; კომპენსაცია არ მიუღია;

წამება წარმოადგენს მოპყრობას, რომელსაც ახასიათებს შემდეგი კომპონენტები:

  • განზრახვა;
  • სასტიკი სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის მიყენება;
  • გარკვეული მიზანი (ინფორმაციის მოპოვება, დასჯა, დაშინება)

რიგ ქვეყნებში წამების “ორიგინალურ” მეთოდებს მიმართავენ. მაგალითები:

  • აკსოი თურქეთის წინააღმდეგ – პალესტინური დაკიდება;
  • ჯაკიჩი თურქეთის წინააღმდეგ – ელექტროშოკის გამოყენების, ნეკნის მოტეხილობისა და თავზე ჭრილობის ერთობლიობა;
  • სელმუნი საფრანგეთის წინააღმდეგ – დალურჯებები მთელ სხეულზე, სექსუალური ხასიათის დამცირება;
  • ილჰანი თურქეთის წინააღმდეგ – თავის ტვინის დაზიანება და სამედიცინო მომსახურების დაგვიანება (36 სთ);
  • ნევმერჟიტსკი უკრაინის წინააღმდეგ – იძულებითი კვება;
  • ელჩი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ – დაკავების პირობები; შეურაცხყოფა, დამცირება; თვალების ახვევა;

სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, არამხოლოდ  თვითონ არ განახორციელოს არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს  ეფექტიანი გამოძიება მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. პოზიტიურ ვალდებულებაში იგულისხმება:

  1. სამართლებრივი მექანიზმების შექმნა;
  2. ეფექტიანი საგამოძიებო ღონისძიების წარმოება.გამოძიება საკმარისად ეფექტიანი უნდა იყოს დამრღვევის იდენტიფიცირებისა და დასჯისათვის. აუცილებელია პროცედურული გარანტიების შექმნა

 მაგალითები:

  • აიდინი თურქეთის წინააღმდეგ – მიუხედავად იმისა, რომ ქალმა არ წარმოადგინა მისი გაუპატიურების დამადასტურებებლი მტკიცებულება, პროკურორს უნდა გამოეძია ფაქტი;
  • ასენოვი ბულგარეთის წინააღმდეგ – 14 წლის ბიჭის ცემა პოლიციის მიერ. ექიმმა მეორე დღეს აღმოაჩინა დალურჯებები;
  • ვეზნედაროღლუ თურქეთის წინააღმდეგ – გაუპატიურების მუქარა, ელექტროშოკის გამოყენება;
Advertisements

One thought on “წამების აკრძალვა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s