ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

ვაგრძელებ კაზუსების თემას და ამჯერად შემოგთავაზებთ კაზუსს ვალდებულებითი სამართლიდან, თავისი ამოხსნით.

კაზუსი:

რესტორანი “სამწვადე“ უგემრიელესი საფირმო კერძების დამზადებით არის სახელგანთქმული. რესტორანი კლიენტებს განსაკუთრებული ღვინოების დიდ არჩევანს სთავაზობს, რომელსაც იგი კახეთში, ღვინის მწარმოებელი კომპანია “ვაზის ნაჟურისაგან“ ყიდულობს. პარტნიორების თანამშრომლობა წლებს ითვლის. ორ თვეში ერთხელ კომპანია იღებს შეკვეთებს რესტორნისაგან შესაბამისი რაოდენობისა და სახეობის ღვინის მიწოდებაზე. 1 თებერვალს რესტორნის მენეჯერი შეკვეთის მორიგ დაზღვეულ წერილს უგზავნის კომპანიას, სადაც სთხოვს 10 ყუთი მანავის მიწოდებას, ტრადიციულად, თვის 10 რიცხვისათვის. 3 თებერვალს ფოსტისგან იღებს პასუხს, რომ კომპანიას წერილი ჩაბარდა. 11-ში რესტორანში გრანდიოზული ბანკეტია დაგეგმილი. 10-ში საღამოს 5სთ-ზე სამზადისში მყოფი რესტორნის მენეჯერი აღმოაჩენს, რომ ღვინის პარტია არ ჩამოსულა. იგი შეშფოთებული ურეკავს კომპანიას, სადაც პასუხობენ, რომ ხელმძღვანელობა გამოიცვალა და მათ აღარ სურთ ურთიერთობის გაგრძელება რესტორანთან, რადგანაც კონკურენტ რესტორანთან გააფორმეს შეთანხმება და რომ ღვინოებს არ ელოდონ, რადგანაც კომპანიას რესტორნის შეკვეთაზე თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად, შეთანხმებაც არ ყოფილა. სასოწარკვეთილი მენეჯერი მთელი ღამის განმავლობაში ეძებს სასმელს. საბოლოოდ, მეორე დილით იგი მოიტანს სასმელს, რომელიც რესტორანს 1000 ლარით ძვირი უჯდება. ბანკეტზე მოსული სტუმრები სიამოვნებით მიირთმევენ „ღვინოს“, მაგრამ მათი სიამოვნება დიდხანს არ გასტანს, რადგანაც მალე აღმოჩნდება, რომ სასმელმა მათი დიდი ნაწილის მოწამვლა გამოიწვია. სასამართლო პროცესების თავიდან აცილების მიზნით რესტორანი იძულებული ხდება, გადაუხადოს მათ მკურნალობის ხარჯები – 2 000 ლარი, აგრეთვე, იმიჯის შენარჩუნების მიზნით, არ ითხოვს ბანკეტის საფასურის ნაწილის, 5000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მეორე დღეს უნდა დაეფარათ მოქეიფეებს.
რესტორანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კომპანიისაგან. აქვს რესტორანს მოთხოვნა ღვინის კომპანიის მიმართ?

ამოხსნის სქემა:

1. რესტორანს შეიძლება ჰქონდეს ღვინის კომპანიისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ 407.I მუხლის თანახმად.

2. მეორადი მოთხოვნის წარმოშობისათვის უნდა გვქონდეს სსკ 407-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები: ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის არსებობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, აგრეთვე 407-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალი.

3. პირველ რიგში ვამოწმებთ, გვაქვს თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები. სსკ 405-ე მუხლის თანახმად, ესენია: ვალდებულების წარმოშობა/არსებობა, დარღვევა და დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა ან ისეთი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ დამატებითი ვადის დაწესებას (სსკ 405.II).

ა) ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეებს შორის დადებული ნამდვილი ხელშეკრულება. შესაბამისად, ვამოწმებთ, დაიდო თუ არა მხარეებს შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება, სსკ 447-ის შინაარსით, იყო თუ არა შეთანხმება არსებით პირობებზე, სსკ 327-ე მუხლის თანახმად.

რესტორნის მენეჯერის მიერ შეკვეთის წერილის გაგზავნა კომპანიისათვის არის ოფერტი სსკ 329-ე მუხლის თანახმად, რადგანაც მასში გამოხატულია ბოჭვის ნება და იგი მიმართულია კონკრეტული პირისადმი. 330.II მუხლის თანახმად, ეს არის არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი, რომელიც, კაზუსიდან გამომდინარე, მიუვიდა კომპანიას 3 დღეში. მისვლის ინსტიტუტი (გაშლა), სსკ 51-ე მუხლი. ოფერტი გაკეთებულია წარმომადგენლის მეშვეობით.

გასარკვევი გვაქვს, ჩათვლება თუ არა კომპანიის დუმილი აქცეპტად. ამისთვის უნდა შევამოწმოთ სსკ 335-ე მუხლის წინაპირობები. კომპანია მეწარმეა, მიიღო შეკვეთა პირისაგან, რომელთანაც საქმიან ურთიერთობაში იყო, გონივრულ ვადაში არ უპასუხა. შესაბამისად, მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად.

ე. ი. მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, სსკ 327-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ფასი იქნება ის ტრადიციული ფასი, რასაც, წინა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ადგენდა კომპანია, საგანი განსაზღვრულია ოფერტით, განსაზღვრულია აგრეთვე შესრულების ვადა.

ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებები კაზუსიდან არ იკვეთება.

ე. ი. მხარეებს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ვალდებულება არსებობს, რადგანაც იგი არც შესრულებით და არც კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების გამო არ შეწყვეტილა.

ბ) ვალდებულების დარღვევა მოხდა, კერძოდ, დათქმულ დროს, 10 თებერვალს არ მოხდა ღვინის შეკვეთილი პარტიის მიტანა რესტორანში. ვადის გადაცილება – სსკ მუხლი 400.ა.

გ) ზოგადად, გასვლის მეორადი მოთხოვნაზე პრიორიტეტულია დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნა. ამას ადგენს სსკ 405-ე მუხლის პირველი ნაწილი. მაგრამ მეორე ნაწილში მოცემული გვაქვს ის შემთხვევები, როდესაც გასვლისათვის დამადებითი ვადის დაწესება საჭირო არ არის. ერთ-ერთი შემთხვევაა „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი გარემოება, რომელიც მოცემული კაზუსის მიხედვით, ჩვენთვის გამოსაყენებელია. ხელშეკრულების შესრულება კონკრეტულ ვადასთან იყო დაკავშირებული. რესტორანს ღვინის პარტია მეორე დღისთვის, ბანკეტისათვის ესაჭიროებოდა. დამატებით ვადაში ღვინის მიღება მისთვის აზრს მოკლებულია.

შუალედური დასკვნა: 407-ე მუხლით დადგენილი პირველი წინაპირობა გვაქვს: გასვლის მეორადი მოთხოვნა არსებობს. გასვლა ხდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით – სსკ 355. ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, ნამდვილია მისვლის მომენტიდან.

4. კაზუსიდან ჩანს, რომ ზიანი გვაქვს. კერძოდ: ის 1000 ლარი, რომელიც ზედმეტად გადაიხადა რესტორანმა იგივე რაოდენობისა და სახეობის ღვინის საყიდლად; 2000, რომელიც რესტორანმა აუნაზღაურა კლიენტებს ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და მიუღებელი შემოსავალი – 5000 ლარი, რომელიც აღარ აიღო (გამოვიყენებთ სსკ 411-ე მუხლს).

5. მიზეზობრივი კავშირი – კომპანიას თავისი ვალდებულება რომ პირნათლად შეესრულებინა, არც ზედმეტი ფულის გადახდა მოუწევდა რესტორანს და არც ნაჩქარევად ნაყიდი და გადაუმოწმებელი ღვინით მოიწამლებოდნენ ბანკეტის მონაწილეები.

6. ბრალის საკითხს ეხება სსკ 395-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ მოვალე პასუხს აგებს როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი მოქმედებისათვის. განზრახვაზე არ ვმსჯელობთ, უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა კომპანიის ქმედებაში გაუფრთხილებლობა. ის, რომ მათ ჩათვალეს, რომ რადგანაც პასუხი არ გასცეს რესტორანს, ე. ი. ხელშეკრულება არ დადებულა, არის მინიმუმ დაუდევრობა, რადგანაც კომპანიამ უნდა იცოდეს, რომ საქმიან ურთიერთობებში ხელშეკრულებების დადების წესი განსხვავებულია. შესაბამისად, უშუალოდ მათი უმოქმედობის გამო დამდგარი ზიანი – 1000 ლარი, ზედმეტი თანხა, რომელიც რესტორანმა გადაიხადა სხვა ღვინოში, უნდა ანაზღაურდეს.

სხვა ზიანთან დაკავშირებით სამსჯელოა სსკ 414-ე და 415-ე მუხლების გამოყენებით. ანუ რამდენად მიუძღვის ბრალი „ვაზის ნაჟურს“ იმაში, რომ ხალხი მოიწამლა. შეიძლება დადგინდეს, რომ ან რესტორანს მიუძღვოდა ბრალი, ან ღვინის გამყიდველს, მაგრამ კომპანიის ბრალი აქ ნაკლებად იკვეთება. იგი ვერ გაითვალისწინებდა და არც უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რესტორანი სხვა გამყიდველისგან გაფუჭებულ ღვინოს იყიდიდა, რის გამოც ხალხი მოიწამლებოდა. ამიტომ ამ ნაწილში ბრალის არსებობის დამტკიცება ძალიან რთულია.

საბოლოო დასკვნა: რესტორანს აქვს 1000 ლარის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კომპანიისაგან სსკ 407-ე მუხლის საფუძველზე. 

Advertisements

4 thoughts on “ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

  1. mari

    გაცნობებთ, რომ 2005 წლის 29 ივლისს ს.ს.„ნუნისსა“ (დირექტორი ზ.საყვარელიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ს.ღვინჯილია) და ნ.ბაღათურიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, საგარანტიო ვალდებულებების შესახებ. ხელშეკრულებით ს.ს.„ნუნისი“ კისრულობდა ვალდებულებას, რომ თბილისში, გორგასლის ქ.#8-ში, აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, 18 თვის ვადაში, სახლის პირველ სართულზე ნ.ბაღათურიასათვის უნდა გადეცა ბინა 100კვ. მეტრი ფართი, რაშიც ნ.ბღათურიას უნდა გადაეხადა 30 000 (ოცდაათი ათასი) ა.შ.შ. დოლარი. ნ.ბაღათურიამ დათქმულ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა. ს.ს. „ნუნისმა“ ნ.ღათურიას გადასცა ბინა მშენებარე კორპუსში, მაგრამ ბინას ვერ ეუფლება, არმინე ბადალიამა და ლევან კობახიძემ და ხათუნა ფუტკარაძემ ნათელა ბაღათურია ფართი თვითნებურად გადაინაწილეს. დასახელებული პირების თვითნებობა გამოიხატება შემდეგში:
    1). 2005 წლის 17 დეკემბერს ს.ს. „ნუნისსა“ და ი.კობახიძეს შორის გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ი.კობახიძეს გორგასლის ქ.#8-ში, აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, უნდა გადაცემოდა 464 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართი, 50 კვ.მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ცოკოლის სართულზე და ოთხი ავტოფარეხი. სანაცვლოდ ი.კობახიძეს ს.ს. „ნუნისისათვის“ უნდა გადაეცა მის სახელზე რიცხული 588 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული შენობა-ნაგებობით. ი.კობახიძის (ეს უკანასკნელი გარდაცვლილია) შვილმა, ლევან კობახიძემ თვითნებურად დაიკავა 5 საცხოვრებელი ბინა , 4 ავტოფარეხი და ნ.ბაღათურიას კუთვნილი ბინის ნაწილი 50 კვ.მეტრი. ლ.კობახიძე თვითნებურად შევიდა ნ.ბაღათურიას ბინაში, გამიჯნა 50 კვ.მეტრი, ამოაშენა ყოველგვარი მშენებლობის ნებართვისა და პროეტის გარეშე და მოაწყო ცალკე შესასვლელი და მიითვისა. ი.კობაძიძის 50 კვ.მ.კომერციული ფართი პროექტის თანახმად მდებარეობს სხვა მისამართზე. სხვა სადარბაზოში.
    ი.კობახიძემ და მისმა შვილმა ლ.კობახიძემ დაკავებული ბინებიდან. ორი ბინა გაყიდეს სოლიდურ თანხაში, ხოლო საგადასახადო ინსპექციაში დეკლარაცია არ წარუდგენიათ და ბიუჯეტის კუთვნილი თანხები არ გადაუხდიათ. რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაუმალეს ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის გადასახადი.
    2). 2005 წლის 19 დეკემბერს ს.ს. „ნუნისსა“ და ხ.ფუტკარაძეს შორის გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხ.ფუტკარაძეს ს.ს. „ნუნისისათვის“ უნდა გადაეცა მის სახელზე რიცხული 289 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზედ არსებული შენობა-ნაგებობით. ხოლო ს.ს. „ნუნისს“ თავის მხრივ ხ.ფუტკარაძისათვის უნდა გადაეცა ორი ბინა და ორი ავტოფარეხი.
    2009 წლის 12 თებერვალს ს.ს. „ნუნისსა“ და ხ.ფუტკარაძეს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მას ვალდებულების შესრულების შემთხვევაში დამატებით უნდა გადასცემოდა 40 კვ.მეტრი კომერციული ფართი.
    ხ.ფუტკარაძემ თვითნებურად დაიკავა ს.ს.„ნუნისის“ მიერ, ნ.ბაღათურიაზე გადაცემული ბინის ნაწილი 40 კვ.მეტრი. ნ.ბაღათურიას ბინაში ხ.ფუტკარაძემ თვითნებურად შეიყვანა მუშები, ამოაშენა და მოაწყო ცალკე შესასვლელი ყოველგვარი პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. დაამახინჯა კორპუსის წინა ფასადი.
    მოქალაქე ხ.ფუტკარაძეს თვითნებურად უკავია ორი საცხოვრებელი ბინა 271 კვ.მ და ორი ავტოფარეხი 40 კვ.მ.. სარდაფი 12კვ.მ. და ბაღათურიას ფართი 40კვ.მ სულ დაიკავა 363 კვ.მ. ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 308 კვ.მეტრისა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 55 კვ.მეტრიით მეტი.
    ხ.ფუტკარაძეს ნაკისრი ვალდებულება ს.ს.„ნუნისისათვის“ არ შეუსრულებია. ს.ს.„ნუნისისათვის“ გადასაცემი 289 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ხ.ფუტკარაძე არ თმობს.
    ფუტკარაძის თვითნებობა იქამდე მივიდა, რომ ნაცვლად ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ხუთი ობიექტისა დაიკავა ექვსი ობიექტი და იმაზე ბევრად მეტი ფართი ვიდრე ხეშეკრულება ითვალისწინებს.
    3). არმინე ბადალიანსა და ს.ს. „ნუნისს“ შორის სხვადასხვა დროს გაფორმებულ იქნა საგარანტიო ხელშეკრულებები.
    ა.ბადალიანმა დაიკავა პირველი, მეორე და მესამე სადარბაზოების მომიჯნავე ტერიტორიები 164 კვ.მ. ფართი და მიაყოლა ნ.ბაღათურიას ფართის ნაწილი 10 კვ.მეტრი.
    ზემით აღნიშნული პირებს თვითნებობაში ხელი შეუწყვეს თ.ბერეჟიანმა, დ.სექანიამ, რ.ალაქპეროვმა, კ.შარვაძემ. რომლებსაც ზ.ადეიშვილი მფარველობდა. აღნიშნულმა პირებმა გადმოიფორმეს 2008 წელს ზ.საყვარელიძისაგან 1910 კვ.მ მიწა შენობა-ნაგებობებით 20 000(ოცი ათას) ლარად. ყიდვისას აღნიშნულ მიწაზე იდგა და დგას დღესაც თერთმეტ სართულიანი კორპუსი, რომლის საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ რვა-ათი მილიონი ლარია. ყიდვის შემდგომ, მყიდველების მიერ. ბიუჯეტის კუთვნილი არც მიწისა და არც ქონების გადასახადის, დეკლარირება და გადახდა არ მომხდარა. რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა დიდი ოდენობის სხვადსხვა სახის გადასახადები.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურებს განცხადებაში აღნიშნული პირების: ლევან კობახიძის, ხათუნა ფუტკარაძის, არმინე ბადალიანის მიმართ სისხლის საგამოძიებო დევნის დაწყების თაობაზე და გამოძიებაში ჩაერთოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობ გადასახადები დამალვის გამო gtxovt amomixsnat minda sheinishnebodes iseti danashauli rom shemdeg axidzvres sisxlis samartali.

  2. mari

    მოგახსენებთ, რომ 2005 წლის 19 მარტს შეიქმნა სს „ნუნისი“, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენდა მშენებლობა. შპს „ნუნისი“ აწარმოაბდა მშენებობას ქ.თბილისში გორგასლის ქუჩა N8-ში. სს „ნუნისის“ დამფუძნებლები არიან ზურაბ საყვარელიძე, თამთა საყვარელიძე და სოსო ღვინჯილია. როგორც საზოგადოების წესდებითა და საზოგადოების ქონების შეფასების აქტით დგინდება სს „ნუნისის“ საწესდებო კაპიტალს და საზოგადოების აქციებს წარმოადგენდა სწორედ ს.ღვინჯილიას შენატანი მიწა, მდებარე ქ.თბილისში გორგასლის ქ. N8-ში , 1910 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შესაბამისად მითითებული მიწა უნდა ყოფილიყო სს „ნუნისის“ საკუთრება. სწორედ ის გარემოება, რომ სს „ ნუნისს“ ჰქონდა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი (ეს გარემოება არაერთხელ დაადასტურა ს.ღვინჯილიამ) გახდა იმისი საფუძველი, რომ ნათელა ბაღათურიამ გადავწყვიტა თანხა შეეტანა მშენებლობაში. დავაზუსტებ, რომ „ნუნისის“ საკუთრებაში მიწის არსებობას ჩვენთვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან თუ საზოგადოება არ აგვიშენებდა შეპირებულ ბინას ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობა „ნუნისის“ საკუთრების ხარჯზე დაგვებრუნებინა გადახდილი თანხა. (თუმცა როგორც შემდეგ მივხვდით, ს.ღვინჯილიამ საჯარო რეესტრში განზრახ არ დაარეგისტრირა სს. „ნუნისის“ საკუთრებაში მიწის გადასვლა ). სწორედ ამ გარანტიის არსებობის პირობებში სს „ნუნისთან“ დავდეთ ხელშეკრულება, რის თანახმადაც ნ.ბაღათურიას აუშენებდა და საკუთრებაში გადაცემდა ბინას, ჩვენს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები გადახდლი იქნა საზოგადოებისათვის. შესაბამისად, თვალსაჩინოა, რომ დასაწყისშივე, „ნუნისის “ დაფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ს.ღვინჯილიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. კერძოდ „ნუნისის“ დამფუძნებელმა ს.ღვინჯილიამ მოგვატყუა, რომ ვითომდა სს „ნუნისს“ საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი (ხელსეკრულებაშიც ასე ჩანდა) და შესაბამისად ბინების აშენების ვალდებულების, მათი მხრიდან შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით ჩვენი თანხების უკან დაბრუნებას. (ჩვენ ვიცნობდით ს.ღვინჯილიას. ის იყო შუამავალი ს.ს.„ნუნისსა“ და ჩვენს შორის. თანხას იღებდა ს.ღვინჯილია. თანხის მიცემისას სალაროს შემოსავლის ორდერს თვითონ ავსებდა თავისი ხელით საზოგადოების სახელით. საზოგადოების მრგვალ ბეჭედს თვითონ სვამდა და ხელსაც თვითონ აწერდა შემოსავლის ორდერზე ბუღალტრისა და მოლარის ხელმოწერის ადგილზე. ქვითრებსაც ის გვაძლევდა. შვილი ლევან ღვინჯილია საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრად იყო შეყვანილი, ს.ღვინჯილია ამბობდა ჩემი სიძის ფული დევს საზოგადოებაშიო და მე ვარ აქ ყველაფერიო. მიწა ჩემი ნაყიდია და მე ჩავდევი ფირმაში საკუთრებადო. ჩვენს ხელშეკრულებაშიც მიწა იყო გარანტად მოხსენიებული. საზოგადოების ბეჭედსაც ის ატარებდა. ბანკშიც მისი ფაქსიმილია იყო გაფორმებული, ფერადი პროექტიც მან მოგვიტანა 2005 წლის ივლისში ხელშეკრულებასთან ერთად.) სწორედ ამ ტყუილის საფუძველზე მოიპოვა ს.ღვინჯილიამ ჩვენი ნდობა და ეს ტყუილი გახდა სწორედ იმის საფუძველი, რომ ჩვენ გადავეცით ფულადი სახსრები მას. ( უფრო მეტიც, ს.ღვინჯილიამ საზოგადოებაში შესატანი 5000 დოლარი თავის სიძეზე მიგვაცემნა ), რაც მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მისაკუთრებული. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად თაღლითობა განმარტებულია, როგორც „მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, – ზუსტად რასაც ჰქონდა ადგილი ჩვენს შემთხვევაში.
    მშენებლობის პროცესში პროექტი არაერთხელ შეიცვალა. ს.ღვინჯილია გვარწმუნებდა, რომ უბრალოდ შეიცვლებოდა ფართის ნომრები (სადარბაზო, სართული) და წაგებაში არ დავრჩებოდით. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ნომრების ცვლა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეყიდა იმაზე მეტი ფართი, ვიდრე სინამდვილეში გააჩნდა. კერძოდ, მესამე პირებზე იქნა გაყიდული ნ.ბაღათურიას ბინის ფართი. (საზოგადოების წესდებით, მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით ხდებოდა უძრავი ქონების გასხვისება, ანუ ს.ღვინჯილიას მიერ). ხოლო პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით, ს.ღვინჯილიამ დაიწყო წინასწარ დამუშავებული გეგმის ამოქმედება. კერძოდ ს.ღვინჯილიამ, რომელიც საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, დაფიქსირებული იყო ზემოთ მითითებული 1910 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2008 წელს გაასხვისა შვიდას ათას ლარად. ((1910 კვ.მ.მიწა წარმოადგენდა საწესდებო კაპიტალს და დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებით შეადგენდა 292 800 ლარს , რომელიც დაყოფილი იყო 300 ცალ ჩვეულებრივ აქციებად . აღნიშნული აქციები საზოგადოების წესდების თანახმად არ უნდა გასულიყო თავისუფალ გაყიდვაში . ს.ღინჯილიამ 1910 კვ.მ. არ დაარეგისტრირა ს.ს.„ნუნისის“ საკუთრებად და საზოგადოების აქციები და საწესდობო კაპიტალი გაყიდა საზოგადოების დაუკითხავად. რამაც გამოიწვია ჩვენი დაზარალება. ხელშეკრულებით მას ბინა ჩვენთვის უნდა ჩაებარებინა 2007 წლის იანვარში).
    იმ ფაქტმა, რომ ს.ღვინჯილიამ 1910 კვ.მ. მიწა ს.ს.„ნუნისის“ სახელზე არ დაარეგისტრირა (არადა გვარწმუნებდა რომ მიწა ს.ს.„ნუნისის“ საკუთრებააო) და გაახვისა იმ მიზნით რომ ჩვენ დავეზარალებინეთ. ს.ღვინჯილიას მიერ ჩვენზე დაპირებული ბინა ჩვენ ვერ მივიღეთ. ს.ღვინჯილიას მიერ მიწის გასხვისება ჩვენ გავიგეთ გვიან სხვისგან, როცა უკვე ჩვენ ბინა დაკარგული გვქონდა.
    1910 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზედ დამაგრებული 808 კვ,მ. შენობა-ნაგებობებით 2004 წელს ს.ღვინჯილიამ შეიძინა, როგორც ინდმეწარმემ ( ს.ნ. 106138251) 288 000 ლარად. 2005 წელს იგივე ქონება 292 800 ლარად შეფასებული, ს.ს.„ნუნისის“ წილობრივი შენატანი გახადა. აღნიშნული ქონება არ დაარეგისტრირა ს.ს. „ნუნისის“ სახელზე რეესტრში და 1910 კვ.მ.მიწის ნაკვეთი ( რომელიც წარმოადგენდა ს.ს. „ნუნისის“ მთლიანი წილს, საწესდებო კაპიტალს და აქციებს, ) გაყიდა 2008 წელს 700 000 ლარად. აქაც მე მგონი ჩაიდინა თაღლითობა). მაშინ უკვე აღნუშნულ მიწაზე იდგა მრავალ მილიონად ღირებული საცხოვრებელი კორპუსი. ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებაში უთითებს ,რომ მიწა უნაკლოაო. მე ვფიქრობ მან ჩვენთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტიც აზარალა. დამალა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები. ანუ მან მარტო ჩვენ კი არ მოგვატყუა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიც მოატყუა. ამით იმის თმა მინდა, რომ ის არის ნამდვილი თაღლითი ჩემი აზრით.
    ყველაფერთან ერთად, გამოსაძიებელია ს,ღვინჯილიას მიერ, ს.ს.„ნუნისის“ სახელით გამოწერილი სალაროს შემოსავლის ორდერების რეალობაც.
    ს.ღვინჯილიას და მის სიძეს არაერთხელ მივმართეთ აენაზღაურებინათ ჩვენი ზარალი, მაგრამ უშედეგოდ.
    ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 100-ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში დაიწყოთ გამოძიება ს.ღვინჯილიას მიმართ და მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა ჩვენი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით.
    მოითხოვთ აღიძრას ს.ღვინჯილიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითურად 1910 კვ.მ. მიწის ნაკეთის გაყიდვისა და ჩვენი დაზარალების გამო.gtxovt amomixsnat minda sheinishnebodes iseti danashauli rom shemdeg axidzvres sisxlis samartali.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s