ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

მუხლი 3.  ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოგეხსენებათ ოჯახში ძალადობის პრობლემა დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღევანდელი ჩემი პოსტი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრებზე ყოფილიყო.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება როგორც ტრეფიკინგის, ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 2 თავშესაფარი ოჯახური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის, თბილისში და ბათუმში.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს მსხვერპლის საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის პირველად და გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

როგორ ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განთავსება თავშესაფარში:

პირველ რიგში, დაზარალებულს უნდა მინიჭოს მსხვერპლის სტატუსი. იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. სტატუსის მინიჭების შემდეგ  მსხვერპლმა უნდა გამოთქვას სურვილი, რომ მას სურს მოთავსება თავშესაფარში. თავშესაფარში ყოფნის ვადა განისაზღვრება კანონით და იგი შეადგენს 3 თვეს. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხშირია შემთხვევები როდესაც  მსხვერპლის მიმართ არსებობს  საფრთხე, და მსხვერპლს არ სურს თავშესაფარში გაჩერება,  ასეთ შემთხვევებში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს, არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა,ემსახურებათ მძღოლი,რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თბილისში და ბათუმში არსებული თავშესაფრები 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავშესაფარში 10–ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.

არსებობს აგრეთვე კრიზისული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო  მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას.

კანონში (საქართველოს კანონში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ) აგრეთვე გათვალისწინებულია მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები.

მუხლი 20. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები

მოძალადეთა დროებითი განთავსების ან/და მათი რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში, ასევე არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ იქმნება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს მოძალადის დროებით განთავსებას, მის ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას.

სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ ინფორმაციის მოძიება და არ ვიცი დღესდღეობით ისინი არსებობენ თუ არა.

როგორც წესი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს რცხვენიათ იმის აღიარება, რომ ისინი დაზარალებულები არიან. არ უნდათ, ან ეშინიათ, სიმართლის გამხელა და ამის გამო თავშესაფარს იშვიათად მიმართავენ. დაუკავშირდით ფონდს ცხელ ხაზზე: 100–229 და ისინი შეეცდებიან დაგეხმარნონ თქვენ : )

Advertisements

17 thoughts on “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი

  1. Edi Line

    წლების განმავლობაში პირადად მაქვს სიღრმისეულად ნამუშევარი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და 2007-11 წლებში შექმნილი იქნა საკმაოდ საინტერესო საინფორმაციო ბანკი, როგორც ოჯახურ ძალადობებზე, ასევე კონფლიქტებზე. დაგეგმილი იყო სერიოზული კვლევების ჩატარება და, ასევე, საინტერესო პროექტების შემუშავება ამ მიმართულებით…
    http://ediline.wordpress.com/2012/09/26/human-rights-and-basic-values/

    1. Edi Line

      თამუნა, ძალიან სამწუხაროა, თუ მართლაც არაა სათანადო დაინტერესება ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. ამ პუბლიკაციაზე ჩემი წინა კომენტარი ერთი წლის წინ გავაკეთე და სამი წერტილის შემდეგ სათქმელის ნაცვლად ისევ ადრინდელის გახსენებას შევეცადე ლინკით, არადა ნამდვილად აჯობებდა ჩემი გულისტკივილის გადმოცემა.
      თავის დროზე საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული მუშა პროცესებში და სემინარებზე, კონფერენციებსა თუ სხვა შეხვედრებზე განსაკუთრებული სიმწვავით დამიყენებია საკითხი, რომ ძალადობის მსხვერპლთა მიმართ დახმარებას უფრო ქმედითი სახე ჰქონოდა და მხოლოდ ხალხმრავალი შეხვედრების დროს არ ყოფილიყო გულისტკივილისა და დაპირებების “ფეიერვერკი”. ის კი არა, როცა ვიხსენებ გასულ წლებს, მანდილოსნების, დედების მიმართ სახელმწიფოებრივ დონეზე გამოხატული სითბო და ყურადღება ლამის არ სცდებოდა დედის დღისა თუ ქალთა საერთაშორისო დღის ემოციურ აღნიშვნას. არც ბავშთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ მომზადებული ჭარბი მედია-რეპორტაჟები გადაჭრის ბავშთა მიმართ დაგროვილ უამრავ პრობლემას, ისევე როგორც ხანდაზმული ხალხის გახსენება მხოლოდ ლამაზ-ლამაზ სადღეგრძელოებში…
      სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნას აყვანილი ძალადობის პრობლემა.
      კიდევ ბევრი რამის გახსენება მინდოდა, არც სურვილებისა თუ იმედების ნაკლებობას განვიცდი და მინდა მჯეროდეს, რომ ყველას გათავისებული აქვს ის, თუ არსებულ პრობლემებზე ყურადღების მოდუნებით, როგორ შეიძლება იყოს წახალისებული დაუსჯელობა…

      P.S. ისე კი, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2011 წლის ბოლოდან ვეღარ ვმონაწილეობ ზემოაღნიშნულ პრობლემებზე და ის პროექტები თუ იდეები, რაზეც უშუალოდ მიმუშავია წლების განმავლობაში და სერიოზული განვითარება-გააქტიურებაც მქონდა დაგეგმილი ამ მიმართულებით, სხვას გადაეცა…
      … და მაინც, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო, საზოგადოება, კონკრეტული ორგანიზაციები (მათ შორის საერთაშორისო) უფრო მეტს გააკეთებენ არა მარტო ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, არამედ ძალადობის აღკვეთის მიმართულებით ძალისხმევის გასააქტიურებლად!

    2. Tamuna Dalakishvili

      იცით, როცა ე.წ. თავშესაფარში მივდიოდი წარმოდგენაც არ მქონდა ჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვით სად მივყავდი საპატრულო პოლიციას, რომელმაც დიდი გულისხმიერებით მიმაცილა და მართლაც დიდი სითბოთი დაგვტოვა საიმედო ხელში…იქაურმა პირობებმა რომელიც ჩვენს საცხოვრებელ პირობებს ათასჯერ მაინც სჯობდა რათქმაუნდა შვება მომცა და უკეთესი მომავლის იმედი ჩამისახა,..თუმცა ასე მარტივი არ აღმოჩნდა იქ ცხოვრება…სამწუხაროდ ზოგიერთ იქ დასაქმებულს რომელიც სახელმწიფოს კეთილი ნების განმახორციელებელი პაიკია ამ საქმეში თავი ჩვენი მარჩენალი ეგონა და შესაბამისად ხშირად ვგრძნობდით რომ ვართ ,,მათხოვრები” რომელსაც სამადლოდ აპურებენ და უმადურები რომ ამას ვერ ვაფასებთ სათანადოდ…ალბათ დამეთანხმებით რომ ექიმი არ შეიძლება იყოს დილეტანტი თავის პროფესიაში, როგორ შეიძლება ადამიანი ზერელედ მოეკიდოს ასეთი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებს…შეიძლება სამწუხაროდ სახელმწიფოს არ შესწევს ძალა იზრუნოს ასეთ ადამიანებზე სათანადოდ და შუა გზაზე არ მიატოვოს ისინი როგორც ხშირად ხდება..ადამიანებს არ აქვთ თავშესაფარი და ურიგდებიან ისევ თავის მოძალადე მეუღლეებს იმის გამო რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ…ეს რთული მოსაგვარებელია, მაგრამ კადრების შერჩევა სათანადოდ ეს ხომ მაინც შეიძლება?!

      1. salome

        Da rogor xdeba am centrtan dakavshireba.dzalian gtxovt damexmarot chemtvis ertaderti gamosavali tavis mokvlaa magram chem 1naxevris bijunas ra vuyo ma’s modzalade DA loti mamis gverdit ver davtoveb

    3. Edi Line

      მართლაც სამწუხარო რეალობაა, რასაც შენ აღნიშნავ, თამუნა და ამას სუბიექტურის გარდა აქვს ობიექტური წინაპირობაც. წლებისა და უფრო მეტიც, საუკუნეების განმავლობაში, ოჯახური ძალადობის თემა ფაქტიურად ტაბუდადებული იყო და იშვიათი გამონაკლისის გარდა საზოგადოებასაც “სხვისი ჭირი ღობის ჩხირის” პოზა ჰქონდა მიღებული, მხოლოდ ცალკეული სისასტიკის ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ თუ შემოჰკრავდა ერი განგაშის ზარებს…
      საქართველოში ოჯახური ძალადობის პრობლემაზე მუშაობა ქართული საზოგადოების გააქტიურებაზე უფრო მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებით მოხდა და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება ვერ მოხდა სათანადოდ და კონკრეტული პირების უმრავლესობა, ვისაც დათრგუნული, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანისთვის დახმარების ხელი უნდა გაეწოდა და მისთვის მძიმე ხვედრი შეემსუბუქებინა, ამას ძირითადად საკუთარ ცხოვრებისეულ “გამოცდილებაზე” დაყრდნობით აკეთებდა და არა ცივილიზებულ საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, საქმე გვქონდა უფრო ვალის მოხდასა და დამადლებასთან, ვიდრე მთელი გულით კეთილი საქმის კეთებასთან…
      რაც შეეხაბა საკადრო სფეროს და იქ არსებულ პრობლემებსა თუ შეცდომებს, ეს მართლაც აქილევსის ქუსლივითაა საქართველოში და ფაქტიურად ყველა ხელისუფალისა თუ ხელმძღვანელი პირის ხვედრია, რასაც, ლამის, სიამოვნებით ღებულობენ… ამან, თავის დროზე, სამწუხაროდ, ჩემზეც იქონია გავლენა (ჩემს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით) და იმ საქმეზეც, რაც წლების განმავლობაში რუდუნებით ამიწყვია, შედეგად კი მავანთა სირაქლემის პოზის გამო დაუნახავი პრობლემები იქნა მიღებული…
      რას ვიზამთ, ესეც ცხოვრებისეული რეალობაა…
      ხოლო, რა შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ და გაუაზრებელ საკადრო პოლიტიკას, ჩემი პოზიცია დაფიქსირებული მაქვს, ჯერ კიდევ, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე, თუმცაღა წელიწადზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ვფიქრობ, დღესაც აქტუალური უნდა იყოს:
      http://ediline.wordpress.com/2012/09/20/personnel-selection-and-results/

  2. ანონიმური

    ძალიან მაინტერესებ თუ არის ნამუშევარი ან მიმდინარეობს მუშაობა თვითონ მოძალადის რეაბილიტაციასა და ფსიქოლოგიური დახმარების მიმართულებით ?

  3. Madona

    Var 25wlis da myavs ori shvili da vcxovrob qalta dzaladobis tavshesafarshi goris da maq 6tviani statusi var devnili da aq rom vada gamiva sad unda wavide iyos tavshesafari ert wliani ar sheidzleba am 6tves fsiqiatrtan siaruls vundebi samushaoc ar maq isev dadzabuli var da shishebi maq ra vqna riti damakmayofilebs es tavroba devnili var mec da shvilebicc pasuxi faceblokze momweret mtvaradze madona ipovett

  4. Natia

    Gamarjobat dzaan cudad var tvitmkvlelobamde var misuli myavs sami shvili agar shemidzlia vegar vudzleb yoveldge chxubs da davas su memuqreba chemi meugle ro vnaxot ras mizavs yoveldge svavs da sicocxles mimwarebs meshinia meshinia imis ro martla ar mimiyvanos im doneze ro movikla tavi sharshan quchashi mcema da patrulma wagviyvana ar uchivle shemecoda kide magismere xels arwevs mara ise meqceva titqos mona viyo magissuntqvis sashualeba ar maqvs sheidzleba ro chemit mivide tavshesafarshi ro darwmunebuli viyo me da chem shvilebs ar shegvexeba

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s