ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

ჩვენი ბლოგის Facebook გვერდზე ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან ხოლმე ინდ. მეწარმეობისა და მიკრო ბიზნესის შესახებ ზოგად ინფორმაციას და ასევე, რეგისტრაციის წესებს. ამიტომ გადავწყვიტე ეს ზოგადი ინფო ერთ პოსტად ჩამომეყალიბებინა.

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია ხდება მაშინ, როცა პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ინდივიდუალური საწარმოს მაგალითებია: საცალო ვაჭრობა (მცირე ზომის მაღაზია), მცირე მოცულობის სატრანსპორტო ან სამგზავრო გადაზიდვები, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ეკონომიკური საქმიანობის ადგილი.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 ათას ლარს. ახალი საგადასახადო კოდექსით, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური – შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრო ბიზნესი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით.

მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობებს მიეკუთვნება:

  1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას;
  2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30000 ლარს;
  3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა;
  5. სათამაშოO ბიზნესი.
  6. ვაჭრობა (აღნიშნული აკრძალვა არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება პირის მიერ წარმოებული ან შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება).
  7. ერთ ობიექტში რამდენიმე გადამხდელის ორგანიზებული საქმიანობა

მიკრო ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად პირმა განცხადებით უნდა მიმართაოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვის ცენტრს/რაიონულ განყოფილებას ან ელექტრონულად წარადგინოს განცხადება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის – http://www.rs.ge-ს მეშვეობით.

14 thoughts on “ინდივიდუალური მეწარმე, მცირე და მიკრო ბიზნესი

  1. გველი

    ისა რა ქვია, მიკრო ბიზნესის სტატუსზე ის პირობა აკლია, რომ დაქირავებული საერთოდ არ უნდა გყავდეს.
    და შეკითხვა მაქვს, აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში მე-6, ვაჭრობა რას მოიცავს კონკრეტულდ? კარგად ვერ გავიგე.

    1. knuti Post author

      დაქირავებულ პირებს რაც შეეხება, ეგ მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ანუ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს. კერძოდ, ა) არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას; ბ) დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის მიხედვითაც მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30000 ლარს.

      აკრძალვების შესახებ მეექვსე პუნქტში იგულისხმება, რომ მიკრობიზნესი ვერ იქნება მაღაზია/მარკეტი/ჯიხური, სადაც იყიდება ბევრი რამ, პურით დაწყებული სარცხის ფხვნილით დასრულებული 😀 აკრძალვა არ შეეხება პირს, რომელიც თავად აწარმოებს გასაყიდ ნივთს. მაგალითად, თუ ძერწავ თიხისგან ფიგურებს და ამასვე ყიდი, შეგიძლია მიკრო ბიზნესის სტატუსი გქონდეს.

    1. knuti Post author

      აბა როგორ არის? 🙂

      RS.GE-ზე (შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე) ისევ არის მიკრო და მცირე ბიზნესის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ამ სტატუსის მქონე ბიზნეს(ებ)ი ისევ არსებობს 🙂

  2. qeti

    ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. ” mteli tavisi qonebit” ქონებაში იგულისხმება ინდ მეწარმის საკუთრებაში არსებული ბინა?

  3. nika

    მიკრობიზნესი ვერ იქნება მაღაზია/მარკეტი/ჯიხური, სადაც იყიდება ბევრი რამ, პურით დაწყებული სარცხის ფხვნილით დამთავრებული…ჩამოსასხმელი ლუდით მევაჭრეებს შეიძლება მიკრო ბიზნესის სტატუსი მივანიჭოთ???

  4. jaba

    სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი არის თუ არა ინდ მეწარმე? ან რა შემთხვევაში?

  5. anako

    თუ მიკრო ბიზნესად დავრეგისტრიდები,არ მაქვს უფლება დაქირავებული მუშა ხელი გამოვიყენო გარკვეული დროით რაღაც სამუშაოს შესასრულებლად, მაგ,3 დღით?

  6. მაიკო

    გამარჯობა, მაინტერესებს თუ საიტიდან გამოვიწერ რამეს და გავყიდი ჩემი შემოსავალი არ აღემატება 10 000 ლარს მჭირდება სადმე რეგისტრაცია, რა სტატუსი მომენიჭება, სალარო აპარატი თუ დამჭირდება, რა გადასახადები უნდა გადავიხადო? დეკლარაციები და ბუღალტერია თუ დამჭირდება მუდმივი სავაჭრო ობიექტი არ იქნება, იქნება ან ადგილზე მიტანა, ან შეხვედრა სადმე და ისე გაყიდვა. გთხოვთ, მიპასუხოთ ყველა კითხავზე. დიდი მადლობა

      1. მაიკო

        მიკრო ბიზნესს გამონაკლისი აქვს, ვაჭრობას არ შეიძლება მიენიჭოს მიკრო ბიზნესის სტატუსი.

  7. დომენტი. ინდმეწარმე. 01027015326

    გთხოვთ მესიჯით შემატყობინოთ ჩემი საბანკო მდგომარეობის შესახებ დღეისათვის. რა აუცილებელი საბანკო მომსახურეობას ვსაჭიროებ?

  8. ანონიმური

    ვარ მიკრო მეწარმე დაჩემმა შემოსავლებმა გადააჭარბა 30000 ლარს რა უნდა გავაკეთო?

Leave a reply to jaba კომენტარის გაუქმება