ქმედების ობიექტური შემადგენლობა

ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები არის არსობრივად აღქმადი საგნები და მოვლენები. ქმედების შემადგენლობის ეს ნიშნები, თავის მხრივ, იყოფა ორ ჯგუფად : ქმედების შემადგენლობის დესკრიფციულ  და ნორმატიულ ნიშნებად. ქმედების შემადგენლობის განხორციელების აუცილებელი პირობაა ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთე არის ორი სახის: ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე (სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ა.შ) და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთე (საზოგადეობრივი უშიშროება და წესრიგი და ა.შ.) ქმედება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებაში ან უმოქმედობაში. არსებობს ორი სახის უმოქმედობა: წმინდა უმოქმედობა და შერეული უმოქმედობა. წმინდა უმოქმმედობის მაგ: განსაცდელში მიტოვება. შერეული უმოქმედობის მაგ: მეხანძრის მიერ პირის შურიძიების მოტივით ცეცხლმოკიდებუილ სახლში დატოვება, რა დროსაც მსხვერპლის სიკვდილი დადგა. დასჯადია როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებლობითი უმოქმედობა. შედეგიან დანაშაულებში აუცილებელია დანაშაულებრივი შედეგის დადგომა. თუ ასეთი შედეგი არ დადგა, განზრახვის არსებობის შემთხვევაში შეიძლება საუბარი მხოლოდ დანაშაულის მცდელობაზე. სისხლისსამართლებრივი განსჯის საგანია არა უბრალოდ ადამიანის აზრი, სურვილი, ხასიათი ან ცხოვრების წესი, არამედ კონკრეტული ქმედება, რომელიც ზიანის მიყენების ან საფრთხის შექმნისაკენ არის მიმართული. სისხლის სამართლის თეორიაში არსებობს მოქმედებები სხვადასხვა თეორიები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს:

ა) მოქმედების კაუზალური თეორია–  მოქმედებას განმარტავს  როგორც ნების გამოვლენის არსებობას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის სხეულის მოძრაობას. კაუზალური თეორიის კრიტიკა ძირითადად შეეხებოდა ორ უწყვეტ პრობლემას: 1) უმოქმედობის ობიექტური შერაცხვა არ იყო შესაძლებელი; 2) უყურადღებოდ დარჩა ადამიანური მოქმედების ყოველგვარი მიზანმიმართულება;
ბ) მოქმედების ფინალური თეორია – ველცელი მოქმედების ცნებას ახასიათებს, როგორც ფინალურ მოვლენას: „ადამიანური ქმედება არის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება“. მასში ადამიანის მოქმედების სოციალური არსი არის ყურადღების ცენტრში, რომელსაც სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობა აქვს. გ) მოქმედების სოციალური თეორიით – დასაბუთებულია როგორც უმოქმედობით ჩადენილი, ასევე გაუფრხილებლობითი დანაშაულის არსი. გაუფრთხილებლობის დროს მოქმედების არსი მდგომარეობს სოციალური ნორმის დარღვევაში, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაული, თუ ის იწვევს სოციალურად რელევანტურ ცვლილებას გარესამყაროში. შედეგი – მოქმედებისაგან განსხვავებით, შედეგი არის ქმედების შემადგენლობის ფაკულტატური ელემენტი მოქმედებით ჩადენილი განზრახი დანაშაულებისათვის მისი დადგენა არ არის საჭირო ე.წ. შედეგგარეშე ანუ ფორმალური შემადგენლობებისათვის (მაგ: ცრუ ჩვენების მიცემა)

                            მიზეზობრივი კავშირი

მიზეზობრივი კავშირის დადგენა გვჭირდება მხოლოდ შედეგიან დანაშაულებში ან კონკრეტული საფრთხის შემქმნელ დელიქტებში, როგორც განზრახვის, ისე გაუფრთხილებლობის დროს. ზოგჯერ მიზეზობრივი კავშირი  შედეგთან უდავოა, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც შერაცხვის ეს მარტივი კლასიკური სქემა არ არის გამოსადეგი,რის გამოც შედეგი ობიექტური შერაცხვის დროს ხდება სხვადასხვა ნორმატიული ასპექტების გათვალისწინება. მაგ: დაზარალებულის მიერ თვითსაფრთხის შექმნა.მიზეზობრივი კავშირი წარმოადგენს ობიექტური შერაცხვის აუცილებელ წინაპირობას. მიზეზობრივი კავშირის თეორიებით მოქმედებით ჩადენილ განზრახ დანაშაულებში დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილ დელიქტებში – წინდახედულობის ნორმით დადგენილ მოვალეობათა დარღვევის კავშირი დამდგარ შედეგთან.

ეკვივალენტური (პირობათა) თეორია –ამ თეორიის მიხედვით, ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს(ექვივალენტურს) წარმოადგენს, თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ნებისმიერი პირობა თანაბარმნიშვნელოვანია. ამ თეორიის შედეგად მიზეზობრიობის წრე ძალზე ფართოვდება.

მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემდეგ შედეგის შერაცხვა უნდა მოხდეს სამ ეტაპად: 1)ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზე შედეგის ობიექტური შერაცხვა.
2)ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ეტაპზე (განზრახი) შედეგის სუბიექტური შერაცხვა(გაუფრთხილებელ დანაშაულს არა აქვს სუბიექტური შემადგენლობა).
3)ბრალის ეტაპზე შედეგის ინდივიდუალური შერაცხვა.
ადეკვატურობის თეორია – მიზეზობრივი კავშირის დადგენისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს ის მომენტი, რომ ამა თუ იმ ქმედების ჩადენის დროს დამდგარი შედეგის გამოწვევა გარკვეულწილად სავარაუდებელი იყო თუ არა.
რელევანტურობის თეორია –დამდგარი შედეგის ობიექტური შერაცხვის შესაძლებლობის უარყოფას ცდილობს მიზეზობრიობის ეტაპზე. იგი ეკვივალენტურობის (პირობათა) თეორიას იმეორებს და  მას უმატებს კიდევ ერთ პირობას, რომ ქმედება სისხლისსამართლებრივი კრიტერიუმნებით აგრეთვე რელევანტური უნდა იყოს, რომ მოხდეს მისი ობიექტურად შერაცხვა. ამ თეორიის მიხედვით ყოველი პირობა, რომელმაც გამოიწვია შედეგი,არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად რელევანტურს, რადგან ობიექტური შერაცხვა, გარდა შედეგის გამოწვევისა, სხვა კრიტერიუმებსაც ეფუძნება. რა დროსაც მხედველობაში მიიღება როგორც ნორმის დაცვის მიზანი ასევე ცალკეული შემადგენლობების თავისებურებანი.

ალტერნატიული, ანუ ორმაგი მიზეზობრიობა ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზეა იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ (პირობამ), მაშინ, როდესაც თითოეული ამ პირობათაგანი სავსებით საკმარისი იყო შედეგის დადგომისათვის.  ალტერნატიული მიზეზობრიობა განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როცა უტყუარად ვერ დგინდება, ორი ან მეტი პირობიდან უშუალოდ თუ რომელმა გამოიწვია სასიკვდილო შედეგი.  ასეთ შემთხვევაში, ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.  ალტერნატიული მიზეზობრიობა გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უტყუარად დადგინდება, რომ ორიან მეტი ქმედებიდან თითოეული მათგანი ცალკე აღებული სავსებით საკმარისი პირობა იქნებოდა შედეგისათვის. კუმულაციური მიზეზობრიობა

კუმულაციური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა შედეგი გამოიწვია ორმა (ან მეტმა) ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ,  მაგრამ თითოეული ქმედების ჩამდენი პირის წარმოდგენით მის მიერ შესრულებული ქმედება სავსებით საკმარისი იყო შედეგის დასადგომად. ამასთან, მათ არ იცოდნენ ერთმანეთის მოქმედებისა და განზრახვის შესახებ.  მართალია ამ დროს მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ ვინაიდან შედეგი მხოლოდ ერთობლივი ქმედების შედეგად დგება ერთიანი განზრახვის გარეშე, პირს არ შეიძლება ობიექტურად შეერაცხოს შედეგი, რომლის ავტორიც იგი ვერ იქნებოდა, თუ არა მეორე პირს მოქმედება. კუმულაციური მიზეზობრიობა არის ის შემთხვევა, როცა ობიექტური შერაცხვის თეორია გამოიყენება, რათა, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეტაპზევე დამთავრებული დანაშაულისათვის დასჯადობა იქნეს უარყოფილი.
ჰიპოთეტური მიზეზობრიობა არსებობს იმ შემთხვევაში, როცა ქმედებამ გამოიწვია (დააჩქარა) შედეგი, რომელიც მოგვიანებით სხვა მიზეზით, რომელიც მესამე პირის მიერ არ იყო შექმნილი, მაინც დადგებოდა. ჰიპოთეტური მიზეზობრიობის დროს შედეგი ყოველთვის ობიექტურად შეერაცხება იმ პირს, ვინც თავისი მოქმედებით შედეგის დადგომა გამოიწვია (დააჩქარა). სწორედ ამიტომ არის, რომ ე.წ. აქტიური ევთანაზიის შემთხვევები ( მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), როცა მომაკვდავი მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობა ხდება მისი დაჟინებული თხოვნითა და ნამდვილი ნების შესაბამისად. ე.წ. „რეგრესის აკრძალვის“ თეორიასთან დაკავშირებით ლიტერატურაში ცალკე გამოყოფილი ე.წ. „გაწყვეტილი მიზეზობრიობა“ იმით განსხვავდება ჰიპოთეტური მიზეზობრიობისაგან,  რომ ჩადენილი ქმედებაც აუცილებლად გამოიწვევდა შედეგს, მაგრამ შედეგის დადგომამდე ჩადენილ იქნა სხვა ახალი მოქმედება, რომელმაც შედეგი მანამდე უშუალოდ გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს პირველი მოქმედების მიზეზობრივი კავშრი შედეგთან, რადგან იგი გაწყდა. თ-მ მოწამლა ლ. სანამ ეს უკანასკნელი მოკვდებოდა, ლ-ს თავს დაესხა შეიარაღებული ბ, რომელმაც მოკლა პისტოლეტით. შედეგი (სიკვდილი) დადგებოდა იმისდა მიუხედავად, თ. მოწამლავდა თუ არა მანამდე ლ-ს. ესე იგი ბ-ს მოქმედების შედეგი არ იყო დამოკიდებული თ-ს ქმედებაზე. ამიტომ თ-ს მოქმედება არ არის მიზეზობრივ კავშირში შედეგთან და პასუხს აგებს მცდელობისათვის, ხოლო ბ. – დამთავრებული დანაშაულისათვის.  ასევე ცალკე გამოიყოფა მიზეზობრიობის შემთხვევათა ისეთი ჯგუფი, რომელსაც პირობითად „გამსწრები მიზეზობრიობა“ ეწოდება. ამ შემთხვევაშიც, მართალია, უშუალო შედეგი ახალმა მოქმედებამ გამოიწვია, მაგრამ თავდაპირველი მოქმედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა, ე.ი. პირველი მოქმედებაც მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან, რის გამოც შედეგი ობიექტურად მასაც შეერაცხება და არა მარტო იმას, ვინც ასეთი შედეგი უშუალოდ გამოიწვია.
შედეგის ობიექტური შერაცხვის შემთხვევაში, ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ეტაპზე შეიძლება დამატებით შემოწმდეს ხომ არ ჰქონდა ადგილი მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში არსებით გადახრას, რომელმაც, შედეგის ობიექტური შერაცხვის მიუხედავად, განზრახვის გამორიცხვა შეიძლება გამოიწვიოს.

                         ობიექტური შერაცხვა

ობიექტური შერაცხვის კატეგორია წარმოადგენს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს. თუ მიზეზობრივი კავშირი ან ობიექტური შერაცხვა არ გვაქვს, არ არის შესრულებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა. მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ზოგჯერ შეიძლება პირს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხოს, ხოლო ობიექტური შერაცხვის კატეგორიაზე მხოლოდ კაუზალობის დადგენის შემდეგ ვსაუბრობთ. მიზეზობრივი კავშირისა და ობიექტური შერაცხვის არარსებობის შემთხვევაში განზრახი შედეგიანი დელიქტებისათვის, როგორც მოქმედების, ასევე უმოქმედობის დროს უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის ჩადენილი ამ დანაშაულის მცდელობა ან (მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში) მომზადება. ასეთ შემთხვევაში, განზრახი დანაშაულის შედეგგარეშე (ფორმალური) შემადგენლობის დროს შეიძლება ჩადენილი იყოს დამთავრებული დანაშაული. მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან გადახრა ხშირ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია. პირი პასუხს აგებს დამდგარი შედეგის მიხედვით. მაგ: ა-მ გადააგდო ბ მაღალი ხიდიდან ღრმა მდინარეში, რათა იგი წყალშიდაიხარჯოს. ბ-მ ცურვა არ იცის,რის გამოციგი დაიხრჩობოა, მაგრამ სანამეს მოხდებოდა, მან თავი დაარტყა რკინაბეტონს, რის შედეგადაც მოკვდა. ა-ს მიუხედავად მიზეზობრივი კავშირის სხვაგვარი განვითარებისა, ვიდრე ეს მას წარმოედგინა, შედეგი ობიექტურად შეერაცხება, რის გამოც,მან პასუხი უნდა აგოს დამთავრებული მკვლელობისათვის. სხვაგვარად უნდა გადაწყდეს საკითხი მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან არსებითი გადახრის დროს. მაგ: ა-მ ბ-ს, მოკვლის განზრახვით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც არ იყო სასიკვდილო. საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში ავტოავარიის შედეგად იგი დაიღუპა. შეერაცხება თუ არა ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად, თუ მიზეზობრივი კავშირის ატიპიური განვითარება ასეთ შერაცხვას გამორიცხავს? ამ შემთხვევაში იიკვეთება ორი მომენტი: ატიპიური მიზეზობრიობა და ნორმის დაცვის მიზნიდან გადახრა (სიცოცხლის უფლების დაცვა, ანუ ადამიანის მოკვლის აკრძალვა), რაც საბოლოო ჯამში, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, შედეგის ობიექტურ შერაცხვას გამორიცხავს. მაგ: ა-მ და ბ-მ ერთერთ სოფელში მ-სგან იყიდეს არაყი, რომელიც საღამოს ზედმეტი ოდენობით მიიღეს. აღნიშნულმა გამოიწვია ა-ს ალკოჰოლური მოწამვლა, რის გამოც იგი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, მ-ს მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ მას შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება,რადგან ა-მ თავისი მოქმედებით თვითონ ჩაიყენა თავი საფრთხის მდგომარეობაში (თვითსაფრთხის მდგომარეობით გამოწვეული შედეგი).

დღეს გაბატონებულია ობიექტური შერაცხვის ორკვალიანი სისტემა ქმედების ობიექტური შემადგენლობის ფარგლებში, რასაც ასევე მხარს უჭერს წარმოდგენილი მიმოხილვა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s