საავტორო უფლებები

უყურებთ სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები”? გაგიკვირდებათ ალბათ, რა შუაშია იურიდიულ ბლოგთან ეს სერიალი. უბრალოდ, ერთ–ერთ სერიაში საინტერესო იურიდიული შეცდომა შევნიშნეთ: ერთ–ერთი პერსონაჟი პოულობს ხელნაწერს. ჩათვლის, რომ მის მეუღლეს ეკუთვნის ეს წიგნი, სიურპრიზის მოწყობის მიზნით, მეუღლის თანხმობის გარეშე, 5 000–იანი ტირაჟით გამოსცემს და პრეზენტაციასაც მოაწყობს.

სინამდვილეში, მსგავსი რაღაც არ და ვერ მოხდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს თუ მივყვებით. მარტივად, კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი რომ ჩავიკითხოთ,  გამოცემა – ავტორის საავტორო ან მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობით ნაწარმოების , ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების ანდა ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნებს;

არცერთი გამომცემლობა არ დაეთანხმებოდა წიგნის გამოცემას მისი ავტორის თანხმობის გარეშე.

იცით კი საერთოდ რა არის საავტორო უფლება, რა შემთხვევაში გენიჭებათ, როდის ხართ “ავტორი” კანონის მიხედვით, ან როგორ დაიცვათ თავი ინტერნეტში თქვენი საავტორო უფლებების დარღვევისგან?

copyright

„ავტორი“ – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები; ავტორს ნაწარმოების შექმნისას წარმოეშვება საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებიც.

ხშირია შემთხვევა, როცა ბლოგერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ავტორი შემდგომ აღმოაჩენს ხოლმე სადმე გამოქვეყნებულს. რომელიმე საიტზე, გაზეთში, ჟურნალში და ა.შ. ეს საავტორო უფლების უხეში დარღვევაა. ავტორს გააჩნია პირადი არაქონებრივი უფლებები. მათ შორის,  ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (საქართველოს კანონი და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მუხლი 17, ნაწ.1). იგულისხმება, რომ პოსტის ხელახლა გამოქვეყნებისას აუცილებელია მიეთითოს ავტორის სახელი, მისი უფლებების დაცვის მიზნით. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, აუცილებელია თუ არა ავტორის თანხმობა, მისი ნაწარმოების გამოქვეყნებისას: ამის შესახებ კანონი ამბობს,რომ ავტორის თანხმობა ყოველთვის სავალდებლო არაა, როცა მისი ნაწარმოების რეპროდუცირება ხდება.  დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გაზეთსა და ჟურნალში დაბეჭდვის შემთხვევაში პირად არაქონებრივთან ერთად ქონებრივიც ილახება, ასეთი შემთხვევა კი ცალკე რეგულირდება.

ასე რომ, სანამ უჯრაში ნაპოვნი სხვისი ნაწარმოების გამოქვეყნებას და თუნდაც, საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, შემთხვევით კანონი არ დაარღვიოთ 🙂

 

Advertisements

9 thoughts on “საავტორო უფლებები

    1. knuti Post author

      თუ ფოტოზე მითითებულია ე.წ. “ვოთერმარკი”, ან ქოფირაითი ადევს, მისი წაშლა ან სხვაგვარი დაზიანება, უკვე ჩაითვლება საავტორო უფლების დარღვევად. თუ ფოტოზე მსგავსი ნიშანი არაა მითითებული და ავტორი საჯაროდ ავრცელებს ფოტოს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე წესები მოქმედებს,რაც უკვე აღვწერეთ პოსტში. ანუ, შესაძლებელია მისი გამოყენება, თუმცა არა კომერციული მიზნით.

  1. Edi Line

    ისე, არც თუ იშვიათია, როცა ინტერნეტში წააწყდები საკუთარ პუბლიკაციას, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელმა ისე გამოაქვეყნა, რომ არც კი მოინდომა “გაემხილა” პუბლიკაცია სხვისი საკუთრებააო…
    ჩემი ვიდეოც (YouTube-დან) აღმომიჩენია კონკრეტული პიროვნებების მიერ სხვადასხვა საიტზე თავიანთი სახელით გამოქვეყნებული. მართლაც არ იყო სასიამოვნო იმის დაფიქსირება, რომ ვიღაც გადმოიწერს შენს ვიდეოს და მერე ატვირთავს მას თავისი სახელით…

    1. knuti Post author

      ამ შემთხვევაში გირჩევდით მიმართოთ თქვენი უფლებების დამრღვევს და მოსთხოვოტ სახელის დაფიქსირება.

      თუ იგი ამ ქმედებით შემოსავალსაც იღებს/და, სრული უფლება გაქვთ მოგების ნაწილის მოთხოვნის :))))

      1. Edi Line

        ერთხელ მივწერე კიდეც და დელიკატურად ავუხსენი, რომ უხერხულია სხვისი ვიდეოების (ჩემი ვიდეოს გარდა, არაერთი სხვისი ვიდეო ქონდა კიდევ თავისი სახელით ატვირთული) საკუთრად გასაღება, მაგრამ… კედლისათვის ცერცვის შეყრის ამბავი ხომ გახსოვთ? 🙂
        ისე კი, საავტორო უფლებების არაერთგზის დარღვევის გამო, მას ერთხელ უკვე დაუბლოკა “აკაუნტი” YouTube-მ, თუმცაღა ეს “გმირულად” გადაიტანა, შექმნა ახალი და ისევ ჩვეულ სტილში განაგრძო “მოღვაწეობა”. გარდა ამისა ინტერნეტ-სივრცეში უამრავი გვერდი აქვს გახსნილი და ყველგან ერთი და იგივე ხელწერა…
        რაც შეეხება წილს მოგებიდან, ძალზე საეჭვოა, რომ მისი ჯიბე დივიდენდებით იყოს გავსებული და მით უფრო დაუჯერებელია, იქ ჩემი “წილი” მოიძებნოს, მაგრამ მსგავსი სიტუაცია მართლაც მოითხოვს შეფასებას და ცალკეული მოსაზრებების გამოთქმა არა მარტო ბლოგერების მხრიდან, არამედ მეცნიერების რიგი დარგებიდანაც არ იქნებოდა ურიგო 😉
        სხვათა შორის, როცა მის ტექსტებს ვკითხულობდი (მათ შორის საკუთარ თავზე დაწერილს) ისეთი გულანთებული ქართველის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ასეთ დროს ადამიანს შეიძლება ეუხერხულოს კიდეც საავტორო უფლებებზე წამიერი გაფიქრებაც კი 😉

  2. samuraisxmali

    დაშვებულია მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე.

    აქ წერია, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული ნაწარმოების გამოყენება შეიძლება “მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის”. ეს პირადი სარგებლობა რამდენად ეთანხმება მაგალითად იმას, რომ ვთქვათ, სვუპს შეთავაზებისას გამოყენებული ჰქონდა სხივის ფოტო დაუკითხავად, ხოლო ანა ამას იმით ამართლებდა, რომ მასზე არ იყო რაიმე ნიშანი ან სხვა აღნიშვნა, რომელიც საკუთრებას დაადასტურებდა. პირადი სარგებლობა თუ სწორად მახსოვს, იმას გულისხმობს, რომ გამოიყენო შენთვის, მაგალითად შეინახო კომპიუტერში. სწორედ ამ მიზეზის გამო, მაგალითად ფბზე რაიმეს გაზიარებისას, მისი ავტორი ყოველთვის ეთითება, ავტომატურად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s