ფაქტობრივი და იურიდიული შეცდომები

არსებობს შეცდომის ორი სახე: ფაქტობრივი და სამართლებრივი (იურიდიული) შეცდომა. შეცდომა შეიძლება დავაკავშიროთ დანაშაულის ნებისმიერ ელემენტთან, როგორც ქმედების შემადგენლობასთან ასევე მართლწინააღმდეგობასა და ბრალთან. სისხლის სამართალში არსებობს შეცდომის ორი ფორმა, პირველი წარმოადგენს შეცდომის იმ სახეებს რომლებიც ქმედების შემადგენლობის ეტაპზე განზრახვასთან კავშირში განიხილება, ხოლო მეორე ჯგუფში განიხილება ბრალის ეტაპზე.

პირველ ჯგუფში, ქმედების შემადგენლობის ეტაპზე განიხილება წმინდა ფაქტობრივი ხასიათის გარემოებები, ხოლო მეორე ბრალის ეტაპი მოიცავს ორივე: წმინდა სამართლებრივი ხასიათის შეცდომებსა და შეცდომებს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი ფაქტობრივი გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით (მაგალითად მოჩვენებითი მოგერიება).

პირმა ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომა შეიძლება დაუშვას როგორც მის საზიანოდ ასევე სასარგებლოდაც. ესეიგი მარტივად რომ გავიგოთ, ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, ხოლო გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება გამოირიცხოს გაუფრთხილებლობაც.

ფაქტობრივი შეცდომა ნიშნავს იმას რომ მცდარი წარმოდგენა გქონდეს ქმედებისშემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე (მარტივი ენით რომ ავხსნათ ეს იგივეა: არ იცოდე რომ ჩადიხარ დანაშაულს და არ გქონდეს გაცნობიერებული). მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში არაა აუცილებელი პირს ჰქონდეს ამა თუ იმ გარემოების იურიდიული მნიშვნელობის შინაარსი. მაგ: მონადირეს ეგონა რომ კლავდა დათვს, მაგრამ შემთხვევით მეორე მონადირე მოკლა. შეცდომა მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში განიხილება შეცდომის ერთ-ერთ სახედ. იგი მდგომარეობს იმაში რომ შედეგი დადგა არა მიზეზობრივი ჯაჭვის განვითარებით, არამედ ამ მიზეზობრივი ჯაჭვში მომხდარი ცვლილებით. მაგრამ თუ ა-მ ბ-ს ესროლა ტყვია, ბ-ს ასცდა, მოხვდა ბენზინის ცისტერნას, რომელიც აფეტქდა და ბ. დაიწვა – ეს მაინც იქნება განზრახი მკვლელობა, რადგან ასეთ შეცდომას ყოველთვის არა აქვს მნიშვენლობა და არ იწვევს ცვლილებას სისხლისამართლებრივ შეფასებაში. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა “არსებითი გადახრა”, ეს ნიშნავს იმას, რომ მოვლენათა განვითარება რომლის დამნაშავისთვის წინასწარ განჭვრეტა ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან შეუძლებელი იყო. ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება ისეთ შემთხვევებში როგორიცაა მაგალითად ერთმა მეორე დანით დაჭრა, მაგრამ სამედიცინო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა და იმით გარდაიცვალა, ამ შემთხვევაში დასადგენია ის გადარჩებოდა თუ არა მანქანა ავარიაში რომ არ მოყოლილიყო. ამის შემდეგ დადგინდება მისი პასუხისმგებლობის საკითხი. შეცდომა სახეზე გვაქვს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ვფიქრობთ რომ ერთი რაღაცით მოვკალით, მაგრამ აღმოჩნდება რომ მეორეთი მოგვიკლავს, მაგალითად ა-მ ბ. მოწამლა და ეგონა რომ მოკლა ამის შემდეგ მან სახლს ცეცხლი წაუკიდა, ექსპერტიზამ დაადგინა რომ ბ. ცეცხლის წაკიდების შემდეგ გაიგუდა ჰაერის უკმარისობის გამო. არსებობს ორი თეორია ე.წ განცალკევების და ერთიანი განზრახვის თეორიები, განცალკევების თეორიით ა-ს განზრახვა მეორე დანაშაულებრივი აქტის ჩადენის აღარ არსებობდა რის გამოც ორივე მოქმედება უნდა განვიხილოთ ცალ-ცალკე. ხოლო ერთიანი განზრახვის თეორიით მნიშვნელოვანია ის მომენტ ჰქონდა თუ არა ორივე მოქმედების ჩადენის განზრახვა პირს თავიდანვე, თუ მეორე მოქმედების შესრულება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა პირველი მოქმედება განახროციელა. ორივე მოქმედების ერთიანი განზრახვით შესრულების დროს პირი პასუხს აგებს დამთავრებული განზრახი მკვლელობისთვის ხოლო არაერთიანი განზრახვით შესრულების შემთხვევაში ცალ-ცალკე, ერთი გაუფრთხილებლობისათვის და მეორე მცდელობისთვის. შეცდომა პიროვნებასა და ობიექტში, ერრორ ინ პერსონა, ეს ნიშნავს იმა,ს რომ პირს უნდოდა მოეკლა ერთი, იცოდა რომ ჰკლავდა და გაცნობიერებული ჰქონდა ეს, მაგრამ მოკლა სხვა, მიუხედავად შეცდომისა მას შეეფარდება განზრახ მკველობა.  “შეცდომა პიროვნებასა და ობიექტში” არის შემდეგ შემთხვევაშიც: პირს 20 000 დოლარს ჰპირდებოდნენ ადამიანის მოკვლისათვის. მიუხედავად იმისა იგი მოკლავს თუ შეეშლება და სხვას ესვრის, მას შეეფარდება განზრახი დამთავრებული მკვლელობა ანგარებით. არ აქვს მნიშვნელობა მიიღო თუ არა მან ის 20 000 დოლარი რომელსაც შეჰპირდნენ. მთავარი არის მოტივი. ერთი ადამიანის სიცოცხლე სამართლებრივი თვალსაზრისით იმავე ღირებულებას წარმოადგენს რასაც მეორე ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ შეცდომა ზეგავლენას ვერ მოახდენს პასუხისმგებლობაზე.

არსებობს ასევე დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები. დამამძიემბელია ორსულის მოკვლა ან ანგარებით მოკვლა ხოლო შემამსუბუქებელი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვება. Aberratio ictus  –  წარმოადგენს შეცდომის იმ შემთხვევას როდესაც პირი გადაწყვეტს ხელყოს მის მიერ ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული სამართლებრივი სიკეთე, მაგრამ ქმედება მიზანს აცდება და სხვის სიცოცხლეს ხელყოფს. ეს არ არის ერორ ინ პერსონას ერთ-ერთი სახე. ამ შემთხვევაში გვაქ ორმაგი კვალიფიკაცია: ერთი განზრახი მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო მეორე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის. მაგალითად ა-მ ესროლა ბ-ს ტყვია რომელიც შემთხვევით მოხვდა ც-ს. ც-ს მიმართ იქნება გაუფრთხილებლობითი მკვლელობა ხოლო ბ-ს მიმართ მკვლელობის მცდელობა. აქ უნდა გავარჩიოთ კონკრეტიზაციის თეორია, რისი მიხედვითაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. არ არის სწორი შეცდომის ამ სახის პიროვნებაში შეცდომასთან(ობიექტში შეცდომასთან) გათანაბრება და პასუხისმგებლობის საკიტხის ე.წ სამართლებრივ სიკეთეთა თანაბარღირებულების თეორიით გადაწყვეტა, რომელიც შეცდომას სისხლისსამართლებრივად ირელევანტურად მიიჩნევს. ასევე არ შეიძლება დაეთანხმო ასეთ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში შეცდომის წესების გამოყენებას.
იურიდიული შეცდომა ნიშნავს იმას, რომ პირმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება (ვიწრო გაგებით0,) ანუ დაუშვა აკრძალვაში შეცდომა. მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობა გარკვეული პირობების არსებობისას, ბრალის გამომრიცხველა გარემოება შეიძლება იყოს. თუ პირმა არ იცის რომ მისი ქმედება აკრძალულია (მართლსაწინააღმდეგო) ამ შემთხვევასი პირი არ დაისჯება იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება მისატევებელია. თუ შეცდომა არ არის მისატევებებლი დაისჯება გაუფრთხილებლობისთვის, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედების გაუფრთხილებლად ჩადენა დასჯადია. მაგალითად: ა-მ დაარღვია ბლანკეტურ ნორმაში მოცემული ქცევის წესი, რისთვისაც დაწესებულია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, მან თავი იმით იმართლა რომ არ იცოდა ბლანკეტური ნორმის შინაარსი და ამ შემთხვევაში მას ეს მიეტევება. შისხლის სამართალი ბრმად არ აწესებს “კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს პირს პასუხისმგებლობისგან” არამედ სასჯელის დაკისრების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ბრალად შერაცხვის ერთ-ერთ ძირითად მომენტად მართლწ.-ის შეგნების არსებობის დადგენას მიიჩნევს.

არსებობს პირდაპირი და არა პირდაპირი შეცდომა აკრძალვაში. პირდაპირია როდესაც პირი ფიქრობს რომ არ არსებობს ისეთი ნორმა რომელიც მის ქმედებას კრძალავს. არაპირდაპირია თუ პირმა იცის რომ თავისი ქმედებით ახორციელებს სსკ კერძო ნაწილის ქმედების ამა თუ იმ შემადგენლობას, მაგრამ შეცდომით ფიქრობს რომ ეს ქმედება მართლწინააღმდეგობას გამორიცხავს. ბოროტი განზრახვა ნიშნავს იმას რომ პიროვნებას სწორად აქვს შეგნებული რომ ის არ მოქმედებს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ერთ-ერთი გარემოების ვითარებაში. ხოლო მოჩვენებითი მოგერიება ნიშნავს იმას, რომ თუ პირი შეცდომას უშვებს მაგალითად აუცილებელი მოგერიების ვითარებასთან დაკავშირებით და ჰგონია რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ნამდვილია სინამდვილეში კი ეს ას ეარ არის (მოჩვენებითი მოგერიება). თუ მაგალითად ა-მ მოკლა ვითომ თავდამსხმელი ც. რომელსაც მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა არ იქნება მოჩვენებითი და არც განზრახი მკვლელობა, ასეთი მკვლელობა იქნება გაუფრთხილებელი დანაშაული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის ადგილას ანალოგიურ სიტუაციაში სხვებიც ასე მოიქცეოდნენ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s