ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

  დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული მოძღვრებით შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დამოკიდებული არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა მყარად არის გამიჯნული მისი ბრალუნარიანობისაგან.ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს სხეულებრივი გადაადგილება გარესამყაროში. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია: შეურაცხადობა ასაკის გამო, შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე ბრძანების ან განკარგულების შესრულება. შეზღუდული შერაცხადობა კი, წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მის შემამსუბუქებელ გარემოებას.

შეურაცხაობა

         მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა ის, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების სახით. იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია ნეგატიურად. მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.

         ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხრივ შეურაცხაობა დგინდება ორ: ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. დღეს შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირის ერთი უნარი მაინც იქნა დარღვეული, ასეთ შემთხვევაში მას ქმედება ინდივიდუალურად არ შეერაცხება.

შეურაცხაობა ასაკის გამო

   სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს  შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო

  სსკ 34 მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური

მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი. სსკ-34 მუხლი უთითებს ფსიქიკური მდგომარეობით განპირობებულ შეურაცხაობის გამომწვევ ოთხ ფაქტორს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

 შეზღუდული შერაცხადობა

    შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე ან მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

შეცდომა

სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. სსკ-ის 36-ე მუხლის მეორე ნაწილი განმარტავს იმას, თუ რა შეიძლება იყოს მისატევებელი შეცდომა. კოდექსის მიხედვით, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირდა არ იცოდა არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.  რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეცდომა მისატევებელი არ არის? აღნიშნულ ფაქტორს ითვალისწინებს სსკ-ის 36-ე მუხლის მესამე ნაწილი და ამბობს, რომ თუ შეცდომა არ ჩაითვლება მისატევებლად, მაშინ პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის. ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება.

ბრძანების ან განკარგულების შესრულება

სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლი ეხება ბრალის გამომრიცხველ კიდევ ერთ გარემოებას. კერძოთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღდეგებო ბრძანება ან განკარგულება გასცა. იმისათვის რომ ქმედების შემადგენლობაში არსებობდეს ბრალის გამომრიცხველი გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია კკს-ის 37-ე მუხლით, აუცილებელია რომ სახეზე გვყავდეს ორი პირი, პირველი, ის ვინც გასცა ისეთი ბრძანება რომლის შესრულებაც გამოიწვევდა მართლსაწინააღდეგო შედეგს, და ის ვინც შეასრულებს ამ ბრძანებას. შემსრულებელს არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმეგბლობა. რადგან, იგი ვალდებული იყო ზედამხედველის, ანუ იმის ვინც უბრძანა, განკარგულება თუ ბრძანება შეესრულებინა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სხვა არაბრალეული ქმედების დროს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის IX თავში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლის გამოც გამოირიცხება ბრალი. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ აღნიშნული გარემოებების გარდა, იყოს სხვა ისეთი ქმედებები, რომლებიც გამროიცხავდა ბრალს. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s