თანამონაწილეობის ცნება და ფორმები

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზარხი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სუბიექტებია (ფორმებია)  : ორგანიზარორი, წამქეზებელი და დამხმარე. თუ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ამდენიმე პირი, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს თუ ვინ ჩაიდინა ძირითადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რათა იგივე უმართლობისათვის დადგინდეს თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

განასხვავებენ თანამონაწილეობას ფართო და ვიწრო გაგებით.ფართო გაგებით თანამონაწილეობა ნიშნავს დანაშაულში თანამონწილეობას როლების დაუნაწილებლად, ვიწრო გაგებით კი თანამონაწილეობა გულისხმობს როლების დანაწილებას  დანაშაულის მონაწილეთა შორის (მაგ:ორგანიზატორი, წამქეზებელი , დამხმარე).თანამონაწილეობას ახასიათებს აქცესორულობა, რაც ნიშნავს იმას რომ თანამონაწილე დაისჯება იმ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის რაც ჩაიდინა ამსრულებელმა.სსკ-ში გვხვდება დანაშაულის ისეთი შემადგენლობა სადაც თანამონაწილეობის გარეშე შემადგენლობა ვერ განხორციელდება, ასეთია მაგ:ქრთამის აღება. 

                        თანამონაწილეობის დასჯადობის დაფუძველი:
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ.ამ ფიზიკურ პირებში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის ამსრულებელი პირი,არამედ თანამონაწილეც, რომელიც უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამთავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იწყება 18 წლიდან. პირი უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ, ა) ჩაიდენს დანაშაულს პირადად, სხვა პირთან ერთად ან სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ბ) უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამტავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. გ) აღნიშნული დანაშაულის ჩადენს გაადვილების მიზნით დახმარებას უწევსმ აქეზებს ან სხვაგვარად ხელს უწობს მის ჩადენას ჩადენის მცდელობას, მათ შორის – მისი ჩადენისათვის საშუალებათა მიწოდებით; დ) განზრახი ქმედებით ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას; ე) გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს გენოციდის ჩასადენად; ვ) ეცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
თუ პირი უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად ხელს შეუშლის მის ბოლომდე მიყვანას, არ დაისჯება.  დასჯადია როგორც დამთავრებული დანაშაული, აგრეთვე დანაშაულის მცდელობა.

  თანამონაწილის აქცესორული ბუნება:
თანამონაწილის აქცესორულობა გულისხმობს იმას რომ თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის მიერ ჩადენილ განზრახ მართლსაწინააღმდეგო ძირითად ქმედებაზე, რომელიც  სავალდებულო არაა რომ ბრალეულად იყოს ჩადენილი. თანამონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში შესაძლებელია არა მარტო მოქმედებით, არამედ უმოქმედობითაც. ამასთან ამსრულებლისათვის აუცილებელი არაა თანამონაწილე, მაგრამ თანამონაწილესათვის აუცილებელია ამსრულებელი, ვინაიდან თანამონაწილეობა აქცესორული ბუნებისაა.

თანამონაწილის სახეები:
თანამონაწილის სახეებია ორგანიზატორი,წამქეზებელი და დამხმარე.ორგანიზატორი არსი პირი რომელმაც შეიძლება შექმნას გარკვეული ჯგუფი,წინასწარ დაგეგმოს დანაშა-ული და მიუთითოს სხვებს თუ რა უნდა გააკეთონ დანაშაულის ჩასადენად. ორგანიზატ-ორი შეძლება დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდეს.ორგანიზატორი პასუხს აგებს ჯგუფური დანაშაულის მხოლოდ იმ ეპიზოდისათვის რომელიც მისი განზრახვით იყო მოცული.წამქეზებელი თანამონაწილეთა შორის ყველაზე რთული და მრავალმხრივი ფიგურაა.წამქეზებელია არის ის ვინც ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის გადამწყვეტ მოტივს უქმნის. წაქეზება გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას ფსიქიკაზე, ამიტომ შეუძ-ლებელია უმოქმედობით წაქეზება.ფართო გაგებით წამქეზებლობა შუალობით ამსრულ-ებლობასაც მოიცავს.წამქეზებლობა უნდა განვასხვავოთ თანამონაწილეობის მესამე ფორ-მისგან ანუ დახმარებისგან, რადგან დახმარება წამქეზებელთან შედარებით ნაკლებად მნ-იშვნელოვანია.დამხმარე არის პირი ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანუ ინტელექტუალური დახმარება.ფიზიკური დახმარე-ბა ძირითადად ორი სახით შეიძლება გამოვლინდეს:1)ასრულებლისათვის საშუალების მიცემა (მაგ:ბინის დათმობა , იარაღის მიცემა) ; 2)დაბრკოლების თავიდან აცილება (დანაშაულის ჩადენის გაადვილება).ფსიქოლოგიური დახმარება კი არის მაგ: დამნაშავისთვის რაიმე რჩევის მიცემა დანაშაულის ჩადენაზე ან დამნაშავის დამალვა.

 დანაშაულის ამსრულებლისა და  თანამონაწილის ურთიერთგამიჯვნა :

ამსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნა ხდება სხვადასხვა თეორიებით: ა)ფორმალურ-ობიექტური თეორიის მიხედვით ამსრულებელია ის, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ უშუალოდ ასრულებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, თანამონაწილე კი უშუალო მონაწილეობას არ ღებულობს ამსრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში , არამედ მხოლოდ ორგანიზებას ან დახმარებას უწევსმას ამ აღუძრავს დანაშაულის ჩადენის სურვილს. ამ თეორიას ჰყავს მიმდევრები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად გამოუსადეგარია.
ბ)სუბიექტური თეორიიის მიხედვით ამსრულებელია ის ვინც მოქმედებს ამსრულებლის ნებით და ახორციელებს ქმედებას, ხოლო თანამონაწილეა ის ვინც მოქმედებს თანამონაწილის ნებით და ეხმარება ამსრულებელს ქმედების განხორციელებაში.ამსრულებლის ნების კრიტერიუმებია : შედეგის მიმართ საკუთარი ინტერესის ხარისხი; ქმედებაში მონაწილეობის მოცულობა; ქმედებაზე ბატონობა ან მინიმუმ ქმედებაზე ბატონობის სურვილი.
გ)ქმედებაზე ბატონობის თეორიას გააჩნია გამოვლენის 3 ფორმა:(1)უშუალო ამსრულებლობა(ამ დროს ქმედებაზე ბატონობს ის ვინც უშუალოდ ასრულებს შემადგენლობის ყველა ნიშანს) ; (2)შუალობითი ამსრულებლობა(ქმედებას ჩადის სხვა პირის მეშვეობით და აქვს ნების/ცოდნის ბატონობა); (3)თანაამსრულებლობა (ქმედებას ჩადის სხვა პირთან/პირებთ-ან ერთად).

ამსრულებლის ექსცესი :
ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის/თანამონაწილის განზრახვა.ამსრულებლის ექსცესისთვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
    თანამონაწილეთა სისხლის სამართლებრივი პასუხიემგებლობი სფარგლები და თავისებურება :
ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.
დანაშაულთან შემხებლობა და მისი სახეები:
ერთიანი დანაშაულის სახეებია დენადი და განრგძობადი დანაშაული.დენიდია დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. განგრძობადია დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.არსებობს ასევე არაერთგზისი დანაშაული; დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი.არაერთგზისია დანაშაული თუ წინათ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა იგივე დანაშაული.დანაშაულთა სიმრავლე არის სსკ-თი გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირი არცერთისთვის არ ყოფია მსჯავდებული.დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s