მფლობელობა

მფლობელობის  გამოსახატავად ძველ ქართულ სამართალში გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქონება“, „ჭერა“, „პყრობა“, „ჯდომა“. ეს უკანასკნელი ტერმინი მიგვანიშნებს გერმანულ possesio-სთან მის კავშირზე.

155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად 2 ნიშანზე დაიყვანება:
1.ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა. აქ იურიდიული ბატონობა ივარაუდება და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ ნივთის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე.

2.ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვება. აქ იგულისხმება, რომ მთავარია მფლობელობა, იმის მიუხედავად, თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვენული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით, ე.ი მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი. იქ, სადაც სუბიექტის ნება არ მონაწილეობს, არც მფლობელობაა.

სსკ-ში მფლობელობა გამიჯნულია საკუთრებისგან. საკუთრება ესაა ნივთზე ბატონობის უფლება, ხოლო მფლობელობა თვით ეს ბატონობაა. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებები. მაშასადამე, მფლობელობა ფაქტია და არა უფლება!მფლობელობა აგრეთვე გამიჯნულია „ჭერისაგან“, ე.წ. detentio-სგან.  მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.მაშასადამე, „ბატონობა“ უნდა ხორციელდებოდეს თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ. მჭერი არ ითვლება მფლობელად, ამიტომაც მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე პირთა მიმართ. თუმცა მას შეუძლია წინ აღუდგეს მესამე პირთა აკრძალულ თვითნებობას.მფლობელობის შეძენისას მჭერის არაკეთილსინდისიერება განიხილება როგორც უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირის არაკეთილსინდისიერება და მოსარჩელის წინაშეც თვითონ იქნება პასუხისმგებელი, თუკი მან მჭერის შერჩევისა და მასზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არ გამოიჩინა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადრებიანობა.ნივთი შეიძლება არამარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, არამედ არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც .აღსანიშნავია, რომ მფლობელობითი კონფლიქტის ვითარებაში უპირატესობა ენიჭება პირდაპირ მფლობელობას. პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი მფლობელობისგან. სსკ მფლობელობის დანაწევრების ორ შემთხვევას იცნობს. პირველია ,როდესაც ერთ საგანზე არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა. მეორე, როცა ერთ ნივთს რამდენიმე პირი ფლობს ერთდროულად. მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ თუ პირველ შემთხვევაში ორსაფეხურიანი დაყოფა გვაქვს მფლობელობისა, მეორე შემთხვევაში თანამფლობელთა ფაქტობრივი ბატონიბის მდგომარეობა ერთსაფეხურიანია: ან პირდაპირი მფლობელები არიან თანამფლობელები, ან კიდევ არაპირდაპირი მფლობელები.

თანამფლობელობა შეიძლება იყოს მარტივი, როცა ყოველ თანამფლობელს აქვს სანივთო ძალაუფლება, რასაც სხვებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. კვალიფიციური (კოლექტიური) თანამფლობელობისას ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა მხოლოდ კოლექტიურადაა შესაძლებელი და ამდენად, იგი საერთო მარტივი თანამფლობელობის მდომარეობას კარგად შეესაბამება საერთო თანაზიარი საკუთრება. ხოლო კვალიფიციურისას – წილადი საკუთრება. ისევე, როგორც ყოველი მესაკუთრე საერთო ნივთის მასზედ კუთვნილი ნაწილის მესაკუთრეა, შესაბამისად მისი მფლობელობა, იგივე ფაქტობრივი ძალაუფლება, მხოლოდ ამ ნაწილზე ვრცელდება. შეიძლება ერთსა და იმავე საგანზე ადგილი ჰქონდეს როგორცთანამფლობელობას, ისე ნაწილების მფლობელობას.

 კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ცნება

მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების საგანია და მათში ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლისადმი. ხოლო მფლობელის კანონიერება თუ უკანონობა ობიექტური, ნორმატიული ნების შეფასების საგანია.

მფლობელობის ფაქტის შეფასებისას მხედველობაში მიიღება როგორც სუბიექტური,ასევე ობიექტური ფაქტორები.მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის მიმართ განსხვავებულია  ამ ფაქტორთა მნიშვნელობაც.თუკი ობიექტური ფაქტორები თვით მფლობელობის მდგომარეობის ბედ-იღბალს განსაზღვრავენ,სუბიექტური ფაქტორები, ძირითადად თვით მფლობელის უფლებრივ მდგომარეობაზე ახდენენ გავლენას…ანუ (თვითგანმარტების შემთხვევაში),კანონიერი იქნება მფლობელობა,რომელიც ემყარება კანონის ნორმატიულ ნებას,ხოლო უკანონო იქნება მფლობელობა,რომელიც კონფლიქტშია კანონის ნორმატიულ ნებასთან.ამის შემდეგ მარტივი მისახვედრია კეთილსინდისიერი მფლობელის არსი.შემძენი რათქმაუნდა იქნება კეთილსინდისიერი,როცა იგი მფლობელობას იძენს მართლზომიერად.ხოლო თუკი ნივთის შეძენა მოხდება არამართლზომიერად,ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ შემძენი არაკეთილსინდისიერია…ამ შემთხვევაში შეფასების საგანია მფლობელის დამოკიდებულება მფლობელობის საფუძველთა ხარვეზიანობის მიმართ. თუკი პირს ვერ მოვთხოვთ,გაეცნობიერებინა მფლობელობის ხარვეზიანობა,ურთიერთობის არსებული დეფექტები,მაშინ პირი იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი,ხოლო თუ  მფლობელს  მოეთხოვებოდა დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა,იგი არაკეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვლება. თუ მფლობელის კეთილსინდისიერებაზეა საუბარი,ამ სემთხვევაში მისი სუბიექტური ნების შეფასების საგან წარმოადგენს არამარტო სამართლის ობიექტური ნების ხასიათი,არამედ,ცალკეულ შემთხვევებში,ამ ნების დამოკიდებულება ურთიერტობის უფლებრივი მდგომარეობის მიმართ.

სსკ იცავს კეთილსინდისიერ მფლობელს და მისთვის ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია 3წლის განმავლობაში ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება  მოსთხოვოს.ეს წესი გამოიყენება მაშინ,როცა ახალ მფლობელს აქვეს მფლობელობის უკეთესი უფლება.მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხობნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მომართაც,თუ მან ნივთი მოიპოვა ძალადობით ან მოტყუების გზით,ხოლო თუკი კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი,მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში,მაშინ მას,მსგავსად მესაკუთრისა,შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებია. ეს წესი გამოიყენება მაშინაც,როცა შეუძლია ხელის შეშლის აღკვეთა.რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ მფლობელს,არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი,ასევე მიღებული სარგებელი,ნივთის ან უფლების ნაყოფი.მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი,რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო.ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ  მოითხოვოს,თუ მათ ნივთის  უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.

მფლობელობა,როგორც საკუთრების ვარაუდი.

ივარაუდება,რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე. 158 მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი იმ შემთხვევებს ასახავს,როცა ბრუნვის მონაწილიათვის უცნობია  მფლობელობის უკან არსებული უფლება.ამ დროს სანართლებრივი წესრიგი ჩვენგან მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მივიღოთ იგი,როგორც ნივთის მესაკუთრე.ბრუნვის მონაწილეთა ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს ამ ბრუნვის როგორც სიმყარეს,ასევე სიმარტივესაც.თუ ხელს ავიღებთ ამ ვარაუდზე და არ დავუშვებთ,რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა სამოქალაქო ბრუნვა თავდაყირა დადგება,ვინაიდან ასეთ ვითარებში ნივთის ყიდვისას გამყიდველი ვალდებული იქნება ამტკიცოს თავისი საკუთრების უფლება გასაყიდ ნივთზე,იმის მიუხედავად თუ რა ღირებულების იქნება იგი.

მფლობელობაში საკუთრების ვარაუდი მისი უკეთესი დაცვის ვარაუდიცაა.შეიძლება მფლობელი არც იყოს მესაკუთრე,მაგრამ ყველა შემთხვევაში,პირდაპირ თუ არაპირდაპირ,ჩვენ საკუთრების უფლებას ვიცავთ.ამ ვარაუდის ძალით მფლობელობა დაცვის საგანი ხდება იმის მიუხედავად,სამართლებრივ საფიძველს ემყარება თუ არა.რახან მფლობელობა ნივთზე ბატონობის ფაქტია,პირველ რიგში ჩვენ ფაქტის დაცვას ვახდენთ,რამეთუ მასზეა დამოკიდებული ამ ფაქტის უკან არსებული უფლების დაცვა.

მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ.ეს წესი არგამოიყენება იმ ნივთების მიმართ,რომელთა მესაკუთრე საჯარო რეესტრიდან უნდა გამოვლინდეს.ასეთი ნივთები კი უძრავი ნივთებია.

მფლობელისათვის კეთილსინდისიერება საკუთრების ვარაუდთან დაკავშირებული ბრუნვის პრინციპია,ხოლო მისი არაკეთილსინდისიერება,ამ ბრუნვისთვის დამახასიათებელი  ნორმალური რისკი.რაც შეეხება  უძრავ ნივთებს  აქ მეტი შესაძლებლობაა,რომ ნივთის შემძენმა არ დაუშვას შეცდომა,მას ადვილად შეუძლია შეამოწმოს ნივთზე ფაქტობრივი მებატონის მდგომარეობა.მარტივად რომ ვთქვათ,ერთ შემთხვევაში,როცა სახეზეა მოძრავი ნივთი,ბრუნვის ინტერესები გვაიძულებს ვენდოთ მის მფლობელს,სხვა დროს კი,როცა უძრავი ნივთები გვაქვს,ისევ ბრუნვის ინტერესები მოითხოვს,მლობელისადმი ნდობა საკარო რეესტრიდან მომდინარეობდეს.მოძრავი და უძრავი  ნივთების  ამ განსხვავებული რეჟიმის გაუთვალისწინებლობამ ბრუნვის მონაწილეები შეიძლება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს.

აგრეთვე დაუშვებელია საკუთრების ვარაუდი დავუშვათ,როგორც ნივთის ძველი მფლობელის,ასევე ახალი მფლობელის მიმართ.ძველი მფლობელის მიმართ საკუთრების პრეზუმცია მოქმედებს მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s