ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით

ადმინისტრაციული საჩივრის დეფინიცია მოცემულია სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგამოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის, ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრიცი აქტის გამოცემის, ან ადმინისტრაციული ორგამოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ადმინისტრაციულ საჩვივარს აქვს 3 ძირითადი ფუნქცია: 1) ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელება; 3) სასამართლოების განტვირთვა.

ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება განაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება.

ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დებულებანი, აგრეთვე ფორმალური წარმოების ზოგიერთი დებულებაც(ზეპირი მოსმენის ჩატარება და სხვა).

სზაკ-ის 177- მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს. ამდენად საჩივარი დაკავშირებული უნდა იყოს უფლების დარღვევასთან, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსჰი მოცემული დაინტერესებული მხარის ცნებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ე.ი. ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება პირდაპირ და უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მომჩივანის ინტერესებზე, ანუ საჩივრის შემომტანს საჩივარში დასმული საკითხისადმი უშუალო უფლებადამცავი ინტერესი უნდა ჰქონდეს.

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს აქტოს გამომცემი თანამდებობის პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, საჩივარი შეიტანება ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი თანამდებობის პირის ან ზემდგომი ორგანოს სახელზე(სზაკ-ის 178-ე მუხლი). საჩივრის ობიექტური გადაწყვეტის მიზნით ეს წესი გამორიცხავს ადმინისტრაციული საჩვირსი გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობის მიღებას, რომელიც გასაჩივრებული აქტის მომზადებაში ან გამოცემაში მონაწილეობდა.

სზაკ-ის 181-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში უნდა აღინიშნოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, სადაც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ)იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ)გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ)გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დადებული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რამე დოკუმენტი დაერთვის.

დაუშვებელია ადმინისტრაციული საჩივარი ადმნისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნით. ასევე, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება.  ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლსთან დაკავშირებით განხორციელებული წარმოების გაგრძელებას, რომლის მიზანია ახალი გადაწყვეტილების ანუ დაინტერესებული მხარისათვის მისაღები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ბ) სასამართლო წაარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკიტხზე; დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე საჩივართან დაკავშირებით; ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენიი ვადა.  ადმინისტრაციული ორგანოვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა და განხილვაზე უარის თმიოს შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციულ საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო საჩივრის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოღებს 5 გღის ვადაში(სზაკ-ის 182-ე მუხლი).

სზაკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული  კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, ამას  გასაჩივრების სუსპენციური ეფექტი ეწოდება. ამის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების გაზრდას; ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში შესაბამისი კანონის საფუძველზე; დ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას.ზემოაღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ან მისი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაინტერესებულ მხარეს აგრეთვე აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით მოთხოვოს სასამართლოს შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების გაგრძელება.

ადინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებას.

საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების პროცესში მოწმდება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა და  მართლზომიერების ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები.  ფორმალურ მოთხოვნათა დაცულობის შემოწმებისას მოწმდება აქტის მიმღები ორგანოს კონპეტენცია, აქტის მიღების ტერიტორიული და საგნობრივი კომპეტენცია, აქტის გამოცემის პროცესუალური მოთხოვნების, აქტის ფორმის დაცულობა. აქტის მართლზომიერების მატერიალური საფუძვლის შემოწმებისას მოწმდება სადავო აქტის შესაბამისობა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამა თუ იმ ნორმის შეფარდების სისწორე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების, მიზანსა და შედეგს შორის თანაფარდობის დაცულობა.

ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას აქტის გამოცემაზე იმის გამო, რომ აქტის გამოცემის საფუძველი, ესა თუ ის კანონნქვემდებარე ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება იერარქიით ზემდგომ ნორმატიულ აქტს. ადმინისტრაციული ორგანოსაგან განსხვავებით, სასამართლო უფლებამოსილია, გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველი, უარი თქვას მის გამოყენებაზე, უკეთუ იგი ეწინააღმდეგება იერარქიით ზემდგომ ნორმატიულ აქტს, გამოიყენოს ეს უკანასკნელი სადავო ირთიერთობების მოწესრიგებისათვის.

ადმინისტრაციული საჩივრის გადამყვეტისას საჩივრის განმხილველმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს გასაჩივრებული აქტის გამოცემის და არა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცე.  აღნიშნული წესი ითვალისწინებს გამონაკლისებს. კერძოდ, თუ პირს სადავო აქტიღ მიენიჭა ნებართვა, შეღავათი, რომელიც გათვალისწინებული არ იყო ამოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ დაუშვეს საჩივრის განხილვის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, მასჰინ გასაჩივრებული აქტი ძალაში უნდა დარჩეს.

საჩივარი საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებულმა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა, ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებამ ისეთი სამართლებრივი ნორმევის დარღვევა გამოიწვია, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საჩივრს წარმდგენი პირის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ნორმის ობიექტური დარღვევა უნდა აისახოს, სახელდობრ, სჩივრის შემტანის სუბიექტური უფლებების ხელყოფაში. საჩივრის ავტორს საჩივარში დასმული საკითხების მიმართ უნდა გაანდეს მკვეთრი უფლებადამცავი ინტერესი.

თუ კანონით ან კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებადა დადგენისთვის აუცილებელია მეტი დრო, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. ადმინისტრაციული საჩივრის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთ- გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s