საერთაშორისო სამართლის სუბიექტის მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო – სამართლებრივ ნორმას, სუბიექტის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებით ან მოქმედებისაგან თავის შეკავებით.
განასხვავებენ საერთაშორისო – სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემდეგ სახეებსა და ფორმებს:
მატერიალური პასუხისმგებლობა – დელიქტის ან საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო მოვალეა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი. მატერიალური პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს ორი ფორმის: რესტიტუცია – ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და რეპარაცია – როდესაც დელიქვენტს მხოლოდ მატერიალური ზარალის ფულადი ან გარკვეული სახის საქონლით ანაზღაურება მოეთხოვება.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას მოიცავს, რომელსაც არა აქვს მატერიალური ხასიათი. მაგ.:
სატისფაქცია შეიძლება გამოიხატოს სინანულის გამოცხადებით, ბოდიშის მოხდით, დამნაშავეთა დასჯით, კომპენსაციის გადახდით და სხვა.
საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები ანუ დამნაშავის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენება პოლიტიკური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს ფორმას წარმოადგენს. იგი სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რომელთაგან ძირითადია: ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ყოველგვარი სახის საქონლის და ტრანსპორტის დელიქვენტის საზღვრებში მიტანის საშუალების აღკვეთა და ბოლოს, როგორც უკიდურესი ზომა, შეიარაღებული აგრესიის დროს შეიარაღებული ძალების გამოყენება.
საინტერესო მასალაა მაგრამ თქვენს ვებ გვერდს ვერ მივუთითებ ნაშრომში რადგან არ ხართ ოფიციალური რაიმე როგორც ასეთი ვებგვერდი. (ვგულისხმობ შეიძლება გააკეთოთ ისე რომ იყოთ რაიმე კომპანია ან …. ) ამიტომ ვერც ვიყენებ რაც წერია,