უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა ნაგებობები , რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის საფუძველია:
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ჩუქების ხელშეკრულება;
- გაცვლის ხელშეკრულება;
- პრივატიზება;
- სამკვიდრო მოწმობა;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება და ა.შ.
უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური. უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლი;
- უფლების დამადასტურებელი საბუთი, ტექნიკური აღიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების აღიარების შემთხვევაში, სათანადო კომისიის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი;
- საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული პრივატიზების შემთხვევაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და სხვა;
განცხადებას შეიძლება თან დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებსაც საკითხის გადაწყვეტისთვის შეიძლება გარკეული მნიშვნელობაც ჰქონდეს.
უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენისთვის სვალდებულო არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადება. ამ მოქმედების განხორციელება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე.
მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისთვის საჭირო საბუთების წარდგენის ხარჯები. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების საფუძველზე შეცვალონ ზემოთაღნიშნული პირობა.
უძრავი ქონების რეგისტრაცია ხდება განხხადების შეტანიდან 4 დღის ვადაში, ხოლო რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასური შეადგენს 50 ლარს.