ბლოგის შესახებ

ინტერნეტსივრცეში ჯერ კიდევ ნაკლებობაა ისეთი ბლოგების და ვებგვერდების, სადაც გაშუქებული იქნება საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ბლოგი, რომელზეც პერიოდულად დაიდება სხვადასხვა ინფორმაციები. ვეცდებით  ვიყოთ მუდმივად განახლებადები.

ბლოგის სახელწოდებიდან ალბათ უკვე მიხდვით რომ ის შეეხება მხოლოდ იურიდიულ საკითხებს და კანონმდებლობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

განხილული იქნება როგორც ცალკეული კანონები, ასევე დღესდღეობით მიმდინარე მოვლენები, თუკი რა თქმა უნდა, ასეთები იქნება.

12 thoughts on “ბლოგის შესახებ

  1. unaamarga

    კარგ საქმეს ხართ შეჭიდებულები! ხშირად შემოვივლი ხოლმე, ოღონდ მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოსტი ნაძალადევს ჰგავს. მაგალითად, ჩემი აზრით პოსტი სარჩელის შევსების წესების შესახებ არაფერ ინფორმატიულს არ შეიცავს, გარდა იმისა, რომ არსებობს სპეციალური ფორმები. პირს, რომელსაც ფორმის შევსებასთან დაკავშირებით სირთულე აქვს, ეს პოსტი ახალს არაფერს ეტყვის, რადგან, მხარეებს როგორც წესი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გამიჯვნა და მსგავსი რაღაცეების უჭირთ და არა მისამართის ჩაწერა. თუ შეეცდებით, რომ თქვენი პოსტები მართლა ინფორმატიული იყოს იურიდიულ დეტალებში გაურკვეველი პირებისთვის, ჩემი სახით ერთი დიდი ფანი ნამდვილად გეყოლებათ! აბა თქვენი იცით!

    1. anna

      კი ის პოსტი უფრო იმიტომ დავწერე რომ მეთვითონ მაინტერესებდა რამდენიმე დეტალი.
      დანარჩენზე არამგონია იგივეს თქმა შეიძლებოდეს და თანდათან რა თქმა უნდა გაუმჯობესდება. დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება და როგორც იქნა თავი მოვაბი. ყველანაირად გამომადგება მემგონი და აღარც შევწყვეტ წერას

  2. ketusi

    ძალიან საინტერესო ბლოგია anna .ყოჩაღ!
    მართლა ბევრი რამ არის კანონდებლობაში სადაო.
    და ძალიან კარგია თუ შენს ბლოგზე განხილული იქნება საკითხები იმდაგვარად, რომ იურიდიულ საკითხებში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს მათი გააზრება არ გაგვიჭირდეს.

  3. NinucaElectro

    annaa შენ გააკეთე? უა ნათიამაც? სასარგებლო ბლოგია ძალიან.. ხშირად გესტუმრებით.. 🙂 ❤

    1. anna

      ჰო, საერთო ბლოგია და შენ წარმოიდგინე სხვა თანაავტორებიც გვყავს, რომლებიც არ წერენ :დ

  4. themis.ge

    კარგი ბავშვები ხართ 🙂
    მე დავიწყე, მაგრამ ისეთი სიხშირით ვერ ვუძღვები, როგორითაც სასურველი იქნებოდა…
    მიაწექით, თან თქვენ ახლა სწავლობთ და ცხელი თავით გაკეთებული საქმე, როგორც წესი, კარგად გამოდის 🙂

  5. ანონიმური

    რასაც აქ წერთ ამ სიმართლით თუ გინდათ იაროთ შორს ვერ წახვალთ, უპასუხისმგებლო ხალხის შექმნილი უპასუხისმგებლო ბლოგი. თქვენი ბლოგს ბოლოს მოუღებს ცილისწამება და უვიცი სტატიების გავრცელება. თქვენს მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი ჯერ არ დამდგარა ეტყობა და გადაგიხდიან შემკვეთები, რომლებიც გაირკვა. ახლა კარგად გაეცანით ამას: http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=54994 შემდეგ ამ კომენტარს:Тамуна Нукубидзе · Кутаиси
    შეურაწმყოფელია თითოეული ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია,რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სიმართლეს მე თავად გახლდით ნელი მჭედლიძის ადვოკატი და მის საქმესთან ბატონ ლაშას არანაირი კავშირი არ ქონია . ასევე თავად ქალბატონი ნელიც გაოგნებულია პრესაში და მედია საშუალებებში გავრცელებული ამ ცრუ ინფორმაციით. თუ ოდნავ მაინც შეგრცხვებათ და გამოასწორებთ კარგი იქნება.

  6. ანონიმური

    რადგან სხვადასხვა ლექტორების კონსპექტებს აქვეყნებთ ავტორების გვარებიც უნდა იყოს მითითებული, სხვა შემთხვევაში ეს ინტელექტუალური ქურდობაა და ეს იურისტებს არ უნდა გეშლებოდეთ!

  7. medea

    ანაზღაურდება თუ არა სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი განსაკუთრებული ოდენობით, როცა ცვლოვან სამუშაოზე ვმუშაობთ და გრაფიკით გვიწევს მუშაობა.

დატოვე კომენტარი