Tag Archives: საკუთრება

სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

სანივთო და ვალდებულებითი სამართალი მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. ამ განსხვავებას საფუძველი ჯერ კიდევ რომის სამართალში ჩაეყარა სანივთო და ვალდებულებითი უფლებების დაცვის საშუალებათა ერთმანეთისაგან გამიჯვნით. რომაელი იურისტები განმარტავდნენ, რომ სანივთო უფლება წარმოადგენს ნივთის მიმართ უშუალო ბატონობის გამოვლინებას, ვალდებულება კი გულისხმობს, რომ სხვა გავხადოთ ჩვენთან დაკავშირებული, რათა მოგვცეს ან შეასრულოს რაიმე. უფრო გვიანდელი იურისტების აზრით, ვალდებულებითი ურთიერთობის ობიექტია მოქმედება, სანივთოსი კი ნივთი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ვალდებულებითი – რელატიური (შეფარდებითი). აბსოლუტური უფლების მატარებლის წინაშე ყველა პირი გვევლინება როგორც ვალდებული პირი, შეფარდებითი უფლების მატარებელს კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, როგორც კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი. სანივთო უფლება ყველას მიერ უნდა იყოს ცნობილი და ხელყოფის შემთხვევაში დაცულია სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებით.  ნივთის დაზიანების შემთხვევაში დელიქტური სარჩელებიც გამოიყენება, რაც აგრეთვე სანივთო უფლების აბსოლუტურობის გარანტიაა. ვალდებულებით-სამართლებრივი უფლება მხოლოდ მოვალის მიმართ იძლევა სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე, შეფარდებითი კი ურთიერთობის მონაწილეთა ნების საფუძველზე.

     კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სანივთო უფლებები ‘’numerus clausas’’ -ს პრინციპითაა გასაზღვრული, ანუ სანივთო  უფლებათა წრე კანონით ამომწურავადაა მოხაზული – არსებობს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონითაა აღიარებული. (ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი, უზუფრუქტი, გირავნობა, იპოთეკა) ვალდებულებითი სამართალი კი თავისუფალია ასეთი იმპერატიული ფორმულირებისგან. კოდექსის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც, მართალია, კანონით არ არიან გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებიან მას.

     სხვა განსხვავებაა ის, რომ სანივთო უფლება ახასიათებს საჯაროობა და განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა, რაც მიიღწევა სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. ამას ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე. მათზე ინფორმაციას საჯარო რეესტრში ვერ მოვიპოვებთ. სანივთო უფლების ეს თავისებურება განაპირობებს სხვა განსხვავებასაც. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფცია, ამიტომ სანივთო სამართალში კეთილსინდისიერი შემძენი გაცილებით უკეთაა დაცული, რადგანაც ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერი ნამდვილია. ვალდებულებითში კი ასეთი ვარაუდი მმფლობელის კეთილსინდისიერებას უკავშირდება.

     ამ თვისებების წყალობით სანივთო უფლებები პრიორიტეტულია ვალდებულებით უფლებებათან შედარებით და მათ შორის კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა სანივთო უფლებებს ენიჭება.

კაზუსი

კაზუსი

მარკების კოლექციონერ გიორგის სჭირდებოდა სასწრაფოდ გარკვეული თანხა და სესხის უზრუნველსაყოფად  ბანკს გადასცა თავისი მარკების კოლექცია, რათა მისგან მიეღო დიდი ოდენობის თანხა. მარკები მას შენახული ჰქონდა სეიფში. გიორგი გარდაიცვალა, ისე რომ არ დაუფარავს აღებული ვალი. მისმა შვილმა და ერთადერთმა მემკვიდრემ ლევანმა მისი მარკების კოლექცია იპოვა და ისე, რომ არც იცოდა სესხის უზრუnველყოფის შესახებ, გაასხვისა ავთანდილზე 30 000 ლარად.

ბანკი ითხოვს ავთანდილისგან კოლექციის უკან დაბრუნებას. რამდენად სწორია ბანკის მოთხოვნა?

 

ამოხსნა:

I. ბანკის მოთხოვნა ავთანდილის მიმართ კოლექციის დაბრუნების თაობაზე სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

იმისთვის, რომ ბანკმა შესძლოს კოლექციის გადმოცემა ავთანდილისგან  სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მას უნდა ჰქონდეს ვინდიკაციური მოთხოვნის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ბანკი უნდა იყოს მესაკუთრე და ავთანდილი კი არაკეთილსინდისიერი მფლობელი.

ა) გიორგი იყო კოლექციის თავდაპირველი მესაკუთრე

ბ) მას შეეძლო მთელი თავისი ქონება სსკ-ის186-ე მუხლის საფუძველზე ბანკზე გადაეცა. გიორგი შეუთანხმდა ბანკს საკუთრების უფლების გადაცემაზედა გადასცა კდიეც არაპირდაპირ მფლობელობაში. აქედან გამომდინარე, საკუთრების უფლება სსკ-ის 186-ე მუხლის მიხედვით გიორგიდან ბანკზე გადავიდა.

გ) ბანკს, შესაძლოა მისი საკუთრება ლევანის მიერ ავთანდილზე გადაცემის შედეგად სსკ-ის  186-ე მუხლის თანახმად ასევე დაეკარგა.ლევანი შეუთანხმდა ავთანდილს საკუთრების უფლების გადაცემაზე და გადასცა კიდეც კოლექცია.

ლევანი უნდა ყოფილიყო აღნიშნულის განხორციელებაზე უფლებამოსილი. სსკ-ის  1306-ე მუხლის თანახმად, ყველა უფლება-მოვალეობა გადადის მემკვიდრეობით ლევანზე, რომელშიც ასევე საკუთრების უფლებაც შედის. გიორგის გარდაცვალებისას, იგი არ იყო კოლექციის მესაკუთრე. ასეთი იყო თავად ბანკი. შესაბამისად, ლევანზე აღარც სსკ-ის  1306-ე მუხლის   საფუძველზე უნდა გადასული საკუთრება. ვინაიდან ლევანი არ არის მესაკუთრე, იგი ასევე არაა უფლებამოსილი მის განკარგვაზე.

დ) კეთილსინდისიერი შეძენა არაუფლებამოსილი პირისგან მაშინაა დასაშვები, თუ ავთანდილმა საერთოდ არ იცოდა იმის შესახებ, რომ ლევანი არ იყო მარკების მესაკუთრე. შესაბამისად, ავთანდილი იყო კეთილსინდისიერი შემძენი.

გამონაკლისის სახით, შეიძლება ვიმსჯელოთ სსკ-ის 187-e მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, დაკარგული ნივთების კეთილსინდისიერად შეძენა ფულის ან საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდების სახით არ ხდება. მარკები შეიძლებოდა ყოფილიყო ფასიანი ქაღალდები, როგორც ფულადი ღირებულების შემცველი ფასეულობა.

კოლექცია, როგორც ფულის შემცველი, აშკარად გადაცემულია ბანკისთვის, ვინაიდან გიორგიმ კოლექცია სწორედ სესხის დაზღვევისთვის ბანკს გადასცა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა დაისვას შეკითხვა, თუ რამდენად იყო მარკები თავდაპირველი სახით კვლავ  გამოსაყენებელი, როდესაც იგი გიორგიმ ბანკს გადასცა. მარკების კოლექცია სსკ-ის  187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების  შინაარსში აბსოლუტურად არ ჯდება. ის წარმოადგენს ხელოვნების საგანს, რომელიც საკმაოდ დიდი ღირებულის მქონეა. აქედან გამომდინარე, ამ გამონაკლისზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. აქ შეუძლებელია გამოვიყენოთ 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება.

გიორგი გარდაცვალებამდე იყო მარკების პირდაპირი მფლობელი, რომლის დროსაც  მფლობელობას თავისი ნებით ახორციელებდა. სახეზე არ ყოფილა მფლობელობაში ნივთის დაკარგვით გადაცემა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ლევანი გახდა პირდაპირი მფლობელი, რომელიც წარმოადგენდა მის მემკვიდრეს.წინამდებარე კაზუსიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ლევანის ნივთი დაეკარგა, ვინაიდან ავთანდილზე მისი გადაცემა სწორედ ლევანის სურვილით მოხდა.

აქედან გამომდინარე, ავთანდილი ხდება მარკების მესაკუთრე და საერთოდ არაა სახეზე ნივთის დაკარგვის შემთხვევა.

შედეგი: ბანკს არ აქვს მოთხოვნის უფლება სსკ-ის  172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე .

II .ბანკის მოთხოვნა ავთანდილი  მიმართ კოლექციის დაბრუნების თაობაზე  სსკ-ის 187-ე მუხლის  პირველი ნაწილის საფუძველზე.

ბანკს შეეძლო ავთანდილი მიმართ კოლექციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა დაეყენებინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ის, თუ სამართლებრივად ვის ჰქონდა მფლობელობის უკეთესი უფლებამოსილება. ასეთად თუ  ბანკს ჩავთვლით, მაშინ მას, კოლექციის ლევანის მიერ ავთანდილზე გადაცემამდე, უნდა ჰქონოდა იგი პირდაპირ მფლობელობაში. ამ ეტაპზე კი ავთანდილი  მფლობელობაშია კოლექცია, რომელიც მან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადასცეს, თუ იგი ბოროტად მოქმედებდა. ეს კი სახეზეა, თუ ავთანდილი არაკეთილსინდისიერი მფლობელი იქნებოდა. ამდენად, უნდა ვივარაუდოდ, რომ ავთანდილი კეთილსინდისიერი შემძენია.

შედეგი: ბანკის მიერ ავთანდილი მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე  მოთხოვნის წაყენებa  არ არის  მიზანშეწონილი.

III ბანკის მოთხოვნა ავთანდილის მიმართ კოლექციის დაბრუნების  თაობაზე სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

ბანკს შეეძლო ავთანდილი მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის  მეორე ნაწილის საფუძველზე კოლექციის დაბრუნებაზე მოთხოვნა წაეყენებინა. ამისთვის საჭიროა, რომ ნივთი მისი ადრინდელი მფლობელის მიერ დაკარგული ყოფილიყო. იბადება კითხვა,ლევანის მიერ ავთანდილზე კოლექციის გადაცემით, რამდენად დაიკარგა ნივთი ბანკის მიერ?ლევანმა თავისი მფლობელობა ნების საფუძველზე გადასცაავთანდილს. აქედან გამომდინარე, სახეზე საერთოდ არაა ნივთის დაკარგვის შემთხვევა.მან კოლექცია შეიძინა ლევანისგან, რომელმაც, მფლობელობა მართლზომიერად მოიპოვა.

შედეგი: ბანკს არა აქვს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე საფუძველზე მოთხოვნის წაყენების უფლება.

ქორწინება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი  კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში.

კანონი ქორწინებას უცილობლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს. საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.

დაქორწინების ასაკად დადგენილია 18 წელი. თუმცა ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი. 16 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თუ მშობლები არ იძლევიან თანხმობას და არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი (მაგალითად: ორსულობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), მაშინ დაქორწინების ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ დაქორწინების მსურველი პირის განცხადების საფუძველზე.

ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს ორივე მხირდან. დაუშვებელია ქირწინების იძულება ერთ-ერთი დასაქორწინებელის მიერ, მშობლების ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. დანიშვნის შემდეგ, ორივე მხარეს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ქორწინებაზე. კანონში აღნიშნულია რომ ნიშნობის დროს მიღებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ქორწინება რეგისტრირდება სამოქალაქო რეგისტრაციის ტერიტორიულ სამსახურებში. რეგისტრაცია ხდება დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ორი ან მეტი მოწმის თანდასწრებით.

კანონით გათვალისწინებულია ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. რომელთა არსებობისასაც ქორწინება არ დაიშვება. ქორწინება არ დაიშვება:

ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი უკვე იმყოფება ქორწინებაში სხვასთან;
ბ) პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის. (პირდაპირი აღმავალი და დამავალი ნათესავები არიან პირები რომლებიც ერთმაეთისგან წარმოიშვნენ: შვილთაშვილი, შვილიშვილი, შვილი, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, დიდი ბებია-ბაბუა და ა.შ.);
გ) ბიოლოგიურ და არაბილოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირთ შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია პირი იმყოფებოდეს ორ ან მეტ ადამიანთან ქორწინებაში, ანუ აღიარებულია ერთქორწინების პრინციპი.

დაქორწინებით, ორივე მეუღლე ერთმანეთის წინაშე კისრულობს როგორც პირადი, ისე ქონებრივი უფლება-მოვალეობების მთელ რიგს. კანონი ადგენს, რომ საოჯახო ურთიერთობებში, მეუღლეები სარგებლოგებ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებითნ და შესაბამისად ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

კანონი განასხვავებს მეუღლეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებას. ინდივიდუალურია თითოეული მეუღლის ის საკუთრება, რომელიც მას დაქორწინებამდე ეკუთვნოდა. ასევე ის, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მეკვიდრეობით ან ჩუქებით. მეუღლეთა საერთო საკუთრებაა ყველაფერი ის, რაც მათ ქორწინების განმავლობაში შეიძინეს, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუნდაც მხოლოდ ერთი მეუღლის შემოსავლით შეძენილი ქონება, საერთო საკუთრებად ითვლება.

საერთო საკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია. ამ წესიდან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი, შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები;
ბ) ის შრომის უუნაროა, ანდა:
გ) თუ მეორე მეუღლე, ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა.

საქორწინო ხელშეკრულება 

კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერ დროს, ქორწინების განმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად დაარეგულირონ. საყურადღებოა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა შეიძლება. ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პურადი უფლებები და მოვალეობები.