საქართველოს შრომის კოდექსის ავკარგიანობაზე ბევრი იწერებოდა. აღსანიშნავია, რომ შემფასებელთა უმრავლესობა შრომის კოდექსის იმ ვერსიას, რომელიც ახლაც ძალაშია, უარყოფითად უყურებდა და თვლიდა, რომ ამ კოდექსით არ იყო კარგად მოწესრიგებული დამსაქმებლისა თუ დასაქმებულის უფლება-მოვალეობები.
2012 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელდა საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2013 წლის 8 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მე-6, მე-9, 37-ე, 38-ე, მე-40, 41-ე და 49-ე მუხლებშია შესული.
- მე-6 მუხლის მიხედვით, იზღუდება ე.წ. მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადება, თუკი დამსაქმებელს მომსახურების ხანგრძლივად მიღება სჭირდება. განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების დადება მიზანშეწოლილი ისეთ შემთხვევებშია, როდესაც დამსაქმებელს სამუშაოს მოცულობის დროებითი ზრდა წარმოეშობა, ჩასანაცვლებელია შვებულებაში გასული თანამშრომელი ან სულაც თავად სამუშაოს მოცულობაა ამოწურვადი, მაგალითად, სეზონური და ა.შ.
- მე-9 მუხლი სამუშაო დროის ნორმირებას ეხება. მოქმედი კოდექსი არ უზრუნველყოფს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას. ცვლილებების მიხედვით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება სავალდებულო ხდება გაზრდილი ტარიფით (1,25-ჯერ). თუმცა, უცნაური ისაა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება სავალდებულო კვირაში მხოლოდ 48 საათს მიღმაა გათვალისწინებული, იმის მიუხედავად, რომ სამუშაო კვირა 41 საათით განისაზღვრება და არა 48-ით. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით სამუშაო დროის ხანგძლივობა აუცილებლად უნდა განისაზღვროს ზუსტად 41 საათით. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კი, გაზრდილი ტარიფით უნდა მოხდეს.
- განსაკუთრებით აქტუალურია არსებული შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულების მოშლაა, რისი ინიციატორიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე შეიძლება იყოს. ცვლილებების მიხედვით, დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. დამსაქმებელი ვალდებული ხდება დაასაბუთოს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები. ცვლილებების პროექტში ჩამოთვლილია ასეთი მიზეზები: ეკონომიკური გარემოებები, დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია და უნარჩვევები დაკავებულ პოზიციასთან მიმართებით, ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევა, ორგანიზაციის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევა და ა.შ.
- 49-ე მუხლში შესატანი ცვლილებების მიხედვით, რომელიც გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებას ეხება, გამაფრთხილებელი გაფიცვა უკვე აღარაა საჭირო. დამსაქმებელთან მოლაპარაკების პერიოდისათვის კი კოდექსი 21 დღეს ითვალისწინებს.
თქვენ ეთანხმებით ამ ცვლილებებს?
პოსტი მომზადებულია საქართველოს პარლამენტის საიტზე მოპოვებული საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის, საქართველოს პროფკავშირების საიტზე მოპოვებული შენიშვნებით და ჟურნალ ლიბერალის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.
თითქმის ყველა მუხლი, რაც აქ არის განხილული უკვე ჩასწორებულია შენიშვნების შემდეგ და ამ ფორმით აღარ იქნება.
dekretuli gazardon raaa, anazgaurebadi 126 dge sasaciloa satirali rom ar iyos raa
ანაზღაურებადიც კი არ გამოდის ის 126 (თჺ140) დღე რადგანაც ბიუჯეტის კანონით ლიმიტირებულია და 600 კარს ზემოთ არ ანაზღაურებენ მე პირადად 2800 ლარი უნდა ამეღო დეკრეტული შვებულების ფული და 600 ავიღე სასაცილოა აბა რა.
shromis kodeqshi cvlilebebi tu aris mravalshviliani ojaxebis taobaze
არც ეს მტავრობა ვარგა და არც ახალი კოდექსი
დაგტოვათ ოცნებაში ამ მთავრობამ..?
ara dekreti daikides tu ra? ver gavige dekretis anazgaurbaze rame ar unda daedot?
დეკრეტის ანაზღაურების შესახებ:
მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე,
ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
mec mainteresebs dekretze ratom aravin arapers ambobs.anazgaurdeba tu ara?
მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე,
ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
da xom ar icit, egredwodebul “balnichnize” anu avadmyofobis shemtxvevashi,ramdeni kalendaruli dgit,sheudzlia adamians,samsaxurshi ar gamovides
?.ratqmaunda cnobis mitanit
:))))) usapudzvloooo
გამარჯობა, ვარ საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელსაც მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა(მე-2ჯგ) მაქვს თუ არა უფლება გავაგრძელო შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან?
მუხლი 26 ?
გამარჯობათ, ვარ საბავშვო ბაღის პედაგოგი. 2012 წელს ვიმშობიარე და ვისარგებლე მხოლოდ დეკრეტული შვებულებით. მეკუთვნოდა თუ არა ფასიან შვებულება და თუ მეკუვნოდა ვის უნდა აენაზღაურებინა ეს, დამსაქმებელს თუ სახელმწიფოს?