კაზუსი ადამიანის უფლებების თემიდან

კაზუსის მომცემულობა

კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულმა რელიგიურმა გაერთიანებამ -„საქართველოს მუსლიმათა კავშირმა“ ააშენა მეჩეთი თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბაში. მეჩეთის მინარეთდან მუეძინი ყოველდღიურად, გამთენიისას ასრულებს ტრადიციულ რელიგიურ რიტუალს – ხმამაღალი ყვირილით მოუწოდებს მუსულმან მორწმუნეებს მეჩეთში ლოცვისაკენ. მუეძინის ყვირილით შეწუხებულნი არიან უბნის არამუსულმანი მოსახლეები. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, მოსთხოვოს მუეძინს აღნიშნული რელიგიური რიტუალის დაბალ ხმაზე შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძვნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-16 მულხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა თვითმმართელი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებად არის გამოხადებული. რელიგიური გაერთიანება – „ქართველ მუსულმანთა კავშირი“ მიიჩნევს, რომ მერიის სამსახურის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს და არღვევს მისი, როგორც რელიგიური გაერთიანების, ძირითად უფლებას, ამასთან, გაერთიანება ქალაქის მერიას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში ეკლესიების სამრეკლოდან არანაკლებ დაბალ ხმაზე რეკენ ზარები. არის თუ არა დასაბუთებული გაერთიანების პრეტენზია??

ამოხსნა

ძირითადი უფლება ირღვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლება ახორციელებს გაუმართლებელ ჩარევას ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

  1. თავდაპირველად უნდა დადგინდეს, მერიის გადაწყვეტილებით გაიხსნა თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული რომელიმე ძირითადი უფლებით დაცული სფერო.

დაცული სფერო არის ცხოვრების ის სფერო ან ასპექტი, ან ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც დაცულია ამა თუ იმ ძირითადი უფლებით,. ძირითადი უფლებით დაცული სფერო გახსნილია, თუ მერიის გადაწყვეტილება ეხება რომელიმე ძირითადი უფლების დაცვის საგანს და შესაბამისი ძირითადი უფლებით დაცულ პირს.

    საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის საგანს წარმოადგენს სიტყვის, აზრის, რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებები. მერიის მოცემული გადაწყვეტილება ეხება აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის საგანს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ალტერნატივა იცავს რელიგიური და მსოფლმცედველობრივი აღმსარებლობის თავისუფლებას. ძირითადი უფლებით დაცულია რელიგიური მოტივითა და მოსაზრებით ნაკარნახევი ნებისმიერი მოქმედება, პირის უფლება, იცხოვროს , იმოქმედოს და თავისი საქმიანობა წარმართოს რელიგიური წეს-ჩვეულებათა შესაბამისად. მოცემული ძირითადი უფლებით დაცული სფერო მოიცავს პირის ისეთ საქმიანობას, როგორიცაა რწმენის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელება, რელიგიური რიტუალების შესრულება და ა.შ. კაზუსის მოცემულიდან ჩანს, რომ ქ. თბილისის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურმა მუეძინს აუკრძალა რელიგიური რიტუალის მაღალ ხმაზე შესრულება. შესაბამისა, აშკარაა, რომ მერიიის სამსაურის მოცემული აქტი ეხება აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის საგანს.

   შემდგომ, უნდა გაირკვეს, ეხება თუ არა მერიის სამსახურის აქტი აღმსაებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულ პირს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პინქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს“ აქვს აღმსარებლობის თავისუფლება. შესაბამისად, აღმსარებლობის თავისუფლება წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის გარანტირებულ ძირითად უფლებას. ამასთან, გასარკვევია, შეიძლება თუ არა მოცემული ძრითადი უფლების მფლობელად განვიხილოთ იურიდიული პირები. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, ძირითადი უფლებები „მათი შინაარსის გათვალისწინებით“ ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. აღმსარებლობის თავისუფლება განეკუთვნება ამგვარ ძრითად უფლებათა რიგს- საქართველოს კონსტ.-ის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ალტერნატივით დაცულია როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური რელიგიის თავისუფლება. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის სამსახურის აქტი ეხება აღმსარებლობის ძირითადი უფლებით დაცულ პირს- „ქართველ მუსულმანთა კავშირს“.

     იმდენად, რამდენადაც მერიის სამსახურის გადაწყვეტილება ეხება აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვის საგანს, და მოცემული ძირითადი უფლებით დაცულ პირს, საქართველოს კონტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ალტერნატივით დაული სფერო გაიხსნა.

  1. შემდგომ, უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მერიის სამსახურის აქტი ჩარევას აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს საკარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტი, რომელი ზღუდავს იმგვარ საქმიანობას, თავისუფლებას ან სამართლებრივ სიკეთეს, რომელიც დაცულია ძირითადი უფლებით.

   თავდაპირველად უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა მერიის სამსახურის გადაწყვეტილება ძირითადი უფლებებით შეზღუდული სუბიექტის აქტს, ძირითადი უფლებებით შეზღუდულია საკანონმდებლო, აღმსასრულებებლი და სასამართლო ხელისუფლება. გარდა ამისა, ძირითადი უფლებები ზღუდასვ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც. რამდენადაც თვითმმართველი ქალაქტი თბილისი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ქალაქის აღმსასრულებელი ორგანოები, მათ შორის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახური, შეზღუდული არიან ძირითადი უფლებებით, შესაბამისად, მერიის სამსახურის გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ ძირითადი უფლებებით შეზღუდული სუბიექტის მიერ გამოცემულ აქტად.

    აშკარაა, რომ მერიის სამსახურის გადაწყვეტილება „ქართველ მუსულმანთა კავშირს“ პირდაპირი ფორმით უზღუდავს რწმენით ნაკარნახევი საქმიანობის განხორციელების – რელიგიური რიტუალის შესრულების თავისუფლებას.

   რამდენადაც, ქ. თბილისის მერიის სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს ძირიტადი უფლებებით შეზღუდულ სუბიექტის აქტს, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ალტერნატივით დაცულ საქმიანობას, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ჩარევა აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში განხორციელდა.

3. ჩარევა ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში არღვევს ძირითად უფლებას, თუ იგი არ ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას. ამ ეტაპზე უნდა განვიხილოთ ფორმალური და მატერიალური შესაბამისობა აქტისა კონსტიტუციასთან.ფორმალური შესაბამისობა თავის მხრივ მოიცავს: უფლებამოსილება, ფორმა, პროცედურას. მერიის სამსახური იყო უფლებამოსილი მიეღო აღნიშნული აქტი, აქვე უნდა ვივარაუდოთ რომ ფორმა და პროცედურა არის დაცული.

მატერიალური შესაბამისობა. –  ჩარევა დაცულ სფეროში გამართლებულია, თუ იგი ეფუძვნება აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ ზღვარს და ეს ზღვარი საჯარო ხელისუფლების მიერ მართლზომიერად იქნა შეფარდებული.

აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლების ზღვარი მოცემულია კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაუშვებელია რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებათა შეზღუდვა, „თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს ძრითად უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ ზღვარს- ჩარევის კვალიფიციურ დათქმას. იგი დასაშვებად აცხადებს იმგვარ ჩარევას აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში, რომელიც „სხვათა უფლებების“ დაცვას ემსახურება. ამ შემთხვევაში, მერიის სამსახურის აქტი მიხნად ისახავდა ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვას. შესაბამისად, ჩარევა განხორციელდა კონსტიტუციუერ-სამართლებრივი ზღვრის საფუძველზე.

  დასადგენია, შეესაბამება თუ არა მერიის გადაწვეტილება პროპორციულობის პრინციპს.

  პროპორციულობის პრინციპის თანახმად, ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, უნდა იყოს გამოსადეგი და აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი (ვიწრო გაგებით პროპორციული).

   მერიის სამსახურის აქტი ემსახურება ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დაცვას. ამგვარ ინტერესებს განეკუთვნება ადამიანების უფლება ხმაურისაგან თავისუფალ გაემოზე, აგრეთვე მათი უფლება მშვიდ ძილზე, რომელთა სისტემატურმა დარღვევამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტ-ის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს ძირითად-უფლებრივ მოვალეობად არის გამოცხადებული. ყოველივე ზზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ მერიის სამსახურის აქტი ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზანს.

   ჩარევა გამოსადეგია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად,რადგან იგი ხელისუფლებას აძლევს ადამიანებისათვის ხმაურისაგან თავისუფალ გარემოს და მათი მშვიდი ძილის უზრუნველყოფის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ შესაძლებლობას.

  საკითხავია, არის თუ არა მოცემული ჩარევა აუცილებელი მისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ამის გასარკვევად, უნდა დავადგინოთ ხომ არ არსებობს რაიმე ნაკლებად რადიკალური, შედარებით რბილი საშუალება, რომელიც მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, ისეთივე ეფექტურ შედეგს მოგვცემდა. ამდენად, რამდენადაც ძნელი წარმოსადგენია სხვა ნაკლებად რადიკალური ღონისძიება, რომელიც მერიის სამსახურს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ისევე ეფექტურად შეაძლებდა, სამსახურის მიერ მუეძინისაგან რიტუალის დაბალ ხმაზე შესრულების მოთხოვნა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელ აქტად უნდა განვიხილოთ.

        შემდგომ, უნდა დადგინდეს, არის თუ არა ჩარევა ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი. შესაბამისობის დასადგენად, უნდა განხორციელდეს მერიის სამსახურის აქტით დაცულ და შეზღუდულ სიკეთეთა და ინტერესთა ორმრივი აწონ-დაწონვა, ჩარევით დაცული ინტერესი – ადამიანების უფლება მშვიდ ძილზე და ხმაურისაგან თავიუფალ გარემოზე უნდა განვიხილოთ შედარებით მნიშვნელობან სიკეთეთ, ვიდრე „ქართველ მუსულმანთა კავშირის“ უფლება აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცული საქმიანობის განხორციელებაზე- მუეძინის რიტუალის ჩვეულებრივ ხმაზე შესრულებაზე.მიუხედავად იმისა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება თავისთავად უმნიშვნელოვანეს ძირითად უფლებას წარმოადგენს, ადამიანების უფლებას ხმაურისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებაზე და მშვიდ ძილზე – უპირატესობა უნდა მიენიჭოს. ამასთან, სიკეთეთა ორმხრივი აწონ-დაწონვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას არამუსულმანები შეადგენენ, რომელთათვისაც კულტურული თვალსაზრისით უცოა მუსულმანთათვის დამახასიათებელი რელიგიური წეს-ჩვეულებები და რიტუალები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მუეძინის ყვირილი მათ ფსიქიკაზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე ზარების რეკვა. შესაბამისად, „ქართველ მუსულმანთა კავშირის“ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თბილისის ცეტრალურ უბნებში ეკლესიების სამრეკლოდან არანაკლებ დაბალ ხმაზე რეკენ ზარები, არ წარმოადგენს საკმარის არგუმენტს ინტეესებისათვის უპირატესობის მისანიჭებლად.

  იმდენად, რამდენადაც მერიის სამსახურის აქტი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, წარმოადგენს გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არის ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი, ჩარევა აღმსარებლობის ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში არ არღვევს პროპორციულობის პრიცნიპს.

   ამასთან , უნდა დავადგინოთ , შეესაბამება თუ არა მერიის სამსახურის აქტი განსაზღვრულ პრინციპს. აღნიშნული პრინცპის თანახმად, ჩარევის შინაარსი უნდა იყოს ნათლად ამოყალიბებული და არაორაზროვანი, ჩარევის შედეგი კი ადამიანისათვის მკაფიოდ განჭვრეტადი. ამ შემთხვევაში მერიის სამსახურმა მკაფიოდ მოუწოდა „ქართველ მუსულმანთა კავშირს“დაბალ ხმაზე შეესრულებინა რიტუალი, შესაბამისად, ჩარევა არ ეწინააღმდეგება განსაზღვრულობის პრინციპს.

  გარემოებათა განხილვის საფუძველზე ვადგენთ, რომ აღმსარებლობის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცული სფერო გაიხსნა, განხორციელდა ჩარევა დაცულ სფეროში, მაგრამ აღნიშნული ჩარევა ექვემდებარება კონსტიიტუციურ-სამართლებრივ გამართლებას. შესაბამისად, ქ, თბილისის მერიის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მე-4 ალტერნატივის დაცულ აღმსარებლობის ძირითად უფლებას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s