შავი სიები-სამუდამოდ სამსახურის გარეშე

12 მაისს სასტურმრო ამბასადორში გაიმართა წამყვანი კომპანიების მესვეურთა შეხვედრა, რომლებმაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს ე.წ შავი სიის მიღების შესაძლებლობა, რომელიც ითვალისწინებს გაგდებული თანამშრომლის “დაბლოკვას”. უფრო ზუსტად, გაგდებული თანამშრომელი სხვა, იმავე პროფილის კომპანიაში აღარ მიიღება.

შავი სიის მიღება და დაკანონება დღის წესრიგშია და მუშავდება. ჯერჯერობით დასადგენია ვის შეეხება აღნიშნული ცვლილება, რის მიხედვით მოხდება თანამშრომლების აღრიცხვა , თუმცა უკვე იკვეთება, რომ ის, ვინც მოიპარავს რამე პროდუქტს, ან ინვენტარს, აუცილებლად შევა შავ სიაში. კომპანიებში მათი სამართალდამცავებისთვის გადაცემის შემთხვვებიც ყოფილა და როგორც აღინიშნა, ამგვარი ფაქტები საკმაოდ ხშირია, რამაც გამოიწვია ამგვარი , შეიძლება ითქვას, გადამჭრელი  ღონისძიების გატარება.

კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ უნდა არსებობდეს ერთიანი ბაზა, სადაც იქნება ყველა თანამშრომლის მონაცემები , საიდანაც ისინი შეძლებენ მიიღონ საუკეთესოები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელს, თავად კომპანიებს და თავიდან იქნება არიდებული ზედმეტი რისკი , იმისა, თუ რამდენად კეთილსინდისიერი, ან კარგი კადრი იქნა შერჩეული.  როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანიებისთვის მთავარი არის ცუდი ყოფაქცევისთვის გაშვებული თანამშრომელი არ მოხვდეს მათთან, რათა განმეორებით არ იქნეს ჩადენილი იგივე, ან მსგავსი ქმედება.

კომპანიებისთვის ეს ყველაფერი, რასაკვირველია მომგებიანია , მაგრამ საკითხავია, რამდენად ლეგალური და კანონიერია მათი გადაწყვეტილება, თანამშრომლის პირადი ინფორმაცია გახდეს საჯარო და იქცეს განხილვის საგნად. წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უკანონობისგან დაზღვეულები იქნებიან სამართლებრივად, იურისტებთან შეთანხმებით, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ადვოკატები ცალსახად, უკანონობად რაცხავენ.

ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს მათი გადაწყვეტილება უკანონოდ მოეჩვეენება, რადგან  შავ სიაში შესვლის შედეგად ადამიანი ფაქტიურად პატიმარს ემსგავსება, როგორც სასჯელმოხდილ ადამიანს უჭირს სამსახურის შოვნა, ასეთივე დამოკიდებულება იქნება გაშვებული თანამშრომლების მიმართ. ეჭვქვეშ დგება როგორც მათი კეთილსინდისიერება, ასევე პროფესიონალიზმი. რატომ უნდა გაწირო უმუშევრობისთვის კარგი კადრი, როცა გვაქვს სასამართლო და დამნაშავის ქმედებებსაც კანონი არეგულირებს?

მსგავსი კანონები მხოლოდ განუვითარებელ, ან დაბალგანვითარებად ქვეყნებშიღაა შემორჩენილი, არც ერთი განვითარებული ქვეყანა არ ცნობს წესს, რომელიც ითვლისწინებს ზემოთქმულს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ 50 იან წლებში აღმოიფხვრა თანამშრომლების დისკრიმინაცია.

რატომ უნდა ჰქონდეს უფლება დამსაქმებელს ერთი დანაშაულებრივი ქმედების გამო წაართვას თანამშრომელს ახალი სამსახურის პოვნის შესაძლებლობა? თუკი სახელმწიფო ზრუნავს დამნაშავეებზე და რამდენიმე ახლადშემოღებული კანონით მათ აძლევს “მეორე შანსს”, უმსუბუქებს სასჯელს, ამავდროულად უნდა დაუშვას ისიც, რომ უმუშევართა რიგებს შემატოს უამრავი ადამიანი და აქციოს ისინი პოტენციურ უსამსახურო “დამნაშავეებად?  ეს დაუშვებელია და რასაკვირველია, არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს შავი სიების შექმნას.

საუკეთესო გამოსავალი კომპანიებისთვის ტრეინინგები და გადამზადების კურსებია, სტაბილური და ნორმალური ხელფასები, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ სტიმული და საკმარისი შემოსავალი, იმისთვის რომ იცხოვრონ და იმუშაონ. მინიმალური დანხარჯებით , რა თქმა უნდა, ვერ მიიღებ მაქსიმალურ შედეგს, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში თვითშეგნება ძალიან დაბალ დონეზეა და სავარაუდოდ შრომის კოდექსში ახალ მუხლს უნდა ველოდოთ, სასურველია კომენტარებით, თუ რით დავკავდეთ მაშინ, როცა სამუშაოდან გამოგვყრიან.

11 thoughts on “შავი სიები-სამუდამოდ სამსახურის გარეშე

    1. anna Post author

      დავააფდეითე და იმიტომ. გამომექვეყნა შემთხვევით :დ

      Reply
      1. Gasto

        ეგრეც ვიფიქრე, კარგი ბლოგია, მომწონს :*

  1. litterator

    ასევე, ჩემი აზრით დიდი შანსია შედგეს გარიგება (მაგ. ქრთამი) დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, ”შავ სიაში არ შეყვანის მიზეზით”

    და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ურთიერთობები რეგულირდება კონტრაქტით და თუ ერთ მხარეს მეორე მხარე არ აკმაყოფილებს ან რამე არ მოსწონს, იყენებენ კონტრაქტის პუნქტებს ან მიმართავენ სასამართლოს.

    დაიწყება ინტრიგების ხლართვა სამსახურში, დაბეზღება, რაღაცეების მოგონება და არკვიე მერე და ამტკიცე სიმართლე, რა მოხდა რეალურად და რა არა. აი რამდენ რამე შეიძლება გამოიწვიოს ამან🙂

    კარგი პოსტია :*

    Reply
  2. Levani

    დამსაქმებლის პოზიციიდან მშვენიერი ინიციატივაა, თუმცა დაგვიანებული.
    21-ე საუკუნეში როცა კომუნიკაცია ნულოვან პრობლემას წარმოადგენს ახალ დამსაქმებელს სულ თავისუფლად შეუძლია გადაამოწომოს პოტენციური დასაქმებულის სამუშაო ბიოგრაფია, ძველი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი და ასე შემდეგ,

    ამ არქაული დოკუმენტის მიღებას ურჩევნიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ააწყონ და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე უარი არ თქვან

    Reply
  3. keti

    დაშანტაჟებაც შეიძლება გამოიწვიოს დამქირავებლის მხრიდან, ან რომელიმე თანამშრომლის…

    Reply
  4. დიანიკო

    ამათ რამე ხომ არ ელანდებათ? ნებისმიერ მსგავს ჩანაწერს გავაბათილებ სასამართლოში, იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილებანიც და ასეთი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ მის კომპეტენციაში შედის.

    ბანკებს ჰქონდათ შავი სიები – მოვალეთა ერთიანი ბაზა, ვისზე არ გაეცათ კრედიტები. შემდგომ შეიქმნა მოვალეთა რეესტრი… მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ კრედიტის არ მიცემა და სამსახურში არ აყვანა სხვადასხვა დონეზე დგას მნიშვნელობით. მეორე შემთხვევაში ადამიანს ეზღუდება მრავალი უფლება. წარმოიდგინეთ, რამდენად გართულებულია ჩვენს დროში სამსახურის პოვნა და რამდენად გაართულებს კიდევ უფრო ეს უაზრო შეთანხმება. მაშინ, როცა ყველა იმსახურებს მეორე შანსს – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არსებობის ერთ-ერთი მიზანია რეაბილიტაცია მოახდინოს სასჯელმოხდილი/შემსუბუქებული/შეწყალებული პირებისა…

    ხელშეკრულებაში ასეთ რაღაცას ვერ ჩაწერენ, თუ ჩაწერეს, არავინ უნდა მოუწეროს ხელი პირადი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე.

    კომპანიებს შორის მსგავსს საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ პაქტის გაფორმება კი, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ბათილი, რამდენადაც ისინი იჭრებიან სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებებში.

    Reply
  5. dreamar

    კარგი პოსტია🙂 მაინტერესებს საიდან გაქვს ინფორმაცია შავი სიის მიღების შესაძლებლობაზე?

    Reply
    1. anna Post author

      მადლობა, 12 მაისს ბიზნესუკურიერმა აჩვენა სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s